Содержание этой страницы пока доступно только на грузинском. ქართულად →

Gengigel პირის ღრუს სავლები პერიო 200 მლ
Gengigel

პირის ღრუს სავლები პერიო 200 მლ

Цена 39.20 ₾ 43.50 ₾-9% в 1 аптечной сети

Описание

პირის ღრუს სავლები პერიო გენგიგელი - Gengigel

კომბინირებული პირის ღრუს სავლები, რომელიც შეიცავს მაღალმოლეკულურ ჰიალურონის მჟავას და 0.2% ქლორჰექსიდინს.

მოქმედი ნივთიერება

ჰიალურონის მჟავა (სოდიუმ ჰიალურონატის სახით) . . . . . . . . . . . . . 0.025%

ქლორჰექსიდინის დიგლუკონატი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .0.2%

გენგიგელი პერიოს პროდუქცია შეიცავს ACC (Anti -Colour Complex) კომპლექს. ACC კომპლექსი ხელს უშლის კბილის ემალის ფერის ცვლილებას, რომელიც გამოწვეულია ქლორჰექსიდინის შემცველი პროდუქტების გამოყენებით.

ძირითადი კომპონენტები

მაღალმოლეკულური ჰიალურონის მჟავა - ჯანმრთელი ღრძილის და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის შეუცვლელი ელემენტია და უზრუნხელყოფს მის სტაბილურობას და ელასტიურობას. ჰიალურონის მჟავა მოქმედებს როგორც მიკროორგანიზმებისგან დამცავი ბარიერი და შესაბამისად ამცირებს პაროდონტის დაავადებების განვითარების რისკს. ღრძილის ანთებითი მდგომარეობებისა და ტრავმების დროს ქსოვილის მოთხოვნილება ჰიალურონის მჟავას მიმართ მნიშვნელოვნად იზრდება (≈200%-მდე საწყის დონესთან შეადრებით), რაც ადასტურებს მის მნიშვნელოვნ როლს უჯრედული ციკლის რეგულაციასა და ქსოვილის ადგილობრივი რეგენერაციის ოპტიმიზაციაში. ჰიალურონის მჟავა მოქმედებს ფიბრობლასტების გადაადგილებაზე და ფიბროგენეზზე, რაც განაპირობებს დაზიანებული ქსოვილის სწრაფ რეგენერაციას.

ქლორჰექსიდინი 0.2% - ფართო სპექტრის ანტისეპტიკი, ეფექტურია გრამ+, გრამ- ბაქტერიების, ვირუსების და სოკოს წინააღმდეგ. ხელს უშლის ნადების წარმოქმნას.

ასკორბილ პალმიტატი: ავლენს ანტიჰიალურონიდაზას მოქმედებას, უზრუნველყოფს ჰიალურონის მჟავას მდგრადობას. PVA და PVP: ხელს უწყობენ დამცავი აპკის წარმოქმნას

გამოიყენება

· ღრძილის ანთება (გინგივიტი პაროდონტიტი)

· ქირურგიული ჩარევის შემდგომ (კბილის ექსტრაქცია, იმპლანტაცია, ქირურგიული მანიპულაციები)

· ღრძილის დაზიანება ორთოდონტული და ორთოპედიული კონსტრუქციებით.

გამოყენების წესი

პირის ღრუს სტანდარტული ჰიგიენის შემდეგ, გამოივლეთ სავლები განუზავებელი სახით (10 მლ) მინიმუმ 30 წამის განმავლობაში, დღეში 2-3 ჯერ. სასურველია სავლები გამოიყენოთ 14 დღის განმავლობაში. თუ მკურნალობა უნდა გაგრძელდეს უფრო დიდხანს ან გამოვლინდა ჰიპერმგრძნობელობის სიმპტომები, მიმართეთ თქვენს სტომატოლოგს.

გაფრთხილებები

არ გადაყლაპოთ. არ წაისვათ თვალებში ან ყურებში. თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, აცნობეთ თქვენს სტომატოლოგს. არ გამოიყენოთ 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ ინსტრუქციაში მითითებულზე მეტი ხნის განმავლობაში სტომატოლოგთან კონსულტაციის გარეშე. მოარიდეთ სინათლის ან სითბოს წყაროებს.

შეფუთვა

200 მლ

მწარმოებელი

Ricerfarma (იტალია)

Источник: PSP (psp.ge)

Похожие товары

-9% Gengigel კბილის პასტა 75 მლ 24.30 ₾ 21.90 ₾ -9% Gengigel პირის ღრუს გელი 20 მლ 35.50 ₾ 31.99 ₾ -9% Gengigel პირის ღრუს სავლები 150 მლ 35.50 ₾ 31.99 ₾ -9% Gengigel პირის ღრუს გელი ფორტე 8 მლ 34.80 ₾ 31.36 ₾ -9% Gengigel პირის ღრუს სავლები ფორტე პერიო 200 მლ 43.50 ₾ 39.20 ₾ -9% Gengigel პირის ღრუს სპრეი ფორტე პერიო 20 მლ 43.50 ₾ 39.20 ₾ -50% Colgate კბილის ჯაგრისი Max White 11.53 ₾ 5.76 ₾ в 2 аптечных сетях Splat კბილის პასტა - აქტივი 40მლ Цена от 5.00 ₾ в 2 аптечных сетях

Вопросы и ответы

Задать вопрос

Пока никто не спрашивал. Есть опыт или вопрос? Будьте первым.