Содержание этой страницы пока доступно только на грузинском. ქართულად →

COSRX სახის მზისგან დამცავი SPF50 50 მლ 0191
COSRX

სახის მზისგან დამცავი SPF50 50 მლ 0191

Цена 23.72 ₾ 43.13 ₾-45% в 1 аптечной сети

Описание

სახის მზისგან დამცავი SPF50 კოსარექსი - COSRX

მზისგან დამცავი უზრუნველყოფს კანის სრულფასოვან დაცვას მავნე მზის სხივებისგან — როგორც UVA, ისე UVB. მაღალი დაცვის ფაქტორი (SPF50+ PA+++) ამცირებს მზის დამწვრობის, ჰიპერპიგმენტაციისა და ფოტოდაბერების რისკს. კრემი შეიცავს ალოეს ფოთლის ექსტრაქტს, რომელიც ცნობილია თავისი დამამშვიდებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაღიზიანებული ან მგრძნობიარე კანისთვის. იგი არა მხოლოდ იცავს კანს, არამედ ანიჭებს ღრმა დატენიანებას და ხელს უწყობს კანის ბალანსის შენარჩუნებას მზის ზემოქმედების პირობებში.კრემს აქვს მსუბუქი, არაწებოვანი ტექსტურა, სწრაფად შეიწოვება და არ ტოვებს თეთრ კვალს ან ცხიმიან ფენას, რაც მას იდეალურს ხდის როგორც ყოველდღიური გამოყენებისთვის, ისე მაკიაჟის ქვეშ წასასმელად. არაკომედოგენურია, არ ახშობს ფორებს და არ შეიცავს პოტენციურად გამაღიზიანებელ ნივთიერებებს, რაც განაპირობებს მის გამოყენებას სხვადასხვა ტიპის, მათ შორის მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანებისთვის.

გამოყენების წესი

გამოიყენება ყოველ დილით, მზეზე გასვლამდე 15–20 წუთით ადრე; დღის განმავლობაში საჭიროა განმეორებით წასმა ყოველ 2–3 საათში

გამოიყენება სახეზე, კისერზე და სხეულის იმ ზონებზე, რომლებიც ექვემდებარება მზის ზემოქმედებას.

მცირე რაოდენობით წაისვით სუფთა და გაწმენდილ კანზე რუტინის ბოლო ეტაპზე (დამატენიანებლის შემდეგ); მსუბუქი მოძრაობებით თანაბრად გადაინაწილეთ.

კანი უნდა იყოს მშრალი და სუფთა, არ გამოიყენოთ ღია ჭრილობაზე ან დაზიანებულ კანზე; თუ გაქვთ ალერგია პირველად წასმამდე სასურველია დაიტესტოს მცირე უბანზე.

თავიდან უნდა ავიცილოთ მზეზე ხანგრძლივი ყოფნა მხოლოდ კრემზე დაყრდნობით; დამცავი საშუალების განახლება აუცილებელია ეფექტურობის შესანარჩუნებლად. არ დაიბანოთ წასმიდან მინიმუმ 15 წუთის განმავლობაში.

ინგრედიენტები / შემადგენლობა

ალოე ვერას ფოთლის ექსტრაქტი (55,000 ppm), Ethylhexyl Methoxycinnamate, Titanium Dioxide.

ვეგანური/ჰიპოალერგიული/არაკომედოგენური/არ შეიცავს პარაბენებს, ხელოვნურ საღებავებს, ალკოჰოლს, მინერალურ ზეთებს და ფტალატებს.

Aloe Barbadensis Leaf Water, Water, Ethylhexyl Methoxycinnamate, Butylene Glycol, C12-15 Alkyl Benzoate, Glycerin, Hydrogenated Poly(C6-14 Olefin), Cyclopentasiloxane, Bis-Ethylhexyloxyphenol Methoxyphenyl Triazine, Titanium Dioxide, Cyclohexasiloxane, Polysorbate 60, Glyceryl Stearate, PEG-100 Stearate, Cetyl Alcohol, Sorbitan Stearate, Potassium Cetyl Phosphate, Dimethicone, Xanthan Gum, Sorbitan Sesquioleate, Tocopheryl Acetate, Allantoin, Squalane, Sodium Hyaluronate, Disodium EDTA, Phenoxyethanol, Ethylhexylglycerin, Parfum.

კანის ტიპი

შესაფერისია ყველა ტიპის კანისთვის, მათ შორის მგრძნობიარე კანისთვისაც

მოცულობა

50 მლ.

სერია/ხაზის შესახებ ინფორმაცია

COSRX Sun Care ხაზი ფოკუსირებულია მზისგან ყოველდღიურ დაცვაზე და შექმნილია ისე, რომ კომფორტულად ჯდებოდეს კანის მოვლის რუტინაში. მისი მთავარი იდეაა ძლიერი UVA/UVB დაცვა, მსუბუქი ტექსტურა და დამამშვიდებელი კანის მოვლა ერთდროულად. პროდუქტები გამოირჩევა როგორც ქიმიური, ისე მინერალური ფილტრებით და დამატებულია დამამშვიდებელი ინგრედიენტები, მაგალითად ალოე, ცენტელა და პრობიოტიკები, რომლებიც ამცირებს გაღიზიანებას და იცავს კანს სტრესისგან.

ბრენდის/მწარმოებლის შესახებ ინფორმაცია

COSRX არის სამხრეთ კორეული ბრენდი, რომელიც სწრაფად მოიპოვა პოპულარობა მთელ მსოფლიოში თავისი მაღალი ხარისხის, ეფექტური და კანის პრობლემებზე ორიენტირებული პროდუქტებით. ბრენდის სახელი მოდის სიტყვებისგან “COSmetics + RX (Prescription)”, რაც ხაზს უსვამს კოსმეტიკური საშუალებების სამედიცინო და სამეცნიერო საფუძველს.

Источник: PSP (psp.ge)

Похожие товары

-44% COSRX მზისგან დამცავი Aloe 50 მლ 50.00 ₾ 27.50 ₾ -44% COSRX მზისგან დამცავი SPF50 50 მლ 45.00 ₾ 24.75 ₾ -45% COSRX მზისგან დამცავი SPF50+ 50 მლ 68.00 ₾ 37.40 ₾ -44% COSRX მზისგან დამცავი სტიკი SPF50 19 გ 65.00 ₾ 35.75 ₾ -59% Topicrem ავტორუჯი Hydra+ 40მლ 82.10 ₾ 32.84 ₾ в 2 аптечных сетях Bionnex მზისგან დამცავი კრემი SPF50 50 მლ Цена от 28.64 ₾ в 2 аптечных сетях -60% Bioderma დამატენიანებელი კრემი SPF 30 Hydrabio 40 მლ 80.00 ₾ 32.00 ₾ -50% Bioderma მზისგან დამცავი Photoderm MAX ფლუიდი SPF100 68.00 ₾ 34.00 ₾

Вопросы и ответы

Задать вопрос

Пока никто не спрашивал. Есть опыт или вопрос? Будьте первым.