Описание
ლაქსატერი
Laxater
საფაღარათო, ნაწლავის პერისტალტიკის მასტიმულირებელი საშუალება.
შემადგენლობა:
ფსილიუმის ბოჭკოები
ცელულოზა (უჯრედისი)
კასკარა საგრადას ექსტრაქტი (40%კასკაროზიდი)
სენას ფოთლების ექსტრაქტი (30% სენოზიდი)
სელის თესლის მშრალი ექსტრაქტი (50%)
ალოე ვერას მშრალი ექსტრაქტი 200:1
L.Acidophilus.(5 *109/g)
ფსილიუმის ბოჭკოებს,რომელიც მიიღება მრავალძარღვას თესლისგან ახასიათებს საფაღარათო, ტკივილგამაყუჩებელი და ანისეპტიკური მოქმედება.
ცელულოზა ხელს უწყობს კუწნაწლავის ნორმალურ ფუნქციონირებას.ხელს უწყობს წონაში დაკლებას და ამცირებს ყაბზობის რისკს.
კასკარა საგრადა(ამერიკული ხეჭრელა) აძლიერებს ნაწლავების პერისტალტიკას.ამცირებს ლპობის და გაზების წარმოქმნის პროცესს ნაწლავებში.
სელის თესლი ორგანიზმიდან ხელს უწყობს ტოქსინების და სხვა შხამიანი ნივთიერებების გამოდევნას,რაც დადებით გავლენას ახდენს წონის რეგულაციაზე.
სენას ფოთლები შეიცავს ანტრაგლიკოზიდებს,რომლებიც მსხვილ ნაწლავში იშლებიან და აღიზიანებენ მსხვილი ნაწლავის ინტერორეცეპტორებს, აძლიერებენ პერისტალტიკას და აჩქარებენ ნაწლავების დაცლას.
ალოე ვერა აწესრიგებს საჭმლის მომნელებელ სისტემას. აძლიერებს ლორწოვანი გარსის რეგენერაციულ პროცესებს.აქვს ბაქტერიციდული და ანთებსაწინააღმდეგო მოქმედება.
L.Aციდოპჰილუს აღადგენს ნაწლავური მიკროფლორის დარღვეულ ბალანსს,აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესებს, ნაწლავების პერისტალტიკას.
ლაქსატერი ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს ნაწლავებში,აუმჯობესებს ნაწლავების პერისტალტიკას, საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან გამოდევნის შლაკებს, ტოქსინებს, ამცირებს მეტეორიზმის მოვლენებს, აქვს ნაღვლმდენი და საფაღარათო მოქმედება.
ჩვენებები
ყაბზობა, ნაწლავების ატონია.
სპასტიური კოლიტი, მეტეორიზმი.
კუჭნაწლავის გაწმენდა დიაგნოსტიკური მანიპულაციებისას, მუცლის ღრუს ორგანოებზე ჩატარებული ოპერაციების შემდეგ.
ოპერაციული ჩარევა სწორ ნაწლავზე.
მიღების წესები და დოზირება: მოზრდილებში 2 კაფსულა დღეში ერთ ჭიქა წყალთან ერთად. Kკურსის ხანგრძლივობა 1-2 კვირა.
ბავშვებში 10 წლიდან ექიმის რეკომენდაციით.
ორსულობა და ლაქტაცია: ინიშნება სიფრთხილით, ექიმის რეკომენდაციით.
უკუჩვენება: ინდივიდუალური აუტანლობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტებისადმი, ნაწლავის გაუვალობა,სტენოზი,აპენდიციტი,კრონის დაავადება.
გამოშვების ფორმა: #30 კაფსულა.
აფთიაქიდან გაცემის წესი: ექიმის რეცეპტის გარეშე.
Похожие товары
Вопросы и ответы
Задать вопросПока никто не спрашивал. Есть опыт или вопрос? Будьте первым.