Содержание этой страницы пока доступно только на грузинском. ქართულად →

ლარიფანი - Larifan 0.5მგ 5 რექტალური სუპოზიტორია

ლარიფანი - Larifan 0.5მგ 5 რექტალური სუპოზიტორია

Цена 44.97 ₾ 49.91 ₾-9% в 1 аптечной сети

Описание

სუპოზიტორიები: ლარიფან-სუპო 0,5 მგ;

შემადგენლობა

ორსპირალური რიბონუკლეინის მჟავა - dsRNA (acidum ribonucleinicum duplicatum), კაკაოს კარაქი, წყალი, ლანოლინი, ნატრიუმის ქლორიდი, მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი.

1. რა არის ლარიფან-სუპო და რა შემთხვევებში გამოიყენება ის

ლარიფან-სუპოს სუპოზიტორიების შემადგენლობაში შემავალი dsRNA (ლარიფანი), წარმოადგენს ბუნებრივი წარმოშობის ნივთიერებას, რომელსაც თერაპიულ დოზებში გამოყენებისას, აქვს ანტივირუსული და იმუნომოდულატორული ეფექტი. ლარიფან-სუპო შეიცავს აქტიურ ნივთიერებას შემცირებული დოზებით, რაც ხელს უწყობს ორგანიზმის, როგორც ადგილობრივი, ისე ზოგადი ბუნებრივი დამცავი თვისებების გაძლიერებას და გაუმჯობესებას, რითაც ხელს უშლის ორგანიზმში ინფექციური აგენტების შეღწევას. ლარიფანი ააქტიურებს იმუნურ უჯრედებს და ახდენს მათ მობილიზებას, რის შედეგადაც მატულობს ინტერფერონის დონე, იზრდება ფაგოციტური აქტივობა, ანტივირუსული მოქმედება და უჯრედების რეგენერაციის უნარი, განსაკუთრებით გამოყენების ადგილზე. ლარიფან-სუპოს სუპოზიტორიების გამოყენება რეკომენდებულია ტკივილის დროს, რომელიც გამოწვეულია სწორი ნაწლავის ქრონიკული გაღიზიანებით და ლორწოვან გარსზე არსებული ნახეთქებით, ჰემოროიდული ჩივილებისას, ასევე ვირუსული ინფექციების (მათ შორის რესპირატორული) პროფილაქტიკისთვის პირველი სიმპტომების გამოვლენისას. ლარიფან-სუპო ამცირებს დისკომფორტის შეგრძნებას და აადვილებს სწორი ნაწლავის გათავისუფლებას.

იხილეთ ბლოგი: ლარიფანი - ეფექტიანი ანტივირუსული საშუალება

2. როგორ გამოვიყენოთ ლარიფან-სუპო

სუფთა ხელებით მოხსენით შეფუთვა სუპოზიტორიას. ამისათვის მოჭერით ერთი სუპოზიტორია, შემდეგ მაკრატლის გამოყენებით, გაჭერით გარსის კიდეზე და სუპოზიტორიის ვიწრო ნაწილის მხრიდან, შეფუთვის გაჭრილი ორივე მხარე დაიკავეთ ცერა და საჩვენებელი თითით და სწრაფად გახიეთ საპირისპირო მიმართულებით, სანამ სუპოზიტორია არ გათავისუფლდება შეფუთვიდან (იხ. ნახატი). სუპოზიტორია შეჰყავთ სწორ ნაწლავში ღრმად, სასურველია ნაწლავის გამოთავისუფლების შემდეგ.

თუ დისკომფორტს გრძნობთ სწორი ნაწლავის არეში და გაქვთ ჩივილები, რომლებიც გამოწვეულია ჰემოროიდული პროცესით, შეიყვანება თითო სუპოზიტორია სწორ ნაწლავში საღამოს, ზედიზედ ხუთი დღის განმავლობაში.

იმისათვის, რომ შეინარჩუნოთ და დაასტაბილუროთ მიღებული დადებითი ეფექტი, რეკომენდებულია სუპოზიტორიის გამოყენება კვირაში ერთხელ 3-5 კვირის განმავლობაში.

მოზრდილებში რეკომენდებულია ლარიფან-სუპოს 1.5 მგ სუპოზიტორების გამოყენება. ბავშვებსა და მოზარდებში დასაწყისისთვის სასურველია ლარიფან-სუპოს 0.5 მგ სუპოზიტორების გამოყენება. თუ დისკომფორტი არ გაქრება, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

ვირუსული ინფექციების ეპიდემიის დროს, გაციების თავიდან ასაცილებლად, ასევე გაციების პირველი სიმპტომების გამოვლენისას, გამოიყენეთ თითო სუპოზიტორია ზედიზედ ორი საღამოს განმავლობაში.

3. შესაძლო გვერდითი ეფექტები

არასასურველი გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა.

4. შენახვის პირობები

შეინახეთ გრილ, ბავშვებისთვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

Источник: PSP (psp.ge)

Похожие товары

-15% Calcerone კალცერონი 20 შუშხუნა ტაბლეტი 27.00 ₾ 22.95 ₾ в 2 аптечных сетях -2% Ramno D3 რამნო D3 2000სე 30 ტაბლეტი 38.85 ₾ 38.07 ₾ в 2 аптечных сетях -50% Solgar ვიტამინი E 100სე 50 კაფსულა 49.00 ₾ 24.50 ₾ კალციუმი+D3 - Calcium +D3 Orange 60 საღეჭი ტაბლეტი ფორთოხლის არომატით 24.22 ₾ -9% Max-D-Vit მაქს-დ-ვიტი 24 საწუწნი ტაბლეტი 31.25 ₾ 28.16 ₾ -2% Equidral პაკეტი 8გრ N10 39.00 ₾ 38.22 ₾ -9% ბილივიტი - Bilivit 30 კაფსულა 36.70 ₾ 33.07 ₾ -50% Solgar ვიტამინი C 500მგ 50 კაფსულა 78.00 ₾ 39.00 ₾

Вопросы и ответы

Задать вопрос

Пока никто не спрашивал. Есть опыт или вопрос? Будьте первым.