Содержание этой страницы пока доступно только на грузинском. ქართულად →

Forte Pharma შრატი იმუნიტი 20 დასალევი ამპულა
Forte Pharma

შრატი იმუნიტი 20 დასალევი ამპულა

Цена 47.50 ₾ 95.00 ₾-50% в 1 аптечной сети

Описание

შრატი იმუნიტი 20 დასალევი ამპულა ფორტე ფარმა - Forte Pharma

ფუტკრის ბუნებრივი პროდუქტების ინოვაციური ფორმულა იმუნიტეტის მხარდასაჭერად!

დასალევი ამპულა N20

ფორტე ფარმა შრატი იმუნიტის თითოეული ამპულა შეიცავს მაღალი კონცენტრაციით ფუტკრის ბუნებრივი პროდუქტების კომბინაციას იმუნიტეტის მხარდასაჭერად.

ფუტკრის მტვერი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ბუნებრივ საკვებ ნივთიერებას, რომელიც შეიცავს ცილებს, ვიტამინებს, მინერალებს, ფლავონოიდებს, ანტიოქსიდანტებს, ფერმენტებს. ფუტკრის მტვერი ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ფიზიკური დატვირთვის დროს, ამცირებს დაღლილობის შეგრძნებას.

ჟელე როიალი ბუნებრივი ნივთიერებაა, რომელიც შეიცავს ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელ ყველა ამინომჟავას. მისი მდიდარი და სრულფასოვანი შემადგენლობის გამო საუკუნეების განმავლობაში გამოიყენება იმუნიტეტის მხარდასაჭერად.

ჟელე როიალი მდიდარია შემდეგი ნივთიერებებით:

· ვიტამინები: B ჯგუფის ვიტამინები (B1, B2, B3, B5, B6, B7, B8, B9, B12), C და E

· 10-HDA (10-hydroxy-2-decenoic acid): უნიკალური მჟავაა, რომელიც ფუტკრის რძეს ანიჭებს ანტიბაქტერიულ და ანთებისსაწინააღმდეგო თვისებებს

· მინერალები: რკინა, კალციუმი, თუთია, სელენი

· ამინომჟავები, ცილები და ფერმენტები

აკაციის თაფლი ბუნებრივი პროდუქტია, რომელიც გამოირჩევა თავისი მსუბუქი, ნაზი არომატითა და ღია ფერით. მისი ძირითადი კომპონენტებია: გლუკოზა, ფრუქტოზა, წყალი, მინერალები (კალციუმი, რკინა, კალიუმი, თუთია), ვიტამინები (B კომპლექსი), ანტიოქსიდანტები და ფერმენტები.

პროპოლისის ჰიდროგლიცერინის ექსტრაქტი მიიღება პროპოლისისგან სპეციალური მეთოდით, სადაც გამოყენებულია წყალი და გლიცერინი. პროპოლისი მდიდარია ფლავონოიდებით, ეთერზეთებით, მიკროელემენტებით. გააჩნია ანტიბაქტერიული, ანთებისსაწინააღმდეგო, ანტისეპტიკური და ანტივირუსული მოქმედება.

რეკომენდებულია იმუნიტეტის მხარდასაჭერად და ორგანიზმის ზოგადი ტონუსის გასაძლიერებლად.

შემადგენლობა:

ფუტკრის მტვერი - 2500 მგ, აკაციის თაფლი - 2000 მგ, ჟელე როიალი (ფუტკრის რძე) - 1500 მგ, პროპოლისის ჰიდროგლიცერინის ექსტრაქტი - 100 მგ, სტაბილიზატორი (ორგანული აკაციის), გაწმენდილი წყალი.

არ შეიცავს: საღებავებს, კონსერვანტებს, ხელოვნურ დამატკბობლებს, გლუტენს, ჟელატინს, აქვს ბუნებრივი გემო.

დოზირება:

1 ამპულა (10 მლ) გაზავებული 200 მლ წყალში, დღეში ერთხელ (დილით), გამოყენებამდე შეანჯღრიეთ.

უკუჩვენება:

ალერგია ფუტკრის პროდუქტებზე, ასთმა, ატოპიური დერმატიტი, დიაბეტის სამკურნალო საშუალებების მიღება.

გაფრთხილება: ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, 12 წლამდე ასაკის პირებში მიიღება ექიმის რეკომენდაციით. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. ალერგიის შემთხვევაში შეწყვიტეთ პროდუქტის გამოყენება და დაუკავშირდით თქვენს ექიმს. საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან და დაბალანსებულ კვებას და ჯანსაღი ცხოვრების წესს. არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას.

შენახვის პირობები:

შეინახეთ მშრალ, გრილ (25 °C - ზე ნაკლებ ტემპერატურაზე), სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის მინიმალური ვადა: შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვამდე.

გამოშვების ფორმა: N20 ამპულა.

მწარმოებელი: Forte Pharma laboratoires, ფორტე ფარმა, მონაკო.

Laboratoire Forte Pharma® დაარსდა მონაკოში 1999 წელს, ცნობილი ნუტრიციოლოგისა და ნეირომეცნიერის, დოქტორ იან რუჟიეს (Dr. Yann Rougier) მიერ. კომპანიის შექმნის მთავარი მიზანი იყო ბუნებრივ ინგრედიენტებზე დაფუძნებული, ეფექტური და უმაღლესი ხარისხის საკვები დანამატების წარმოება, რომლებიც სრულად შეესაბამება ევროპულ ფარმაცევტულ სტანდარტებს.

დღეს ფორტე ფარმას მთავარი ოფისი მდებარეობს მონაკოში, ხოლო მისი პროდუქცია იწარმოება ევროპის სერტიფიცირებულ ქარხნებში, მათ შორის ბელგიაში, ესპანეთში, იტალიაში, პოლონეთსა და საფრანგეთში.

25 წელზე მეტი გამოცდილებით ფორტე ფარმა წარმოადგენს თანამედროვე, მრავალპროფილურ ლაბორატორიას, რომელიც ქმნის ინოვაციურ ფორმულებს. კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს წამყვან ექსპერტებთან - ექიმებთან, ფარმაცევტებთან და ნუტრიციოლოგებთან, რათა შექმნას პროდუქტები, რომლებიც ხელს უწყობს ჯანმრთელობის შენარჩუნებას, ენერგიის აღდგენას და წონის მართვას.

Источник: PSP (psp.ge)

Похожие товары

-50% Forte Pharma ექსტრასლიმ მაქს24 60 ტაბლეტი 95.00 ₾ 47.50 ₾ -50% Forte Pharma ავტობრონზერი 30 დასალევი ამპულა 90.00 ₾ 45.00 ₾ -50% Forte Pharma ჰიალურონ ინტენსი 30 კაფსულა 120.00 ₾ 60.00 ₾ -50% Forte Pharma მაგნიუმი ულტრა 30ტაბლეტი 54.00 ₾ 27.00 ₾ -50% Forte Pharma მემორექსი 30 კაფსულა 64.00 ₾ 32.00 ₾ -50% Forte Pharma მულტივიტი 4G დეფენსი 30 ტაბლეტი 44.00 ₾ 22.00 ₾ -50% Forte Pharma ტაურინი 15 შუშხუნა ტაბლეტი 26.00 ₾ 13.00 ₾ -50% Forte Pharma ტიგრა მენი 28 ტაბლეტი 70.00 ₾ 35.00 ₾

Вопросы и ответы

Задать вопрос

Пока никто не спрашивал. Есть опыт или вопрос? Будьте первым.