Содержание этой страницы пока доступно только на грузинском. ქართულად →

Echosline ნაკრები KERATIN KIT
Echosline

ნაკრები KERATIN KIT

Цена 42.75 ₾ 95.00 ₾-55% в 1 аптечной сети

Описание

ნაკრები KERATIN KIT ეკოსლაინი - Echosline

Echosline - ეკოსლაინი სასაჩუქრე ნაკრები Keratin Veg - მოვლის პროდუქტები დაზიანებული, ქიმიურად დამუშავებული ან ბუნებრივად სწორი თმისთვის. იდეალურია მათთვის, ვისაც გაკეთებული აქვს კერატინის პროცედურა, ან ხშირად უწევს თმის გასწორება თერმული ხელსაწყოებით. ასევე, მათთვის, ვისაც სურს თმაზე ბუნებრივი სისწორის ეფექტის შენარჩუნება. ფორმულა გაჯერებულია მცენარეული კერატინით, სოიოსა და ხორბლის ცილოვანი ამინომჟავებით, რაც ხელს უწყობს თმის სტრუქტურის აღდგენას, დატენიანებასა და გარემო ფაქტორების ზემოქმედებისგან დაცვას. არ შეიცავს სულფატს, სილიკონსა და პარაბენს.

ნაკრების შემადგენლობაშია

შამპუნი Keratin Veg - გამდიდრებულია მცენარეული კერატინითა და პროტეინებით. ნაზად, მაგრამ საფუძვლიანად ასუფთავებს დაზიანებულ თმას. შეიცავს მოლეკულებს, რომლებიც აუცილებელია თმის სტრუქტურის აღდგენისთვის. ანიჭებს ელასტიურობას, სიცოცხლესა და ტონუსს. ვეგანურია და არ შეიცავს სილიკონებს, SLES-ს, SLS-ს.

ნიღაბი Keratin Veg - დაზიანებული თმის აღმდგენი ნიღაბი კერატინით. ხელს უწყობს კვებას და დატენიანებას. იცავს გასწორებულ და დამუშავებულ თმას, არბილებს, ანიჭებს ბზინვარებას და სარკისებრ ეფექტს. ვეგანური პროდუქტი, სულფატების გარეშე.

ფლუიდი Keratin Veg - ამაგრებს თმის სტრუქტურას და ანიჭებს ფერს ბზინვარებას. აქვს მსუბუქი ტექსტურა - კვებავს თმას დამძიმების გარეშე და არ ტოვებს ცხიმიანობის შეგრძნებას. შეიცავს არგანის ზეთს, სოიოსა და ხორბლის ამინომჟავებს. ვეგანური პროდუქტი, სულფატების გარეშე.

გამოყენების წესი
  • წაისვით კერატინის შამპუნი სველ თმასა და სკალპზე, ნაზად აიქაფეთ და კარგად ჩამოიბანეთ.
  • შამპუნის გამოყენების შემდეგ, დაიტანეთ კერატინის ნიღაბი პირსახოცით შემშრალებულ თმაზე. სასურველია, ჩამოივარცხნოთ მსხვილკბილებიანი სავარცხლით, რათა კარგად გადანაწილდეს მთელს სიგრძეზე. გაიჩერეთ 5-10 წუთი, შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ.
  • გამოიყენეთ კერატინის ფლუიდი საჭიროებისამებრ: 1. წაისვით რამდენიმე წვეთი ნოტიო თმის სიგრძეზე, თანაბრად. ჩამოივარცხნეთ. არ საჭიროებს ჩამობანას. 2. ასევე, შესაძლებელია ფლუიდის გამოყენება ყოველდღიურად, მშრალ თმაზე - ბზინვარების მისანიჭებლად და გარემო ფაქტორებისგან დასაცავად.

ეკოსლაინის სხვა სასაჩუქრე ნაკრებები:

Echosline - ეკოსლაინი სასაჩურე ნაკრები ARGAN 1883

Echosline - ეკოსლაინი სასაჩურე ნაკრები Discipline 1890

თმის ტიპი

დაზიანებული, ქიმიურად დამუშავებული ან ბუნებრივად სწორი თმისთვის

ინგრედიენტები

ყველა პროდუქტი ვეგანურია. სულფატებისა და პარაბენების გარეშე. შედგება 95%-ზე მეტი ნატურალური ინგრედიენტისგან და შეფუთულია ბიოდეგრადირებად მასალებში

პროდუქტის კლასიფიკაცია

თმის პროფესიონალური მოვლის პროდუქტები

მწარმოებელი ქვეყანა

იტალია, Pettenon Cosmetics Italy

მოცულობა

შამპუნი 300 მლ;

ნიღაბი 300 მლ;

შრატი 100 მლ .

სერია შესახებ ინფორმაცია

ვეგანური კერატინით გამდიდრებული პროდუქტების სერია, რომელიც ეფექტური მოქმედებით გამოირჩევა დაზიანებული, გაუხეშებული, გამოფიტული თმისთვის. განსაკუთრებით ეფექტურია ასაკოვანი ან დამუშავებული თმისთვის, როდესაც თმის ღერებში გალეულია ბუნებრივი კერატინის შემცველობა და თმას დაკარგული აქვს ჯანსაღი, ელასტიური, ბუნებრივად მბზინავი იერსახე.

ბრენდის შესახებ ინფორმაცია

Echosline იტალიური პროფესიონალური თმის მოვლის ბრენდია, რომელიც ბაზარზე 1998 წელს გამოჩნდა. მისი შექმნის მიზანი სტილისტებისთვის მაღალი ხარისხისა და ეფექტიანი პროდუქციის მიწოდება იყო — სილამაზესთან ერთად, თმის სიჯანსაღეზეც რომ ეზრუნათ. დაარსების დღიდან ბრენდი ეფუძნება ინოვაციას, რაც მუდმივ განვითარებასა და თანამედროვე სილამაზის ინდუსტრიაზე მორგებაში გამოიხატება.

Источник: PSP (psp.ge)

Похожие товары

-54% Echosline არგანის კონდიციონერი 300 მლ 45.95 ₾ 20.68 ₾ -54% Echosline არგანის შამპუნი 300 მლ 32.75 ₾ 14.74 ₾ -69% Echosline ნიღაბი სიყვითლის საწინააღმდეგო M6 500 მლ 48.86 ₾ 14.66 ₾ -60% Echosline თმის სპრეი Frizzy 200 მლ 42.85 ₾ 17.14 ₾ -55% Echosline კონდიციონერი VOLUME 1000 მლ 39.85 ₾ 17.93 ₾ -55% Echosline შამპუნი ქიმიურად დამუშავებული თმის MAQUI 975მლ 51.27 ₾ 23.07 ₾ -54% Echosline ზეთი LUXURY 100მლ 61.51 ₾ 27.68 ₾ -55% Echosline თერმო დამცავი სპრეი 200 მლ 47.85 ₾ 21.53 ₾

Вопросы и ответы

Задать вопрос

Пока никто не спрашивал. Есть опыт или вопрос? Будьте первым.