Содержание этой страницы пока доступно только на грузинском. ქართულად →

Forte Pharma ულტრა ბუსტი 4G კოფეინი 20 შუშხუნა ტაბლეტი
Forte Pharma

ულტრა ბუსტი 4G კოფეინი 20 შუშხუნა ტაბლეტი

Цена 30.00 ₾ 60.00 ₾-50% в 1 аптечной сети

Описание

ულტრა ბუსტი 4G კოფეინი 20 შუშხუნა ტაბლეტი ფორტე ფარმა - Forte Pharma

ენერგიის გაზრდა სწრაფად და ეფექტურად!

შუშხუნა ტაბლეტები N30

ულტრა ბუსტი 4G კოფეინით ხელს უწყობს ენერგიის და პროდუქტიულობას ზრდას მთელი დღის განმავლობაში.

ლიოფილიზებული ფუტკრის რძე წარმოადგენს ფუტკრის რძის სპეციალური ტექნოლოგიით (ლიოფილიზაციით) დამუშავებულ ფორმას, რომელიც ინარჩუნებს მაქსიმალურ ბიოაქტიურობას და კვებით ღირებულებას. იგი მდიდარია ვიტამინებით, მინერალებით, ამინომჟავებით და ანტიოქსიდანტებით. ლიოფილიზებული ფუტკრის რძე ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას, ენერგიის ზრდას, დაღლილობის შემცირებას, ეფექტურია გონებრივი და ფიზიკური გადაღლის დროს.

ჯანჯაფილი ხასიათდება ანტიბაქტერიული, ანთებისსაწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური თვისებებით.

ჟენშენი ხელს უწყობს ტონუსის და ენერგიის მომატებას.

გუარანა სამხრეთ ამერიკული წარმოშობის მცენარეა, რომელიც მდიდარია ბუნებრივი კოფეინით და ანტიოქსიდანტებით. იგი აუმჯობესებს ყურადღების კონცენტრაციას, ამაღლებს ენერგიის დონეს და ზრდის ფიზიკურ გამძლეობას.

კოფეინი ბუნებრივი სტიმულატორია, რომელიც ზრდის ენერგიას, აუმჯობესებს ყურადღების კონცენტრაციას, აჩქარებს მეტაბოლიზმს, ამცირებს დაღლილობას.

აცეროლა ცნობილია C ვიტამინის მაღალი შემცველობით, ასევე შეიცავს: ბეტა-კაროტინს, ფლავონოიდებს (რუტინი, ანტოციანები), ვიტამინებს B1 და B2, პროვიტამინ A-ს.

რეკომენდებულია მათთვის, ვისაც სჭირდება ენერგიის სწრაფი მატება და კონცენტრაციის გაუმჯობესება სწავლის, სამუშაოს ან სპორტული აქტივობების დროს.

შემადგენლობა:

100% - ით ნატურალური ინგრედიენტები: ჟენშენის ექსტრაქტი - 100 მგ, ჟენშენის არომატი, ბუნებრივი წარმოშობის კოფეინი, აცეროლას ექსტრაქტი ტიტრირებული C ვიტამინით - 48 მგ, ლიოფილიზებული ფუტკრის რძე - 42 მგ (შეესაბამება 20 მგ სუფთა ფუტკრის რძეს), გუარანას ექსტრაქტი, რომელიც შეიცავს კოფეინს - 33,5მგ, ჯანჯაფილის ექსტრაქტი - 26,3მგ.

დამატებითი ინგრედიენტები: ფორთოხლის არომატიზატორი, ნატრიუმის კარბონატი, ფორთოხლის არომატიზატორი, სუკრალოზა.

დოზირება:

მიიღება 1 შუშხუნა ტაბლეტი დღეში ერთხელ დილით, იხსნება 200 მლ წყალში. კურსის ხანგრძვლილობა 20 დღე.

გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ დღიურ დოზირებას, დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს მსუბუქი ფაღარათი. შეიცავს კოფეინს (80 მგ დღიური დოზით), არ არის რეკომენდებული ბავშვებში, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში. არ გამოიყენოთ საღამოს ან ძილის წინ. არ გადააჭარბოთ დღიურ დოზირებას. კოფეინის მაღალმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, გულისცემა, ტკივილი გულმკერდში ან სხვა არასასურველი სიმპტომები. ამ შემთხვევაში შეწყვიტეთ გამოყენება და მიმართეთ ექიმს. საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან და დაბალანსებულ კვებას და ჯანსაღი ცხოვრების წესს, არ წარმოადგენს მედიკამენტს.

უკუჩვენება:

ალერგია ფუტკრის პროდუქტებზე, ასთმა, ატოპიური დერმატიტი, ანტიდიაბეტური პრეპარატების მიღება.

შენახვის პირობები:

შეინახეთ მშრალ, გრილ (25 °C - ზე ნაკლებ ტემპერატურაზე), სინათლისგან, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის მინიმალური ვადა: შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვამდე.

გამოშვების ფორმა: N20 შუშხუნა ტაბლეტი ფორთოხლის არომატით.

მწარმოებელი: Forte Pharma laboratoire/ფორტე ფარმა,მონაკო.

Laboratoire Forte Pharma® დაარსდა მონაკოში 1999 წელს, ცნობილი ნუტრიციოლოგისა და ნეირომეცნიერის, დოქტორ იან რუჟიეს (Dr. Yann Rougier) მიერ. კომპანიის შექმნის მთავარი მიზანი იყო ბუნებრივ ინგრედიენტებზე დაფუძნებული, ეფექტური და უმაღლესი ხარისხის საკვები დანამატების წარმოება, რომლებიც სრულად შეესაბამება ევროპულ ფარმაცევტულ სტანდარტებს.

დღეს ფორტე ფარმას მთავარი ოფისი მდებარეობს მონაკოში, ხოლო მისი პროდუქცია იწარმოება ევროპის სერტიფიცირებულ ქარხნებში, მათ შორის ბელგიაში, ესპანეთში, იტალიაში, პოლონეთსა და საფრანგეთში.

25 წელზე მეტი გამოცდილებით ფორტე ფარმა წარმოადგენს თანამედროვე, მრავალპროფილურ ლაბორატორიას, რომელიც ქმნის ინოვაციურ ფორმულებს. კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს წამყვან ექსპერტებთან - ექიმებთან, ფარმაცევტებთან და ნუტრიციოლოგებთან, რათა შექმნას პროდუქტები, რომლებიც ხელს უწყობს ჯანმრთელობის შენარჩუნებას, ენერგიის აღდგენას და წონის მართვას.

Источник: PSP (psp.ge)

Похожие товары

-50% Forte Pharma ავტობრონზერი 30 დასალევი ამპულა 90.00 ₾ 45.00 ₾ -50% Forte Pharma ექსტრასლიმ მაქს24 60 ტაბლეტი 95.00 ₾ 47.50 ₾ -50% Forte Pharma ჰიალურონ ინტენსი 30 კაფსულა 120.00 ₾ 60.00 ₾ -50% Forte Pharma ვიტალიტი 4G დეფენსი 20 დასალევი ამპულა 80.00 ₾ 40.00 ₾ -50% Forte Pharma მაგნიუმი ულტრა 30ტაბლეტი 54.00 ₾ 27.00 ₾ -50% Forte Pharma მემორექსი 30 კაფსულა 64.00 ₾ 32.00 ₾ -50% Forte Pharma მულტივიტი 4G დეფენსი 30 ტაბლეტი 44.00 ₾ 22.00 ₾ -50% Forte Pharma მულტივიტი 4G ენერჯი 30 შუშხუნა ტაბლეტი 44.00 ₾ 22.00 ₾

Вопросы и ответы

Задать вопрос

Пока никто не спрашивал. Есть опыт или вопрос? Будьте первым.