Содержание этой страницы пока доступно только на грузинском. ქართულად →

Curaprox კბილის პასტა ენზიქალ ფტორი 75მლ
Curaprox

კბილის პასტა ენზიქალ ფტორი 75მლ

Цена 28.70 ₾ 41.00 ₾-30% в 1 аптечной сети

Описание

კბილის პასტა ენზიქალ ფტორი კურაპროქსი - Curaprox

კურაპროქსი - Curaprox შვეიცარიული პრემიუმ ბრენდის, კურაპროქსის კბილის პასტა ენზიქალ 950, წარმოადგენს პირის ღრუს ყოველდღიური ჰიგიენის ახალ სტანდარტს. ტრადიციული პასტებისგან განსხვავებით, მისი მოქმედება დაფუძნებულია ბიო-აქტიურ ფერმენტებზე, რომლებიც ნერწყვთან კომბინაციაში ქმნიან ძლიერ ანტიბაქტერიულ ბარიერს.

გამოირჩევა ულტრა-დაბალი აბრაზიულობის ინდექსით (RDA 30), რაც ნიშნავს, რომ არ აზიანებს კბილის მინანქარს. 950 ppm ნატრიუმის ფტორი სწრაფად შეიწოვება მინანქარში, ხელს უწყობს მის რემინერალიზაციას და საიმედოდ იცავს კბილებს კარიესისგან. პასტას აქვს სასიამოვნო, რბილი პიტნის არომატი, არ აშრობს პირის ღრუს და საგრძნობლად ამცირებს აფთოზური წყლულების (სტომატიტის) გაჩენის რისკს. მისი გამოყენება რეკომენდებულია 6 წლის ასაკიდან.

არ შეიცავს
  • SLS-ს
  • ტრიკლოზანსა და
  • მიკროპლასტიკებს

ფორმულა სრულიად თავისუფალია ნატრიუმის ლაურილსულფატისგან, რაც გამორიცხავს პირის ღრუს ლორწოვანი გარსის გამოშრობასა და გაღიზიანებას.

გამოყენების წესი
  • გამოიყენეთ რეგულარულად, დღეში 2-ჯერ (დილას და საღამოს)
  • მოათავსეთ ჯაგრისზე მცირე რაოდენობით პასტა
  • გაიხეხეთ კბილები 2 წუთის განმავლობაში
შემადგენლობა

Aqua, Hydrated Silica, Sorbitol, Glycerin, Steareth-20, Titanium Dioxide, Aroma, Disodium Phosphate, Carrageenan, Sodium Chloride, Sodium Fluoride (950ppm F), Citric Acid, Sodium Benzoate, Sodium Saccharin, Amyloglucosidase, Potassium Thiocyanate, Glucose Oxidase, Limonene, Lactoperoxidase

მოცულობა

75 მლ.

ყველაფერს პირის ღრუს მოვლის შესახებ გაეცანით ჩვენს ბლოგში პირის ღრუს მოვლა
Источник: PSP (psp.ge)

Похожие товары

Вопросы и ответы

Задать вопрос

Пока никто не спрашивал. Есть опыт или вопрос? Будьте первым.