Описание
ბოთლი ორზონიანი საწოვარით 150მლ კანპოლი - Canpol
ანტიკოლიკური ბოთლი Natural Shape განკუთვნილია კომბინირებული კვებისთვის, როცა ბავშვი ძუძუსთან ერთად გამოწველილი რძით, ან მისი ალტერნატივით იკვებება.
მშობლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი საზრუნავია, რომ ბოთლით კვების დაწყების შემდეგ ბავშვმა ძუძუზე უარი არ თქვას. Natural Shape ბოთლის ორზონიანი საწოვარას კვლევამ, რომელიც მეტყველების თერაპევტის მიერ ჩვილებში ჩატარდა*, აჩვენა, რომ ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვები მას პირველი კვებიდანვე ადვილად იღებენ. ბოთლი ამცირებს ძუძუზე უარის თქმის რისკს და ხელს უწყობს ძუძუთი და ბოთლით კვების მონაცვლეობას.***
Natural Shape ანტიკოლიკური ბოთლიუზრუნველყოფს ტუჩების ბუნებრივ, ფართო („თევზისებურ“) პოზიციას კვების დროს;
საშუალებას აძლევს ბავშვს იკვებოს მშვიდად, საკუთარი ბუნებრივი რიტმით;
უზრუნველყოფს უწყვეტ წოვას და ამცირებს ჰაერის გადაყლაპვის ალბათობას;
ამცირებს კოლიკისა და გაღიზიანების განვითარების რისკს.**
DuoFlex ტექნოლოგიის ინოვაციური ორზონიანი საწოვარათი, რომელიც მიჰყვება ბავშვის ბუნებრივ წოვის რიტმს
- მოქნილი წვერი – იმეორებს დედის ძუძუს დვრილის ბუნებრივ მოძრაობას წოვის დროს.
- მყარი ფუძე – თავისი ფორმით ჰგავს დედის მკერდს და უზრუნველყოფს საწოვარაზე ტუჩების ბუნებრივ, ფართო („თევზისებურ“) მოთავსებას, რაც ხელს უწყობს შეუფერხებელ წოვას ჰაერის გადაყლაპვის გარეშე და ამცირებს კოლიკისა და გაღიზიანების განვითარების რისკს.**
მაღალი ხარისხის, BPA-ისგან თავისუფალი სილიკონისგან, რომლის ფორმა და ტექსტურა მაქსიმალურად ჰგავს დედის ძუძუს დვრილს.
შემადგენლობაბოთლი დამზადებულია უმაღლესი ხარისხის პოლიპროპილენისგან,
საწოვარა - უმაღლესი ხარისხის სილიკონისგან
ჰიპოალერგიულია არ შეიცავსBPA-ს (ბისფენოლ A).
გამოყენების წესი გამოყენების წესი (ბოთლი)- დაიცავით პროდუქტის სისუფთავე.
- პირველი გამოყენების წინ გარეცხეთ მისი ყველა ნაწილი და სტერილიზაციის მიზნით 5 წუთით მოათავსეთ მდუღარე წყალში.
- ყოველი შემდგომი გამოყენების წინ კარგად გარეცხეთ ბოთლის ყველა დეტალი, შემდეგ კი გაასტერილეთ ორთქლის/ელექტრო სტერილიზატორში, ან გადაავლეთ მდუღარე წყალი.
- სუფთა წყლით გარეცხეთ ბოთლის ყველა ნაწილი იმ ადგილების ჩათვლით, რომელიც თვალისთვის უხილავია, მაგრამ საკვებისთვის შეღწევადი.
- ყოველი გამოყენების შემდეგ მოაშორეთ ბოთლსა და საწოვარას საკვების ნარჩენები, გამოავლეთ და კარგად გარეცხეთ ცხელი წყლით.
- მდუღარე და ხისტმა წყალმა შესაძლოა პროდუქტის კედლებზე წარმოქმნას ნალექის ეფექტი.
- ბოთლი შეგიძლიათ გარეცხოთ ჭურჭლის სარეცხ მანქანაში (მაქსიმუმ 60⁰C-ზე) ზედა კალათში; გარეცხილი პროდუქტი კარგად გაავლეთ გამდინარე წყლის ქვეშ, რომ სრულად მოშორდეს სარეცხი საშუალება.
