Содержание этой страницы пока доступно только на грузинском. ქართულად →

Forte Pharma ფორტენაითი 30 ჟელიბონი
Forte Pharma

ფორტენაითი 30 ჟელიბონი

Цена 27.50 ₾ 55.00 ₾-50% в 1 аптечной сети

Описание

ფორტენაითი 30 ჟელიბონი ფორტე ფარმა - Forte Pharma

მშვიდი ძილის ფორმულა!

ფორტე ფარმა ფორტენაითი ხელს უწყობს ძილის ხარისხის გაუმჯობესებას და მშვიდი ძილის შენარჩუნებას.

· შეიცავს მელატონინს და ბუნებრივ მცენარეულ ექსტრაქტებს

· ჟელიბონის ფორმა არ საჭიროებს წყლის მიყოლებას

· არ იწვევს შეჩვევას და დამოკიდებულებას, არ აქვს მოხსნის სინდრომი

მელატონინი აუმჯობესებს ძილის ხარისხს, ზრდის მის ხანგრძლივობას, ამცირებს ღამის გამოღვიძების რაოდენობას, გამოღვიძების შემდეგ არ იწვევს უხალისობას, დაღლილობის შეგრძნებას, არ ახასიათებს შეჩვევა და დამოკიდებულება.

კალიფორნიული ყაყაჩო ხელს უწყობს, ნერვული დაძაბულობის და გაღიზიანების შემცირებას, ძილის ხარისხის გაუმჯობესებას, ამცირებს ჩაძინების დროს.

GABA (გამა-ამინო-ერბოს მჟავა) ხელს უწყობს ნერვული სისტემის დაბალანსებას და მოდუნებას.

მელისასა და ვალერიანის ექსტრაქტები ბუნებრივი დამამშვიდებელი საშუალებებია, რომლებიც ტრადიციულად შფოთვის, ნერვული დაძაბულობისა და ძილის დარღვევების შესამსუბუქებლად გამოიყენება.

ცაცხვის ექსტრაქტს ახასიათებს ბუნებრივი დამამშვიდებელი და ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება, შეიცავს ეთერზეთებს და ფლავონოიდებს, რომლებიც განსაზღვრავენ მის სედატიურ და დამამშვიდებელ თვისებებს.

რეკომენდებულია ძილის დარღვევების დროს კომპლექსურ თერაპიაში.

შემადგენლობა:

მელატონინი - 1.9 მგ, კალიფორნიული ყაყაჩოს ექსტრაქტი - 50 მგ (რაც შეესაბამება 150 მგ მცენარეს), ვალერიანის ექსტრაქტი - 25 მგ (რაც შეესაბამება 75 მგ მცენარეს), GABA (გამა-ამინო-ერბოს მჟავა) - 20 მგ, მელისას ექსტრაქტი - 40 მგ, ცაცხვის ექსტრაქტი - 40 მგ.

დამატებითი ინგრედიენტები: ანტოციანინები, მჟავიანობის მცენარეული ზეთი, კარნაუბას ცვილი, ფრუქტოოლიგოსაქარიდი, წყალი, პექტინი.

დოზირება:

მიიღება ერთი საღეჭი ჟელიბონი ძილის წინ ½ საათით ადრე.

გაფრთხილება: მოერიდეთ საჭის მართვას მიღებიდან 5-6 საათის განმალობაში. ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, 12 წლამდე ასაკის პირებში მიიღება ექიმის რეკომენდაციით. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან და დაბალანსებულ კვებას და ჯანსაღი ცხოვრების წესს, არ წარმოადგენს მედიკამენტს.

შენახვის პირობები:

შეინახეთ მშრალ, გრილ (25 °C - ზე ნაკლებ ტემპერატურაზე), სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის მინიმალური ვადა: შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვამდე.

გამოშვების ფორმა: N30 საღეჭი ჟელიბონი მოცვის არომატით.

მწარმოებელი: Forte Pharma laboroitories ფორტე ფარმა, მონაკო

არ შეიცავს გლუტენს, ლაქტოზას. ვეგანური ფორმულა.

Laboratoire Forte Pharma® დაარსდა მონაკოში 1999 წელს, ცნობილი ნუტრიციოლოგისა და ნეირომეცნიერის, დოქტორ იან რუჟიეს (Dr. Yann Rougier) მიერ. კომპანიის შექმნის მთავარი მიზანი იყო ბუნებრივ ინგრედიენტებზე დაფუძნებული, ეფექტური და უმაღლესი ხარისხის საკვები დანამატების წარმოება, რომლებიც სრულად შეესაბამება ევროპულ ფარმაცევტულ სტანდარტებს.

დღეს ფორტე ფარმას მთავარი ოფისი მდებარეობს მონაკოში, ხოლო მისი პროდუქცია იწარმოება ევროპის სერტიფიცირებულ ქარხნებში, მათ შორის ბელგიაში, ესპანეთში, იტალიაში, პოლონეთსა და საფრანგეთში.

25 წელზე მეტი გამოცდილებით ფორტე ფარმა წარმოადგენს თანამედროვე, მრავალპროფილურ ლაბორატორიას, რომელიც ქმნის ინოვაციურ ფორმულებს. კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს წამყვან ექსპერტებთან - ექიმებთან, ფარმაცევტებთან და ნუტრიციოლოგებთან, რათა შექმნას პროდუქტები, რომლებიც ხელს უწყობს ჯანმრთელობის შენარჩუნებას, ენერგიის აღდგენას და წონის მართვას.

Источник: PSP (psp.ge)

Похожие товары

-50% Forte Pharma ექსტრასლიმ მაქს24 60 ტაბლეტი 95.00 ₾ 47.50 ₾ -50% Forte Pharma ავტობრონზერი 30 დასალევი ამპულა 90.00 ₾ 45.00 ₾ -50% Forte Pharma ჰიალურონ ინტენსი 30 კაფსულა 120.00 ₾ 60.00 ₾ -50% Forte Pharma მაგნიუმი ულტრა 30ტაბლეტი 54.00 ₾ 27.00 ₾ -50% Forte Pharma მემორექსი 30 კაფსულა 64.00 ₾ 32.00 ₾ -50% Forte Pharma მულტივიტი 4G დეფენსი 30 ტაბლეტი 44.00 ₾ 22.00 ₾ -50% Forte Pharma ტაურინი 15 შუშხუნა ტაბლეტი 26.00 ₾ 13.00 ₾ -50% Forte Pharma ტიგრა მენი 28 ტაბლეტი 70.00 ₾ 35.00 ₾

Вопросы и ответы

Задать вопрос

Пока никто не спрашивал. Есть опыт или вопрос? Будьте первым.