Содержание этой страницы пока доступно только на грузинском. ქართულად →

ბორო პლიუსი კრემი - Boro plus კრემი პანთენოლი 35მლ

ბორო პლიუსი კრემი - Boro plus კრემი პანთენოლი 35მლ

Цена 9.90 ₾ в 1 аптечной сети

Описание

ბორო პლიუსი პანთენოლი 35 მლ

სამმაგი მოქმედების კრემი

კანის რეგენერაციის სტიმულაციის კომპლექსური პროდუქტი

შემადგენლობა :

პანთენოლი, თუთიის ოქსიდი, ქლორჰექსიდინი, ბაზილიკი, ალოე ვერა, გვირილა, კალენდულა,

აზიური ცენტელა

გამოშვების ფორმა :

ადგილობრივი გამოყენების კრემი

ინგრედიენტის თვისებები :

ბორო პლიუსი პანთენოლი სამმაგი მოქმედების კრემი - ეს არის კომპლექსური პროდუქტი, რომელიც უზრუნველყოფს კანის რეგენერაციას, ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო და დერმატოპროტექტორული მოქმედება. პანთენოლის საფუძველზე შექმნილი კრემი, კანის უჯრედების რეგენერაციის ეფექტური სტიმულატორია, იგი გამდიდრებულია ბუნებრივი ინგრედიენტების სამკურნალო თვისებებით.

ბაზილიკის ბუნებრივი ანტისეპტიკური თვისებების კომბინაცია თუთიის ოქსიდთან და ქლორჰექსიდინთან უზრუნველყოფს საიმედო ანტიბაქტერიულ დაცვას.

ალოე ვერას, გვირილის და კალენდულას კომპლექსი ეფექტურად ამშვიდებს კანს და აქრობს უსიამოვნო შეგრძნებებს.

პანთენოლს გააჩნია ძლიერი რეგენერაციული თვისება, ხელს უწყობს ეპიდერმისის სწრაფ აღდგენას,

აზიური ცენტელა, ინტენსიურად ატენიანებს კანს ღრმა შრეების დონეზე

დოზირება და გამოყენების წესი :

მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის.

მოზრდილები და ბავშვები:

ყოველი გამოყენების წინ საჭიროა კანის გაწმენდა და გაშრობა. წაისვით თხელი ფენა ერთხელ ან 2-ჯერ დღეში დაზიანებულ მიდამოზე. მგრძნობიარე კანის მქონე პირებისთვის რეკომენდებულია კრემის ერთხელ დღეში, ძილის წინ გამოყენება.

უკუჩვენებები :

მომატებული მგრძნობელობა აქტიური სუბსტანციის ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

რეკომენდაცია გამოყენებისათვის :

დამწვრობა, ნაწოლები,

ტროფიკული წყლული,

ჰერპესი

ნახეთქები(ანალური)

კანის სიმშრალის მკურნალობა და პროფილაქტიკა

დერმატიტი, ალერგიული დერმატოზი.

კანის ცუდად შეხორცებადი ტრანსპლანტანტები.

კანის სხივური დაზიანება,ასევე იცავს კანს მზისა და ულტრა იისფერი სხივებისაგან

პოსტ-ოპერაციული ჭრილობები და შრამები.

აბსცესები, ფურუნკულოზი.

ლაქტაციის პერიოდში ძუძუს დვრილების ნახეთქებისა და სხვა ანთებითი პროცესებისას.

ვარგისობის ვადა

3 წელი გამოშვების თარიღიდან.

უსაფრთხოების სპეციალური ზომები შენახვისას

ინახება გრილ და მშრალ ადგილას, არა უმეტეს 25 °C ტემპერატურაზე. არ გაყინოთ.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

კონტეინერის შემცველობა და შემადგენლობა

35 მლ კრემი სილიკონის ტუბში, 1 ტუბი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

უტილიზაციის უსაფრთხოების სპეციალური ზომები

არ არსებობს სპეციალური მოთხოვნები.

მწარმოებლის დასახელება და მისამართი

EMAMI LTD Kolkata-700107, India

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

Источник: PSP (psp.ge)

Похожие товары

-29% Nivea სახის კრემი 75მლ 13.40 ₾ 9.38 ₾ в 2 аптечных сетях -50% Bioderma მგრძნობიარე კანის კრემი Sebium 30 მლ 72.00 ₾ 36.00 ₾ в 2 аптечных сетях -60% Topicrem სახის გამწმენდი ნიღაბი Ac 50მლ 69.50 ₾ 27.80 ₾ в 2 аптечных сетях -50% Bioderma სახის კრემი Sensibio AR+ 40 მლ 70.00 ₾ 35.00 ₾ в 2 аптечных сетях -50% Bioderma სახის კრემი Sensibio DS+ 40 მლ 54.00 ₾ 27.00 ₾ в 2 аптечных сетях -50% Bioderma სახის მკვებავი კრემი Atoderm 40 მლ 50.00 ₾ 25.00 ₾ в 2 аптечных сетях -50% CeraVe დასაბანი კრემ-ქაფი 236მლ 51.55 ₾ 25.77 ₾ в 2 аптечных сетях -50% Bioderma თვალის კრემი Atoderm 100 მლ 84.00 ₾ 42.00 ₾ в 2 аптечных сетях

Вопросы и ответы

Задать вопрос

Пока никто не спрашивал. Есть опыт или вопрос? Будьте первым.