- გულდასმით შეამოწმეთ ყოველი გამოყენების წინ.
- გადააგდეთ დაზიანების პირველივე ნიშნისას.
- მიკროტალღურ ღუმელში საკვების გათბობისას გახსოვდეთ, რომ ბოთლი თავღია უნდა იყოს.
- საკვების/სითხის მიკროტალღურ ღუმელში გაცხელებისას მასში მაღალი ტემპერატურის კერები ჩნდება, ამიტომ ამგვარად გაცხელებულ სითხეს/საკვებს აუცილებლად უნდა მოურიოთ, ბოთლი შეანჯღრიოთ და კვების წინ მისი ტემპერატურა აუცილებლად შეამოწმოთ.
- ხილის წვენმა ან ჩაიმ შესაძლოა საწოვარაზე, ან ბოთლზე წარმოქმნას ნადების ეფექტი, ან შეუცვალოს მათ ფერი, რაც არ ცვლის პროდუქტის თვისებებს.
- არ მოათავსოთ პროდუქტი ცხელ ღუმელში, ან გაზის/ელექტრო გამათბობელზე.
პროდუქტი არ არის სათამაშო.
ანტიკოლიკური ორზონიანი საწოვარა. გამოყენების წესი (საწოვარა)- პირველი გამოყენების წინ გარეცხეთ საწოვარა და სტერილიზაციის მიზნით 5 წუთით მოათავსეთ მდუღარე წყალში.
- ყოველი შემდგომი გამოყენების წინ კარგად გარეცხეთ იმ ადგილების ჩათვლით, რომელიც თვალისთვის უხილავია, მაგრამ საკვებისთვის შეღწევადი.
- ყოველი გამოყენების შემდეგ მოაშორეთ ბოთლსა და საწოვარას საკვების ნარჩენები, გამოავლეთ და კარგად გარეცხეთ ცხელი წყლით, გაასტერილეთ ორთქლის/ელექტრო სტერილიზატორში, ან გადაავლეთ მდუღარე წყალი.
- საწოვარა არ მოათავსოთ ჭურჭლის სარეცხ მანქანაში.
- ხისტმა/ძლიერმა სარეცხმა საშუალებებმა პროდუქტი შესაძლოა დააზიანოს.
- არ გამოიყენოთ ანტიბაქტერიული სარეცხი საშუალებები.
- გულდასმით შეამოწმეთ ყოველი გამოყენების წინ., გაქაჩეთ საწოვარა ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით მაშინ, თუ ბავშვს უკვე აქვს კბილები.
- გადააგდეთ დაზიანების პირველივე ნიშნისას.
- ყოველთვის შეამოწმეთ, ხომ არ ჟონავს საწოვარადან სითხე.
- არასოდეს გააფართოვოთ თვითნებურად საწოვარას ნახვრეტი, ამით მას მხოლოდ დააზიანებთ.
- რეცხვისას იფრთხილეთ, რომ არ დააზიანოთ საწოვარას სარქველი.
- თუ ბოთლიდან სითხე ჟონავს, მოხსენით ხრახნიანი რგოლი და დარწმუნდით, რომ საწოვარა სწორად გაქვთ მიმაგრებული.
- პროდუქტი არ არის სათამაშო.
- არ დატოვოთ საწოვარა მზის პირდაპირი სხივების მოქმედების ქვეშ, ან სადეზინფექციო („სასტერილიზაციო“) სითხეებში რეკომენდირებულზე დიდი ხნით, ამით მას მხოლოდ დააზიანებთ.
- გირჩევთ, საწოვარა მაქსიმუმ 2 თვის შემდეგ ჩაანაცვლოთ ახლით.
- ხილის წვენმა ან ჩაიმ შესაძლოა საწოვარაზე წარმოქმნას ნადების ეფექტი, ან შეუცვალოს მათ ფერი, რაც არ ცვლის პროდუქტის თვისებებს.
- შეინახეთ ინსტრუქცია სამომავლო გამოყენებისთვის.
პარტიის კოდი იხილეთ შეფუთვაზე.
მოცულობა ხელმისაწვდომია 3 მოცულობით- 150 მლ
- 260 მლ და
- 330 მლ
Похожие товары
Вопросы и ответы
Задать вопросПока никто не спрашивал. Есть опыт или вопрос? Будьте первым.