Описание
ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი „ლაქტოვიტა“
აბი
ერთი აბის შემადგენლობა:
აქტიური ინგრედიენტი: თერმულად დამუშავებული კერატინი 40 მგ.
არააქტიური სუბსტანციები:
ლაქტოზა 444მგ; ცელულოზა 80მგ; მაგნიუმის სტეარატი 18მგ; ტალკი18მგ;
ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი „ლაქტოვიტა“
გამოიყენება:
ლაქტოსტაზის, მასტიტისა და მასტოპათიის დროს. აუმჯობესებს რძის დრენაჟს, აღადგენს სარძევე ჯირკვლების ელასტიურობას, ხელს უშლის სარძევე ჯირკვლებში კვანძებისა და ანთების კერების წარმოქმნას და ამცირებს ახალშობილთა კუჭ-ნაწლავის მიკროფლორის დარღვევის რისკ-ფაქტორს.
უკუჩვენება:
არ არის დადგენილი
მიღების წესი და დოზირება:
პერორალურად. მიიღება ერთი აბი 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.
გვერდითი მოვლენები:
რეკომენდებულ დოზებში არ აღინიშნება გვერდითი მოვლენები.
ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან:
მიღება დასაშვებია სამკურნალო პრეპარატებთან კომბინაციაშიც.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
გამოყენება შესაძლებელია ლაქტაციის პერიოდში.
ალკოჰოლთან ურთიერთქმედება:
საკვები დანამატისა და ალკოჰოლის ერთად მიღება არ არის რეკომენდებული
ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვა:
არ ახდენს გავლენას ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვისას.
გამოშვების ფორმა:
10 აბი ბლისტერში, ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები:
მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.
ვარგისობის ვადა: 2 წელი
აკრძალულია გამოყენება შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის წესი:
გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი:
ფარმაცევტული საწარმო შ.პ.ს. „დავათი“, შ.პ.ს. „გროუმედის“ დაკვეთით
საქართველო
Похожие товары
Вопросы и ответы
Задать вопросПока никто не спрашивал. Есть опыт или вопрос? Будьте первым.