Содержание этой страницы пока доступно только на грузинском. ქართულად →

Amvilab ბონექსი 60 ტაბლეტი
Amvilab

ბონექსი 60 ტაბლეტი

Цена 20.50 ₾ 41.00 ₾-50% в 1 аптечной сети

Описание

ბონექსი 60 ტაბლეტი ამვილაბი - Amvilab

ბონექსი წარმოადგენს კომბინირებულ საკვებ დანამატს, რომელიც არეგულირებს კალციუმისა და ფოსფორის ცვლას ორგანიზმში (ძვლები, კბილები, ფრჩხილები, თმები, კუნთები). კალციუმის, ვიტამინ D3-ის და მაგნიუმის ნაკლებობის აღდგენის გზით, ამცირებს ძვლოვანი ქსოვილის რეზორბციას (განლევა, გაწოვა) და აუმჯობესებს მის სიმკვრივეს, მნიშვნელოვანია კბილების მინერალიზაციისათვის. კალციუმი მონაწილეობს ნერვ-კუნთოვან გამტარობაში, კუნთების შეკუმშვის მარეგულირებელ პროცესებში და წარმოადგენს სისხლის შედედების სისტემის შემადგენელ კომპონენტს. ვიტამინი D3 აუმჯობესებს კალციუმის შეწოვას ნაწლავებში და უზრუნველყოფს კალციუმისა და ფოსფორის საჭირო დონის შენარჩუნებას სისხლში, ააქტიურებს ძვლოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმს. ვიტამინი D3 მონაწილეობს სისხლის შედედების პროცესში, მნიშვნელოვანია ნერვ-კუნთოვანი, იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. კალციუმი და ვიტამინი D3 ხელს უშლის პარათირეოიდული ჰორმონის გამომუშავების გაძლიერებას, რომელიც წარმოადგენს ძვლის რეზორბციის (ძვლიდან კალციუმის გამორეცხვა) სტიმულატორს. მაგნიუმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კალციუმის მეტაბოლიზმში, აუმჯობესებს კალციუმის აბსორბციას ძვლოვან ქსოვილში, აფერხებს მის ჩალაგებას სისხლძარღვებში, ხელს უწყობს ძვლოვანი ქსოვილის განვითარებას და მინერალიზაციას.

გამოყენების რეკომენდაციები (კომპლექსურ თერაპიაში):
  • კალციუმისა და ვიტამინ D3-ის დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა
  • ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა
  • ინტენსიური ზრდის პერიოდი
  • მოტეხილობების კომპლექსური მკურნალობა
  • ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი
  • მენოპაუზა და შემდგომი პერიოდი
  • ხანდაზმული ასაკი
  • კოფეინისა და თამბაქოს ჭარბი მოხმარება
შემადგენლობა

ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) - 400 სე, კალციუმი (კარბონატი) - 333 მგ, მაგნიუმი (ოქსიდი) - 167 მგ, მინერალების ნაზავი - 17 მგ.

დოზირება

მიიღება როგორც საკვები დანამატი თითო ტაბლეტი 1-3 ჯერ დღეში ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით

საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან და დაბალანსებულ კვებას. არ წარმოადგენს მედიკამენტს.

შენახვის პირობები

შეინახეთ გრილ, მშრალ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: N60 ტაბლეტი

მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ.

Amvilab თანამედროვე ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული ბრენდია, რომელიც საკვები დანამატების წარმოებაზეა ორიენტირებული. 30 წელზე მეტია, მისი სახელის ქვეშ მოიაზრება ხარისხი, ინოვაცია და სტანდარტების დაცვა.

Источник: PSP (psp.ge)

Похожие товары

-50% Amvilab ბონექსი პლიუსი 90 ტაბლეტი 59.14 ₾ 29.57 ₾ -49% Amvilab ბონექსი პლუსი 30 ტაბლეტი 39.45 ₾ 19.73 ₾ -49% Amvilab ფოლის მჟავა 400მკგ 100 ტაბლეტი 45.09 ₾ 22.55 ₾ -50% Amvilab ბიოტინი 2500მკგ 30 კაფსულა 44.68 ₾ 22.34 ₾ -50% Amvilab ვიტამინი B კომპლექსი 30 კაფსულა 44.91 ₾ 22.45 ₾ -50% Amvilab ვიტამინი B12 საღეჭი 30 ტაბლეტი 34.69 ₾ 17.34 ₾ -50% Amvilab ვიტამინი C 1000მგ 30 ტაბლეტი 40.00 ₾ 20.00 ₾ -50% Amvilab თუთია D3 15მგ საღეჭი 60 ტაბლეტი 40.00 ₾ 20.00 ₾

Вопросы и ответы

Задать вопрос

Пока никто не спрашивал. Есть опыт или вопрос? Будьте первым.