Описание
5 ტიპის მარცვლეული: წიწიბურა, ბრინჯი, შვრია, სიმინდი, ქერი გამდიდრებული ვაშლით და ბანანით, წარმოადგენს გემრიელ მარცვლეულის ფაფას. პროდუქტი მიიღება მთლიანი მარცვლის გადამუშავების შედეგად, ამიტომ დიდარია ვიტამინებით, შეიცავს ვაშლისა და ბანანის დაქუცმაცებულ გამომშრალ ჩირებს, რომლებიც აუმჯობესებენ პროდუქტის გემოსა და ზრდის მის კვებით ღირებულებას. ნარევი მდიდარია საკვები ბოჭკოებით (ცელულოზით), რომელიც დადებითად მოქმედებს ნაწლავის მიკროფლორაზე. ის ხელს უწყობს, საჭმლის მონელებას, ასუფთავებს ნაწლავებს „შლაკებისგან“, არის მსუბუქი ანტიოქსიდანტი, ბუნებრივად ხსნადი ბოჭკო, შეიცავს ბეტა-გლუკანს, რომელიც ხელს უწყობს, სისხლში ქოლესტერინის ნორმალური დონის შენარჩუნებას და აუმჯობესებს იმუნიტეტს. ის შეიცავს თითოეული მარცვლეულისთვის დამახასიათებელ დადებითი თვისებების კომპლექსს, რომლებიც აუცილებელია ორგანიზმის დაბალანსებული კვებისთვის. აქვს არომატული და სასიამოვნო გემო, რომელიც განსაკუთრებით მოსწონთ, როგორც ბავშვებს, ისე უფროსებს. ფაფა არ შეიცავს კონსერვანტებს, ხელოვნურ საღებავებსა და ქიმიურ დანამატებს.
Похожие товары
Вопросы и ответы
Задать вопросПока никто не спрашивал. Есть опыт или вопрос? Будьте первым.