Описание
კრემი სკინ-კაპი - Scin-Cap
შემადგენლობაცინკის პირიტიონატი 0.2%
ფარმაკოლოგიური თვისებებიმალამოში შემავალი აქტივირებული თუთიის პირიტიონატს გააჩნია ანტიმიკრობული და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება, შემდეგი შემდეგი მიკროორგანიზმების მიმართ: სტრეპტოკოკი, სტაფილოკოკი, ნაწლავის ჩხირი, ლურჯ-მწვანე ჩირქის ბაქტერია, პროტეა და სხვა. განსაკუტრებით გამოხატულია მისი აქტივობა Pytyrosporum ovale da Pytyrosporum orbiculare- მიმართ, რომლებიც იწვევენ კანის ანთებას და აქერცვლას ფსორიაზის და კანის სხვა დაავადებების დროს.
მალამოს სპეციალური შემადგენლობას გააჩნია ჰიდრატაციის უნარი, ზრდის თუთიის პირიტიონატის ანტიბაქტერიულ და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებას, ხსნის წვას და ქავილს.
მალამოში შემავალი აქტივირებული თუთიის პირიტიონატი თრგუნავს კანის ზედა შრეების პათოლოგიურ ზრდას, ამის გამო ამცირებს ზედმეტ აქერცვლას ფსორიაზის, სებორეის და სხვა კანის დაავადებების დროს.
მოზრდილებში და ბავშვებში 3 წლის ზევით – ფსორიაზის, ატოპიური დერმატიტის მკურნალობისას.
ქავილის,ანთებითი რეაქციების და კანის სიმშრალის დროს (მალამოს გააჩნია მაღალი ჰიდრატაციური უნარი). ასევე გამოიყენება ოკლუზიური ნახვევების ქვეშ, ფსორიაზის ფოლაქების და ინფილტრაციებისას (ატოპიური დერმატიტის დროს).
წავისვათ დაზიანებულ კანზე 2-ჯერ დღეში. ფსორიაზის დროს მკურნალობა გრძელდება 1 ტვე, ატოპიური დერმატიტის დროს -3-4 კვირა. სხვა დაავადებების დროს მალამო გამოიყენება სიმპტომების სრულ გაქრობამდე.
გვერდითი მოვლენებიპრეპარატი კარგად გადაიტანება. იშვიათად აღინიშნება ალერგიული რეაქციები
უკუჩვენებამომატებული მგრძნობელობა მალამოს კომპონენტების მიმართ.
განსაკუთრებული მითითებებიმოვერიდოთ მალამოს მოხვედრა თვალებში.
შენახვის პირობები და ვადები:
შენახვის პირობები: ინახება 4°-20oC
შენახვის ვადა: 5 წელი.
აფთიაქში გაცემის წესი
ურეცეპტოდ.
Похожие товары
Вопросы и ответы
Задать вопросПока никто не спрашивал. Есть опыт или вопрос? Будьте первым.