Содержание этой страницы пока доступно только на грузинском. ქართულად →

Granions კურკუმა 30 კაფსულა
Granions

კურკუმა 30 კაფსულა

Цена 32.50 ₾ 65.00 ₾-50% в 1 аптечной сети

Описание

კურკუმა 30 კაფსულა გრანიო - Granions

ბუნების ძალა ერთ კაფსულაში!

გრანიოს კურკუმა უნიკალური კომპლექსია, რომელიც აერთიანებს კურკუმას ექსტრაქტს, მანგანუმს, სპილენს, ასევე გამდიდრებულია პიპერინით, რომელიც წარმოადგენს შავი წიწაკის ალკალოიდს და ზრდის კურკუმინის შეწოვას.

კურკუმინი - აძლიერებს ორგანიზმის დამცველობით ძალებს, ეხმარება ორგანიზმს ვირუსულ და ბაქტერიულ ინფექციებთან ბრძოლაში, გააჩნია ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ეფექტურია როგორც ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება ოსტეოართრიტისა და რევმატოიდული ართრიტის საპრევენციოდ და კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში.

კურკუმინი - არ ახდენს უარყოფით ზეგავლენას ნაწლავის ფლორაზე და ღვიძლზე, გამოიყენება ბაქტერიული დაავადებების დროს. აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ახდენს კუჭის მჟავიანობის ნორმალიზებას, აქვს მსუბუქი ნაღვლმდენი მოქმედება,იცავს ღვიძლს ტოქსიური ნივთიერებების მავნე ზემოქმედებისგან.

კურკუმინი - ხელს უშლის ათეროსკლეროზული ფოლაქების ჩამოყალიბებას და იცავს სისხლძარღვებს.

პიპერინი არის ალკალოიდი, რომელიც პასუხისმგებელია შავი პილპილის (Piper nigrum) ცხარე გემოზე. მას მრავალი პოტენციური სარგებელი აქვს ჯანმრთელობისთვის:

· ზრდის სხვა ნივთიერებების ბიოშეღწევადობას (კურკუმინი, ვიტამინები, მინერალები)

· აქვს ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება

რეკომენდებულია კომპლექსურ თერაპიაში:

· ვირუსული, ბაქტერიული, პარაზიტული, სოკოვანი ინფექციები

· დაბალი იმუნიტეტი

· გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები

· ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის დაავადებები

· ოსტეოართრიტი, რევმატოიდული ართრიტი

· კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებები.

შემადგენლობა

1 მცენარეული კაფსულა შეიცავს: კურკუმინის კომპლექსი (Curcuma Longa) - 150 მგ, საიდანაც კურკუმინოიდი - 142,50 მგ, კურკუმინი 112 მგ, მანგანუმი - 2 მგ, სპილენძი 1000 მკგ, შავი წიწაკის ექსტრაქტი - 5 მგ, მათ შორის პიპერინი - 4,75 მგ.

დოზირება

მიიღება 1-2 კაფსულა დღეში საუზმის შემდეგ 200 მლ წყალთან ერთად.

გაფრთხილება: 18 წლამდე ასაკის პირებში, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. არ არის რეკომენდებული ანტიკოაგულანტების მიღების დროს.არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატი არ გამოიყენოთ მრავალფეროვანი და დაბალანსებული საკვების შემცვლელად

შენახვის პირობები

შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: N30 მცენარეული კაფსულა.

მწარმოებელი: ლაბორატორია გრანიო/ Granions Laboratoire - საფრანგეთი.

გრანიოს საკვები დანამატები იწარმოება ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად:

წარმოების პროცესში გამოყენებულია ნატურალური სერტიფიცირებული ნედლეული,რომელიც გადის ხარისხის უმკაცრეს კონტროლს წარმოების ყველა ეტაპზე.

ლაბორატორია გრანიო® - ლიდერი ოლიგოთერაპიაში

ფრანგული ფარმაცევტული კომპანია ლაბორატორია გრანიო® 75 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ქმნის და ავითარებს პრემიუმ ხაზის ინოვაციურ საკვებ დანამატებს, რომელიც მიზნად ისახავს ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შენარჩუნებას, გაუმჯობესებას, დაავადებების პროფილაქტიკას და მკურნალობას. კომპანიის სტრატეგიული საქმიანობა ეფუძნება ისეთ ძირითად ღირებულებებს, როგორიცაა სრულყოფილება, ხარისხი, გამჭვირვალობა და მომსახურების მაღალი სტანდარტი.

ლაბორატორია გრანიო®, როგორც ოლიგოთერაპიისა და საკვები დანამატების წამყვანი ფრანგული ბრენდი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ზღვის კოლაგენის შემცველი პროდუქტების წარმოებას. ეს არჩევანი განპირობებულია ზღვის კოლაგენის უნიკალური ბიოქიმიური შემადგენლობითა და მრავალმხრივი სასარგებლო თვისებებით, რაც ხელს უწყობს თმა, კანი, ფრჩხილის, სახსრების და ძვლების ჯანმრთელობის შენარჩუნებას და გაუმჯობესებას.

გრანიოს პროდუქცია იწარმოება საერთაშორისო GMP (Good Manufacturing Practices) სტანდარტების სრული დაცვით, რაც განსაზღვრავს ბრენდის მაღალ სანდოობას, უსაფრთხოებას და ეფექტურობას.

Источник: PSP (psp.ge)

Похожие товары

-50% Granions კოლაგენი მულტი 60 ტაბლეტი 90.00 ₾ 45.00 ₾ -50% Granions ავტორუჯი Oligo Sun 2In1 60 კაფსულა 120.00 ₾ 60.00 ₾ -50% Granions ვენომიქსი 60 ტაბლეტი 65.00 ₾ 32.50 ₾ -50% Granions ლონგევიტიNAD კომპლექსი 60 ტაბლეტი 125.00 ₾ 62.50 ₾ -50% Granions ქონდროსტეო გელი 100მლ 65.00 ₾ 32.50 ₾ -50% Granions ქონდროსტეო მაქსი 60 ტაბლეტი 75.00 ₾ 37.50 ₾ -50% Granions ვენომიქსი ფლეში 1200მგ 30 ტაბლეტი 50.00 ₾ 25.00 ₾ -50% Granions ვენომიქსი ფორტე 30 ტაბლეტი 55.00 ₾ 27.50 ₾

Вопросы и ответы

Задать вопрос

Пока никто не спрашивал. Есть опыт или вопрос? Будьте первым.