Содержание этой страницы пока доступно только на грузинском. ქართულად →

DIGESTAL კაფსულა N20
DIGESTAL

კაფსულა N20

Цена 16.38 ₾ 23.40 ₾-30% в 1 аптечной сети

Описание

დიგესტალი® ნაწლავში ხსნადი ტაბლეტები (Digestal® gastrorezistentne tablete)

20 ნაწლავში ხსნადი ტაბლეტი

სურსათის (სასურსათო) დანამატი შაქრით

დიგესტალი®, ნაწლავში ხსნადი ტაბლეტები არის სურსათის დანამატი, რომელიც შეიცავს პანკრეასის საჭმლის მომნელებელ ფერმენტებსა და ხარის ნაღველის ექსტრაქტს.

აქტიური კომპონენტების შემადგენლობა

აქტიური კომპონენტები 1 ტაბლეტი 9 ტაბლეტი % NRV* (9 ტაბლეტი) 100,0 გ

პანკრეატინის ფხვნილი, მათ შორის: 340,0 მგ 3,06 გ - 70,8 გ

- პროტეოლიზური ფერმენტები (პროტეაზა) 900 Ph. Eur. U. 8.100 Ph. Eur. U. - 187.500 Ph. Eur. U.

- ამილოლიზური ფერმენტები (ამილაზა) 12.000 Ph. Eur.U. 108.000 Ph. Eur.U. - 2.500.000 Ph. Eur. U.

- ლიპოლიზური ფერმენტები (ლიპაზა) 10.000Ph. Eur. U. 90.000 Ph. Eur. U. - 2.083.333 Ph. Eur. U.

ხარის ნაღვლის ექსტრაქტი 25,0 მგ 225,0 მგ - 5,2 გ

* NRV – კვებითი ღირებულების რეკომენდებული ნორმა

ინგრედიენტები: პანკრეატინის ფხვნილი, საქაროზა, ხარის ნაღველის ექსტრაქტი, პოლივინილპიროლიდონი (სტაბილიზატორი), მეთაკრილის მჟავისა და მისი ეთერების ანიონური პოლიმერები - Eudragit L 12,5 (გასაპრიალებელი საშუალება), მიკროკრისტალური ცელულოზა (შემავსებელი), ტიტანის დიოქსიდი (საღებავი), ტალკი (მოცულობის მიმცემი საშუალება), ვანილინი (არომატიზატორი), მაგნიუმის სტეარატი (სტაბილიზატორი), რკინის ოქსიდი ყვითელი და წითელი (საღებავები) და მაკროგოლი 6000 (მოსავარაყებელი საშუალება).

კვებითი ღირებულება

კვებითი ინფორმაცია 1 ტაბლეტი (0,48 გ) 100,0 გ

ენერგეტიკული ღირებულება (კჯ / კკალ) 6,39 / 1,52 1.331,2 / 318,3

ცხიმები – სულ (გ) 0,0 0,0

მათ შორის ნაჯერი ცხიმები (გ) 0,0 0,0

ნახშირწყლები – სულ (გ) 0,04 9,1

მათ შორის შაქრები (გ) 0,04 9,1

ცილები (გ) 0,34 70,8

მარილი (გ) 0,0 0,0

მოქმედება

სურსათის დანამატი დიგესტალი® შეიცავს პანკრეასის ფერმენტებს, რომლებიც აუცილებელია ყოველდღიური რაციონის შემადგენელი ნაწილების — ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების მოსანელებლად. ნაღველი ხელს უწყობს ცხიმების ემულგირების პროცესს, რაც აადვილებს მათ მონელებას.

ნაწლავში ხსნადი ტაბლეტები დაფარულია მჟავაგამძლე გარსით, რომელიც არ იშლება კუჭის მჟავე გარემოში და იხსნება მხოლოდ მაშინ, როდესაც პროდუქტი წვრილ ნაწლავში ხვდება. აქტიური ნივთიერებების გამოთავისუფლება და მოქმედება იწყება მჟავაგამძლე გარსის გახსნისთანავე.

დიგესტალი® ნაწლავში ხსნად ტაბლეტებს შეუძლია შეამსუბუქოს და დაარეგულიროს საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები, რომლებიც გამოწვეულია პანკრეასის დაქვეითებული ფუნქციით.

დიგესტალი® ნაწლავში ხსნადი ტაბლეტები რეკომენდებულია პანკრეასის ფუნქციის დარღვევისას, ასევე კუჭზე, პანკრეასზე, წვრილ ნაწლავსა და ნაღვლის ბუშტზე ჩატარებული ქირურგიული ოპერაციების შემდგომი მდგომარეობის დროს.

გამოყენების წესი:

მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 3 ნაწლავში ხსნადი ტაბლეტი, დღეში 3-ჯერ, ჭამის დროს ან ჭამის დასრულებისთანავე. ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, დაუღეჭავად, მცირე რაოდენობის სითხესთან ერთად.

შენიშვნები:

სურსათის დანამატები ვერ შეცვლის მრავალფეროვან და დაბალანსებულ კვებას! შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გაფრთხილებები:

• არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.

• პროდუქტი არ უნდა გამოიყენონ პირებმა, რომლებსაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) პროდუქტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.

• პროდუქტი არ არის განკუთვნილი 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

• ორსულებმა, მეძუძურმა დედებმა და დიაბეტის მქონე პირებმა ამ პროდუქტის გამოყენებამდე კონსულტაცია უნდა გაიარონ ექიმთან.

• პროდუქტის დიდი დოზებით მიღებისას შესაძლებელია საჭმლის მომნელებელ ტრაქტში პასაჟის დაჩქარება დიარეის გამოვლენით, ასევე შარდმჟავას დონის მომატება სისხლსა და შარდში.

• პროდუქტი არ არის რეკომენდებული ღვიძლის ფუნქციის დარღვევისა და სანაღვლე გზების დაავადებების მქონე პირებისთვის.

შენახვის პირობები:

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, სინათლისა და ნესტისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25 ºC ტემპერატურაზე.

ნეტო რაოდენობა: 9,6 გ

წარმოებულია: სერბეთის რესპუბლიკაში

მწარმოებელი: Galenika a.d., Batajnički drum b.b., 11080 ბელგრადი, სერბეთის რესპუბლიკა

სერიის ნომერი: (დატანილია კოლოფზე)

ვარგისია მითითებულ ვადამდე: (დატანილია კოლოფზე)

სერბეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მფლობელი: Galenika a.d., Batajnički drum b.b., 11080 ბელგრადი, სერბეთის რესპუბლიკა

Источник: Impex (myimpex.ge)

Похожие товары

Вопросы и ответы

Задать вопрос

Пока никто не спрашивал. Есть опыт или вопрос? Будьте первым.