Содержание этой страницы пока доступно только на грузинском. ქართულად →

ესენციალ მაგნიუმი - Essentials Magnezium 30 ტაბლეტი

ესენციალ მაგნიუმი - Essentials Magnezium 30 ტაბლეტი

Цена 52.26 ₾ 58.00 ₾-9% в 1 аптечной сети

Описание

ესენციალ მაგნიუმი

Essentials Magnezium

ხელს უწყობს დაღლილობისა და სისუსტის შემცირებას აუმჯობესებს ნერვული სისტემის, კუნთების, ძვლებისა და კბილების ჯანმრთელობას.

ორგანული მაგნიუმის 5 მარილი:
ციტრატი, ბისგლიცინატი, პიდოლატი, აცეტილტაურატი და მალატი

შემადგენლობა:

მაგნიუმის ციტრატი (ლიმონმჟავას მაგნიუმის მარილები); მაგნიუმის ბისგლიცინატი; მაგნიუმის L-პიდოლატი; მაგნიუმის აცეტილტაურატი; მაგნიუმის მალატი; Fibersol® - ხსნადი ბოჭკო (მდგრადი მალტოდექსტრინი); 1

ადჰეზიის საწინააღმდეგო საშუალებები (ცხიმოვანი მჟავების და სილიციუმის დიოქსიდის მაგნიუმის მარილები); შემომგარსველი ნივთიერება (ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ცხიმოვანი მჟავები).

დამატებითი ინფორმაცია

დღიური დოზა
(1 ტაბლეტი)

%VRN**

მაგნიუმის ციტრატი

600 მგ

-

მაგნიუმის ბისგლიცინატი

271,25 მგ

-

მაგნიუმის პიდოლატი

50,06 მგ

-

მაგნიუმის აცეტილტაურატი

50 მგ

მაგნიუმის მალატი

49,32 მგ

-

საერთო ელემენტარული მაგნიუმი

250 მგ***

67%

ფიბერსოლი - ხსნადი ბოჭკო

335,35 მგ

-


** VRN: საკვები ნივთიერებების საცნობარო მნიშვნელობა.
*** EFSA-ს (ევროპის სურსათის უვნებლობის ორგანო) მიერ რეკომენდებული მაგნიუმის (Mg) მაქსიმალური დასაშვები დღიური დოზა, საკვები დანამატების სახით მიღებული მაგნიუმის მარილებისთვის.

5 მარილი
გაუმჯობესებული შეწოვა
ორგანული მაგნიუმი
მაგნიუმი ორგანიზმისათვის სასიცოცხლოდ უმნიშვნელოვანესი მიკროელემენტია.
მონაწილეობს ორგანიზმის ნორმალურ ენერგეტიკულ მეტაბოლიზმში. მაგნიუმი უზრუნველყოფს ძვლოვანი ქსოვილის განვითარებასა და მინერალიზაციას.

ხელს უწყობს ძვლებისა და კბილების ჯანმრთელობის შენარჩუნებას.

ნერვული სისტემის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი მიკროელემენტია,ზრდის ორგანიზმის სტრესისადმი რეზისტენტობას, ხელს უწყობს ნორმალური ფსიქოლოგიური ფუნქციის შენარჩუნებას.

ხელს უწყობს ნერვული სისტემისა და კუნთების, მიოკარდიუმის უჯრედების ნორმალურ ფუნქციონირებას, დაღლილობისა და სისუსტის შემცირებას.

მაგნიუმი ხასიათდება სედაციური მოქმედებით,

ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგუნარიანობას ალერგიული და ანთებითი პროცესების მიმართ, ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას.

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები:

საკვები დანამატები არ გამოიყენება მრავალფეროვანი და დაბალანსებული კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად.

არ გადააჭარბოთ მკაცრად რეკომენდებულ დღიურ დოზას.

შეინახეთ გრილ, მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°C-ზე ტემპერატურაზე, მჭიდროდ დახურულ ორიგინალ შეფუთვაში.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. შეამოწმეთ ვარგისიანობის ვადა და არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდგომ.

არ მიიღოთ ეს პროდუქტი, თუ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა ან ალერგია მასში შემავალ ინგრედიენტებზე.

გამოიყენება 4 წლიდან და უფროსი ასაკის ბავშვებისთვის. ორსულობის ან ძუძუთი კვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.

რეკომენდებული დღიური დოზა და გამოყენების ინსტრუქცია:

მიიღეთ 1 ტაბლეტი დღეში.

30 ტაბლეტი შეფუთვაში

საკვები დანამატი.
ესენციალ მაგნიუმი:
გლუტენის გარეშე
დამატებული შაქრის გარეშე
ლაქტოზის გარეშე
კონსერვანტების გარეშე
ხელოვნური არომატიზატორების გარეშე
ხელოვნური საღებავების გარეშე
გამოიყენება პაციენტებში დიაბეტით

ასევე, იხილეთ: მაგნიუმი ულტრა 30ტაბლეტი ფორტე ფარმა - Forte Pharma

Источник: PSP (psp.ge)

Похожие товары

-15% Calcerone კალცერონი 20 შუშხუნა ტაბლეტი 27.00 ₾ 22.95 ₾ в 2 аптечных сетях -2% Ramno D3 რამნო D3 2000სე 30 ტაბლეტი 38.85 ₾ 38.07 ₾ в 2 аптечных сетях -50% Solgar ვიტამინი E 100სე 50 კაფსულა 49.00 ₾ 24.50 ₾ -9% Max-D-Vit მაქს-დ-ვიტი 24 საწუწნი ტაბლეტი 31.25 ₾ 28.16 ₾ -2% Equidral პაკეტი 8გრ N10 39.00 ₾ 38.22 ₾ -9% ბილივიტი - Bilivit 30 კაფსულა 36.70 ₾ 33.07 ₾ -50% Solgar ვიტამინი C 500მგ 50 კაფსულა 78.00 ₾ 39.00 ₾ -4% Imunostabil იმუნოსტაბილი 200მლ ხსნარი 7.27 ₾ 6.91 ₾

Вопросы и ответы

Задать вопрос

Пока никто не спрашивал. Есть опыт или вопрос? Будьте первым.