Содержание этой страницы пока доступно только на грузинском. ქართულად →

Lierac რუჯის შემდგომი გელი Sunissime 200მლ
Lierac

რუჯის შემდგომი გელი Sunissime 200მლ

Цена 61.50 ₾ 123.00 ₾-50% в 1 аптечной сети

Описание

რუჯის შემდგომი გელი Sunissime ლიერაკი - Lierac

LIERAC Sunissime The Fresh After-Sun Gel გამაგრილებელი ტანის გელია, რომელიც შექმნილია რუჯის შემდეგომი კანის მოსავლელად. მისი მსუბუქი Gel-in-Water ტექსტურა სწრაფად შეიწოვება, ატენიანებს და ამშვიდებს კანს, უზრუნველყოფს მყისიერ სიგრილის შეგრძნებას.

ფორმულა გამდიდრებულია წითელი წყალმცენარეებისა და ჰამამელისის ექსტრაქტებით. წითელი წყალმცენარეების ექსტრაქტი ხელს უწყობს მელანინის სინთეზს და რუჯის გაძლიერებას, ხოლო ჰამამელისის ექსტრაქტი ანტიოქსიდანტური თვისებებით ეხმარება კანს ფოტოდაბერების ნიშნებისგან დაცვაში.

გელი ხელს უწყობს რუჯის უფრო ხანგრძლივად შენარჩუნებას. კანზე ტოვებს სასიამოვნო არომატს ქოქოსის, თეთრი ჟასმინისა და ვანილის ნოტებით.

გამოყენების წესი
  • მზეზე ყოფნის შემდეგ დაიტანეთ სუფთა, მშრალ კანზე.
  • განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მხრებს, დეკოლტესა და მზის ზემოქმედების ქვეშ მყოფ სხვა უბნებს.
კანის ტიპი

ყველა ტიპის კანი

შემადგენლობა
  • წითელი წყალმცენარეების ექსტრაქტი (Porphyridium Cruentum Extract) – ხელს უწყობს მელანინის სინთეზსა და რუჯის გაძლიერებას.

  • ჰამამელისის ექსტრაქტი (Hamamelis Virginiana Leaf Extract) – ანტიოქსიდანტური თვისებებით ეხმარება კანს ფოტოდაბერების ნიშნებისგან დაცვაში.

  • გლიცერინი (Glycerin) – ატენიანებს და ხელს უწყობს კანის ტენიანობის შენარჩუნებას.

სრული INCI

Aqua / Water / Eau, Glycerin, Isostearyl Isostearate, Propanediol, Isopentyldiol, Ammonium Acryloyldimethyltaurate/VP Copolymer, 1,2-Hexanediol, Hydroxyethyl Acrylate/Sodium Acryloyldimethyl Taurate Copolymer, Parfum / Fragrance, Ethylhexylglycerin, Chlorphenesin, Citric Acid, Sorbitan Isostearate, Pentylene Glycol, Hamamelis Virginiana (Witch Hazel) Leaf Extract, Porphyridium Cruentum Extract, Caprylyl Glycol, Xanthan Gum, Geraniol, Geranyl Acetate.

მოცულობა

200 მლ

სერიის შესახებ ინფორმაცია

LIERAC Sunissime მზისგან დაცვისა და მზის ზემოქმედების შემდეგ კანის მოვლის პროდუქტების ხაზია. სერია აერთიანებს მზისგან დამცავ საშუალებებსა და after-sun პროდუქტებს, რომლებიც ხელს უწყობს კანის დაცვას, დატენიანებასა და რუჯის გახანგრძლივებას.

ბრენდის შესახებ ინფორმაცია

LIERAC ფრანგული დერმოკოსმეტიკური ბრენდია, რომელიც აერთიანებს კოსმეტიკურ ინოვაციებსა და სამეცნიერო კვლევებს. ბრენდის ასორტიმენტი მოიცავს სახისა და სხეულის მოვლის საშუალებებს, რომლებიც შექმნილია კანის სხვადასხვა საჭიროებისთვის.

ამ ბრენდის სხვა პროდუქტი იხილეთ აქ : მზისგან დამცავი ზეთი SPF30 7531 ლიერაკი - Lierac

Источник: PSP (psp.ge)

Похожие товары

-50% Lierac ტანის ავტორუჯი Sunissime 150 მლ 103.00 ₾ 51.50 ₾ -50% Lierac მზისგან დამცავი Fluide SPF30 101.00 ₾ 50.50 ₾ -50% Lierac მზისგან დამცავი ზეთი SPF30 125.00 ₾ 62.50 ₾ -50% Lierac მზისგან დამცავი სტიკი SPF50+ 49.20 ₾ 24.60 ₾ -50% Lierac მზისგან დამცავი ფლუიდი SPF50+ 101.00 ₾ 50.50 ₾ -50% Lierac რუჯის შემდგომი გელი Sunissime 50მლ 99.00 ₾ 49.50 ₾ -59% Topicrem ავტორუჯი Hydra+ 40მლ 82.10 ₾ 32.84 ₾ в 2 аптечных сетях Bionnex მზისგან დამცავი კრემი SPF50 50 მლ Цена от 28.64 ₾ в 2 аптечных сетях

Вопросы и ответы

Задать вопрос

Пока никто не спрашивал. Есть опыт или вопрос? Будьте первым.