Содержание этой страницы пока доступно только на грузинском. ქართულად →

Granions კოლაგენი Anti Age ფხვნილი 10 საშეტი
Granions

კოლაგენი Anti Age ფხვნილი 10 საშეტი

Цена 35.00 ₾ 70.00 ₾-50% в 1 аптечной сети

Описание

კოლაგენი Anti Age ფხვნილი 10 საშეტი გრანიო - Granions

12 გ ზღვის კოლაგენის პეპტიდები (Naticol®) ნაოჭების საწინააღმდეგო და დაბერების საწინააღმდეგო ეფექტი

Victoires de la Beauté 2024-2025-ის ჯილდოს მფლობელი გრანიოს SublimLift

ახალგაზრდა, ჯანსაღი კანი ძირითადად შედგება კოლაგენისა და ჰიალურონის მჟავისგან. კოლაგენის პეპტიდები ანიჭებენ კანს და შემაერთებელ ქსოვილს სტრუქტურას და სიმტკიცეს, ჰიალურონის მჟავა არეგულირებს ტენიანობას.

ასაკთან ერთად მეტაბოლიზმი ქვეითდება, რაც ამცირებს კანისთვის საკვები ნივთიერებების მიწოდებას, ასევე კანსა და შემაერთებელ ქსოვილში მცირდება ორგანიზმის მიერ გამომუშავებული კოლაგენის და ჰიალურონის მჟავას სინთეზი და რაოდენობა, რაც იწვევს კანის სტრუქტურის ასაკობრივ ცვლილებებს.

ლაბორატორია გრანიომ შეიმუშავა სილამაზის ბუნებრივი, უნიკალური ფორმულა, რომელიც უზრუნველყოფს ახალგაზრდა, გლუვი კანის ფორმირებას და შენარჩუნებას.

გრანიო კოლაგენი ANTI-AGE-ის კლინიკური შედეგები:

· 35%-ით ნაოჭების შემცირება

· +23%-ით კანის დატენიანება

· +23%-ით კანის ბზინვარება

· +25%-ით კანის სიმკვრივე

გრანიო კოლაგენი ANTI-AGE-ის უნიკალური ფორმულა შეიცავს სინერგიულად მოქმედ აქტიურ ინგრედიენტებს, პროდუქტი უზრუნველყოფს კანის ოპტიმალურ დატენიანებას, სიმკვრივისა და ელასტიურობის გაუმჯობესებას, ნაოჭების შემცირებას.

ზღვის კოლაგენი (I ტიპი) ბუნებრივად დაბალანსებული, დაბალმოლეკულური მასის მქონე, ფერმენტული ჰიდროლიზის გზით მიღებული პეპტიდებია, (გრანიოს SUBLIMLIFT-ში გამოყენებული Naticol® კოლაგენი წარმოებულია და დაპატენტებულია საფრანგეთში), რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს სახეზე ღრმა და ზედაპირულ ნაოჭებს, ზრდის კანის ელასტიურობას, აღადგენს ტენიანობას და ამცირებს კანის სიმშრალეს, ხელს უწყობს დერმის უჯრედების განახლებას და აღდგენას, კანი ხდება უფრო მკვრივი, გლუვი და ელასტიური. კოლაგენი ასევე უზრუნველყოფს ჯანსაღი თმის და ფრჩხილების ფორმირებას.

Ჰიალურონის მჟავა ლაგდება დერმის უჯრედებში და განაპირობებს კანის ხანგრძლივი დროით დატენიანებას, ამასთან ხელს უწყობს კანის ელასტიურობას, აძლიერებს კოლაგენის, ელასტინის გამომუშავებას, აუმჯობესებს დერმის სტრუქტურას. კანი ხდება უფრო ელასტიური, მკვრივი, გლუვი, ამცირებს ნაოჭებს და ახდენს მათი წარმოქმნის პრევენციას, იცავს კანს დაბერებისგან, აქვს დერმის უჯრედების სწრაფად რეგენერაციის უნარი, ამიტომ ეფექტურია აკნეს და პიგმენტური ლაქების მკურნალობის დროს.

ვიტამინი C უზრუნველყოფს ენდოგენური კოლაგენის სინთეზს, აუმჯობესებს კოლაგენის და ჰიალურონის ბიოშეღწევადობას, იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან, მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლაში, C ვიტამინი აუცილებელი კომპონენტია ჯანსაღი თმა, კანი, ფრჩხილისთვის.

ვიტამინი E ხელს უწყობს ჯანსაღი იერის შენარჩუნებას და იცავს კანს ოქსიდაციური სტრესისგან.

კოენზიმ Q - 10 (უბიქინონი) წარმოადგენს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ნივთიერებას, რომელიც მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვაში, ენერგიის წარმოქმნის პროცესში, ატფ - ის სინთეზში, აძლიერებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, კვებავს კანს და ინარჩუნებს ტენიანობას დერმის უჯრედებში, ზრდის ჰიალურონის მჟავას, ელასტინის და კოლაგენის ბოჭკოების სინთეზს.

