Содержание этой страницы пока доступно только на грузинском. ქართულად →

Doppelherz Aktiv აქტივი დიაბეტიანების ტაბლეტი N30
Doppelherz Aktiv

აქტივი დიაბეტიანების ტაბლეტი N30

Цена 16.50 ₾ 32.99 ₾-49% в 1 аптечной сети

Описание

სპეციალური ხაზი

ვიტამინების და მინერალების დეფიციტი საკმაოდ ხშირია დიაბეტით დაავადებულ და სპეციალურ დიეტაზე მყოფ ადამიანებში, ამიტომ მნიშვნელოვანია მიკროელემენტების ბალანსის აღდგენა და შენარჩუნება.

ქრომი ადამიანის ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიკროელემენტია, იგი უზრუნველყოფს ნახშირწყლების და ცხიმების მეტაბოლიზმში მონაწილე ფერმენტული სისტემის აქტივაციას, 20%-ით ამცირებს სისხლში გლუკოზას, არეგულირებს ტრიგლიცერიდების და ქოლესტერინის დონეს, აძლიერებს ინსულინის მოქმედებას (ასტიმულირებს ინსულინის რეცეპტორებს და უზრუნველყოფს გლუკოზის ათვისებას), მონაწილეობს ცხიმოვანი მჟავების დაშლის პროცესში, ასევე, ხელს უწყობს მადის დაქვეითებას, განსაკუთრებით ამცირებს მოთხოვნილებას ტკბილ საკვებზე. ქრომი უზრუნველყოფს ათეროსკლეროზული ფოლაქების გაწოვას, აორტის კედლებზე ქოლესტერინის კონცენტრაციის შემცირებას, იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი ზემოქმედებისგან.

ვიტამინები B1, B2, B6, B12, პანტოთენის მჟავა, ბიოტინი და ფოლიუმის მჟავა აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, პერიფერიაზე აძლიერებს სისხლის მიმოქცევას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნახშირწყლების მეტაბოლიზმის სწორი ფუნქციონირებისთვის. ცნობილია, რომ დიაბეტით დაავადებულებს უფრო მეტი მოთხოვნილება აქვთ B ჯგუფის ვიტამინებზე.

მაგნიუმი, თუთია, სელენი არეგულირებს გლიკემიას. მონაწილეობს ინსულინის სინთეზში და ზრდის უჯრედების მგრძნობელობას ინსულინის მიმართ.

ვიტამინი C და E ორი ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელთაც შეუძლიათ თავისუფალი რადიკალების განადგურება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მეტაბოლური დარღვევების დროს.

რეკომენდებულია (კომპლექსურ თერაპიაში):

შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებების პრევენცია

მეტაბოლური სინდრომი, ჭარბი წონა

ნივთიერებათა ცვლის დარღვევა

ხანგრძლივი დიეტა

შემადგენლობა:

ერთი ტაბლეტი შეიცავს: ქრომი - 60 მკგ, ვიტამინი E - 42 მგ, ვიტამინი C - 200 მგ, ვიტამინი B12 - 9 მკგ, ვიტამინი B6 - 3 მგ, ვიტამინი B1 - 2 მგ, ვიტამინი B2 - 1,6 მგ, ნიკოტინამიდი - 18 მგ, , ფოლიუმის მჟავა - 450 მკგ, ბიოტინი - 150 მკგ, კალციუმის პანტოთენატი - 6 მგ, სელენი - 30 მკგ, მაგნიუმი - 200 მგ, თუთია - 5 მგ.

არ შეიცავს ლაქტოზას, არ შეიცავს გლუტენს.

დოზირება:

მიიღება 1 ტაბლეტი დღეში, დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობის წყლის მიყოლებით.

გამოშვების ფორმა:

№30 ტაბლეტი.

Источник: Impex (myimpex.ge)

Похожие товары

-49% Doppelherz Aktiv აქტივი კალციოვინი ტაბლეტი N30 29.95 ₾ 14.98 ₾ -15% Calcerone კალცერონი 20 შუშხუნა ტაბლეტი 27.00 ₾ 22.95 ₾ в 2 аптечных сетях -2% Ramno D3 რამნო D3 2000სე 30 ტაბლეტი 38.85 ₾ 38.07 ₾ в 2 аптечных сетях -50% Solgar ვიტამინი E 100სე 50 კაფსულა 49.00 ₾ 24.50 ₾ -4% Imunostabil იმუნოსტაბილი 200მლ ხსნარი 7.27 ₾ 6.91 ₾ -9% Max-D-Vit მაქს-დ-ვიტი 24 საწუწნი ტაბლეტი 31.25 ₾ 28.16 ₾ -2% Equidral პაკეტი 8გრ N10 39.00 ₾ 38.22 ₾ -50% Solgar ვიტამინი C 500მგ 50 კაფსულა 78.00 ₾ 39.00 ₾

Вопросы и ответы

Задать вопрос

Пока никто не спрашивал. Есть опыт или вопрос? Будьте первым.