Описание
წიწიბურის ფაფა მიიღება მთლიანი მარცვლის გადამუშავების შედეგად, მდიდარია ვიტამინებით B1, B2, B6, PP, P, მინერალებით: რკინა, ფოსფორი, კალციუმი, თუთია, მაგნიუმი, იოდი, კობალტი. გარდა ამისა, წიწიბურა ხასიათდება ანტიოქსიდანტური თვისებებით. ასევე შეიცავს ლეციტინს, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმიდან ქოლესტერინის და მძიმე მეტალების იონების გამოდევნას. ის ითვლება, ვიტამინებითა და სასარგებლო ნივთიერებებით ყველაზე მდიდარ პროდუქტად. წიწიბურის ფაფა, ასევე ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს. შეიცავს საკვებ ბოჭკოებს (ცელულოზას), რაც დადებითად მოქმედებს ნაწლავის მიკროფლორაზე. განსაკუთრებით აუცილებელია, ფარისებრი ჯირკვლის, პანკრეასისა და თირკმელების დაავადებების დროს. სასარგებლოა ჰიპერტენზიული პაციენტებისა და დიაბეტით დაავადებულთათვის. ფაფა არ შეიცავს კონსერვანტებს, ხელოვნურ საღებავებსა და ქიმიურ დანამატებს.
Похожие товары
Вопросы и ответы
Задать вопросПока никто не спрашивал. Есть опыт или вопрос? Будьте первым.