Содержание этой страницы пока доступно только на грузинском. ქართულად →

Herbodent Premium კბილის პასტა 50მლ.
Herbodent Premium

კბილის პასტა 50მლ.

Цена 9.29 ₾ в 1 аптечной сети

Описание

ჰერბოდენტი პრემიუმი

უნიკალური, აიურვედული, 21 სახის ინდური მცენარის ექსტრაქტებზე დამზადებული კბილის პასტა. დამზადებულია მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის WHO-ს სტანდარტების სრული დაცვით, მინიჭებული აქვს GMP სერტიფიკატი. Herbodent-ის ბუნებრივი კომპონენტები განაპირობებენ პირის ღრუს სანაციას. არ შეიცავს სინთეზურ ფტორს, ქიმიურ დანამატებს, ხელოვნურ არომატიზატორებს, ცარცის ფხვნილს და ჟელატინს. Herbodent-ის მცენარეული კომპონენტები გამოირჩევა კონცენტრაციის მაღალი ხარისხით და სრულად ხდება მათი შეღწევადობა პირის ღრუს ლორწოვან გარსში. Herbodent-ი აგაცილებთ თავიდან პირის ღრუს ინფექციებს, იცავს კბილებს კარიესისგან, ებრძვის გინგივიტს, სტომატიტს და პაროდონტიტს, აქრობს კბილების მომატებულ მგრძნობელობას-(ჰიპერესთეზია) და უსიამოვნო სუნს პირის ღრუში, გააჩნია ანტიბაქტერიული, ანტისეპტიკური და ანტიმიკოზური მოქმედება, გამოიყენეთ ორჯერ დღეში განუსაზღვრელი ვადით, Herbodent-ის ხანგრძლივი გამოყენება პირის ღრუში ქმნის ბუნებრივი სავლების ეფექტს, იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე, დაიცავით თქვენი და თქვენი შვილების (ბავშვებში გამოიყენება 2-ი წლიდან) პირის ღრუ და კბილები გარემო ინფექციებისაგან. დაიტანება მცირე რაოდენობით კბილის ჯაგრისზე (1/5)

ძირითადი მოქმედი კომპონენტები:

• აშვონი იგივე ინდური (Carum copticum) - ასუფთავებს პირის ღრუს, გააჩნია ანტისეპტიკური მოქმედება.
• ფლუორიტი (Vaikhanta bhasma) - შეიცავს კალციუმისა და ფტორის ნაერთს-კარიესის პროფილაქტიკა.
• ინდური აზადირახტა (azadiraxta indice) - ახასიათებს ანტისეპტიკური და ანტიფუნგალური (სოკოს საწინააღმდეგო) მოქმედება.
• ქსანტოქსილი (Xsanthoxsilum alatum) - გამოიყენება სისხლმდენი ღრძილების დროს და მომატებული მგრძნობელობისას (ჰიპერესთეზია).
• ბროწეული (Punika granatum) - გააჩნია ანტიბაქტერიული მოქმედება.
• არაბული აკაცია (acacia Arabica) - გამოიყენება პირის ღრუს წყლულოვანი დაავადებებისას.
• ტრიფალა (Triphala) - შეიცავს (Emblica officinalis,Terminalia chebula,Terminalia bellirica) - ახასიათებს სისხლდენის შემაჩერებელი და წყლულების საწინაღმდეგო მოქმედება.
• ჩინური კვიპაროსი (Vitex negundo) - ახასიათებს ტკივიგამაყუჩებელი მოქმედება.
• მჟავე ემბელია (Embelia ribes) - ახასიათებს ანტიბაქტერიული, ნაწლავის ჩხირის და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

კბილის ჯაგრისზე დაიტანება მცირე რაოდენობით. გააჩნია ბუნებრივი მათეთრებელი მოქმედება.

Источник: PSP (psp.ge)

Похожие товары

-50% Colgate კბილის ჯაგრისი Max White 11.53 ₾ 5.76 ₾ в 2 аптечных сетях Splat კბილის პასტა Coffee Out 75მლ Цена от 11.15 ₾ в 2 аптечных сетях Colgate კბილის პასტა Optic White Purple 75 მლ Цена от 14.75 ₾ в 2 аптечных сетях Splat კბილის პასტა - აქტივი 40მლ Цена от 5.00 ₾ в 2 аптечных сетях -25% Lacalut კბილის პასტა აქტივი 50მლ. 14.80 ₾ 11.10 ₾ в 2 аптечных сетях -49% Colgate კბილის ჯაგრისი NEO 10.55 ₾ 5.28 ₾ в 2 аптечных сетях Colgate კბილის ჯაგრისი ზიგ-ზაგი Цена от 4.55 ₾ в 2 аптечных сетях Splat კბილის პასტა და ჯაგრისი ბიოკალციუმი 40მლ Цена от 5.00 ₾ в 2 аптечных сетях

Вопросы и ответы

Задать вопрос

Пока никто не спрашивал. Есть опыт или вопрос? Будьте первым.