სელენი უზრუნველყოფს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან. ხელს უშლის უჯრედული მემბრანის დაზიანებას, ანელებს დაბერების პროცესს, ინარჩუნებს კანის ელასტიურობას. სელენი ამცირებს თმის ცვენას, აძლიერებს მის ზრდას, უზრუნველყოფს თმის ფოლიკულების ნორმალურ ფუნქციონირებას.

რეკომენდებულია (კომპლექსურ თერაპიაში):

· ასაკობრივი ცვლილებები კანზე

· კანის სიმშრალე, ელასტიურობის დაქვეითება, ნაოჭები და მათი წარმოქმნის პრევენცია

· კანის პიგმენტაცია, ფერის ცვლილება, ერთგვაროვანი სტრუქტურის დაკარგვა

შემადგენლობა

სადღეღამისო დოზა 2 საშეტი (12 გ) შეიცავს: ზღვის (თევზის) ჰიდროლიზირებული კოლაგენის პეპტიდები ტიპი I - 12 გ, ჰიალურონის მჟავა - 120 მგ, კოენზიმ Q10 - 20 მგ, აცეროლას ექსტრაქტი 320 მგ, რომლის შემადგენობაში შედის ვიტამინი C - 80 მგ. ვიტამინი E - 12 მგ, სელენი - 55 მკგ.

დოზირება და გამოყენების წესი

მიღების აქტიური ფაზა: 2 საშეტი დღეში, უმჯობესია დილით, კვებისგან დამოუკიდებლად.

შემანარჩუნებელი ფაზა: ერთი საშეტი დღეში. საშეტი იხსნება 200 მლ წყალში ან ხილის წვენში.

გაფრთხილება: 18 წლამდე ასაკის პირებში, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.

საკვები დანამატი არ გამოიყენოთ მრავალფეროვანი და დაბალანსებული საკვების შემცვლელად.

შენახვის პირობები

შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: საშეტი N10 (ფხვნილი ალუბლის ნატურალური გემოთი).

არ შეიცავს ხელოვნურ საღებავებს, კონსერვანტებს, არ შეიცავს გლუტენს, ლაქტოზას!

მწარმოებელი: ლაბორატორია გრანიო/ Granions Laboratoire - საფრანგეთი.

ლაბორატორია გრანიო® - ლიდერი ოლიგოთერაპიაში

ფრანგული ფარმაცევტული კომპანია ლაბორატორია გრანიო® 75 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ქმნის და ავითარებს პრემიუმ ხაზის ინოვაციურ საკვებ დანამატებს, რომელიც მიზნად ისახავს ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შენარჩუნებას, გაუმჯობესებას, დაავადებების პროფილაქტიკას და მკურნალობას. კომპანიის სტრატეგიული საქმიანობა ეფუძნება ისეთ ძირითად ღირებულებებს, როგორიცაა სრულყოფილება, ხარისხი, გამჭვირვალობა და მომსახურების მაღალი სტანდარტი.

ლაბორატორია გრანიო®, როგორც ოლიგოთერაპიისა და საკვები დანამატების წამყვანი ფრანგული ბრენდი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ზღვის კოლაგენის შემცველი პროდუქტების წარმოებას. ეს არჩევანი განპირობებულია ზღვის კოლაგენის უნიკალური ბიოქიმიური შემადგენლობითა და მრავალმხრივი სასარგებლო თვისებებით, რაც ხელს უწყობს თმა, კანი, ფრჩხილის, სახსრების და ძვლების ჯანმრთელობის შენარჩუნებას და გაუმჯობესებას.

გრანიოს პროდუქცია იწარმოება საერთაშორისო GMP (Good Manufacturing Practices) სტანდარტების სრული დაცვით, რაც განსაზღვრავს ბრენდის მაღალ სანდოობას, უსაფრთხოებას და ეფექტურობას.

Источник: PSP (psp.ge)

Похожие товары

-50% Granions კოლაგენი ლიფტინგი ფხვნილი 300გ 200.00 ₾ 100.00 ₾ -50% Granions კოლაგენი Anti Age ატამი ხსნარი 50მლ 10 ცალი 170.00 ₾ 85.00 ₾ -50% Granions კოლაგენი Anti Age კენკრა ხსნარი 50მლ 10 ცალი 170.00 ₾ 85.00 ₾ -29% Nivea სახის კრემი 75მლ 13.40 ₾ 9.38 ₾ в 2 аптечных сетях -50% Bioderma მგრძნობიარე კანის კრემი Sebium 30 მლ 72.00 ₾ 36.00 ₾ в 2 аптечных сетях -50% Bioderma სახის მკვებავი კრემი Atoderm 40 მლ 50.00 ₾ 25.00 ₾ в 2 аптечных сетях -60% Topicrem სახის გამწმენდი ნიღაბი Ac 50მლ 69.50 ₾ 27.80 ₾ в 2 аптечных сетях -50% Bioderma სახის კრემი Sensibio AR+ 40 მლ 70.00 ₾ 35.00 ₾ в 2 аптечных сетях

Вопросы и ответы

Задать вопрос

Пока никто не спрашивал. Есть опыт или вопрос? Будьте первым.