Содержание этой страницы пока доступно только на грузинском. ქართულად →

lowdep ტაბლეტი N30
lowdep

ტაბლეტი N30

Цена 46.26 ₾ 47.20 ₾-1% в 1 аптечной сети

Описание

შემადგენლობა:

ერთი ტაბლეტი შეიცავს:

მაგნიუმი 100 მგ.

L-ფენილალანინი 120 მგ.

კრაზანა (Hყპერიცუმ პერფორატუმ) 100 მგ.

პასიფლორა (Pასსიფლორა Iნცარნატა) 100 მგ

კუნელი (ჩრატაეგუს ოხყაცანტჰა) 100 მგ.

ვალერიანა (Vალერიანა ოფფიცინალის) 70 მგ.

L-ტრიფტოფანი 60 მგ.

ზაფრანა (ჩროცუს შატივუს) 30 მგ.

ვიტამინი В6 - 2 მგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მაგნიუმი: ხელს უწყობს ნერვული სისტემის ფუნქციის ბალანსირებას, დადებით ზეგავლენას ახდენს დეპრესიების და შფოთვების დროს.

L-ფენილალანინი: ეს ამინომჟავა მონაწილეობს გუნება-განწყობილების რეგულაციაში და ორგანიზმის რეაქციაზე სტრესის დროს.

კრაზანა: შეიცავს ჰიპერიცინს, რომელიც აინჰიბირებს მონოამინოოქსიდაზას, რაც იწვევს თავის ტვინში ნეიროტრანსმიტერების დონის მომატებას, რომლებიც არეგულირებენ ხასიათს და ემოციურ სტაბილურობას. კრაზანა ერთადერთი ბუნებრივი ანტიდეპრესანტია.

პასიფლორა და კუნელი: აქვთ სპაზმოლიზური და ანქსიოლიზური მოქმედება. ისინი ნაჩვენებია მომატებული ემოციური, შფოთვითი, გაღიზიანებული მდგომარეობებისა და სტრესის დროს, ვალერიანა: აქვს მიორელაქსაციური, სედაციური მოქმედება. მისი დამამშვიდებელი მოქმედება სასარგებლოა მოუსვენრობისა და ხასიათის შეცვლის დროს.

L-ტრიფტოფანი: აუცილებელი ამინომჟავაა, რომელიც სეროტონინის წინამორბედია. სეროტონინი ნეირომედიატორია, რომელიც მონაწილეობს ემოციური განწყობის რეგულაციაში.

ზაფრანა: ამცირებს ნეირომედიატორების უკუმიტაცებას, ზრდის მათ დონეს, რითაც აბალანსებს განწყობას. აქვს მატონიზირებელი მოქმედებაც.

ვიტამინი В6: მონაწილეობს ნეიროტრანსმიტერებისა და ცილების სინთეზში, რითაც აუმჯობესებს თავის ტვინში მიმდინარე მეტაბოლურ პროცესებს.

ჩვენებები:

დეპრესია

ენდოგენური დეპრესიებიისას, როგორც დამხმარე საშუალება (განსაკუთრებით კლიმაქტერულ პერიოდში)

კუჭ-ნაწლავისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს, კომპლექსურ თერაპიაში (მაგ.: გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი).

შიში თანმხლები დაძაბულობით, ტაქიკარდიით, ქოშინით;

მოუსვენრობა, შფოთვა;

ძილის დარღვევა;

დოზირება: მიიღება ერთი ტაბლეტი 1-ჯერ დღეში, ჭამიდან 40 წუთის შემდეგ. ინიშნება 18 წლის ასაკიდან.

უკუჩვენებები: პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. კრაზანას ექსტრაქტი წინააღმდეგნაჩვენებია ბავშვთა და მოზარდთა ასაკში. მან შეიძლება დააქვეითოს ბავშვის ყურადღება და აქტიურობა.

გვერდითი მოვლენები: პროდუქტის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები არ არის დაფიქსირებული.

გაფრთხილება: შეინახეთ 3 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

რეკომენდებული სადღეღამისო დოზის გადამეტება არ შეიძლება. საკვები დანამატების გამოყენება არ შეიძლება დიეტის დროს, მრავალფეროვანი კვების ჩასანაცვლებლად. სხვა მედიკამენტების მიღების შემთხვევაში უთხარით ექიმს.

შენახვის წესი: ინახება მშრალ, გრილ ადგილას, სითბოს წყაროსგან მოშორებით.

შენახვის ვადა მითითებულია კოლოფზე.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #30. ლოუდეპი® არ შეიცავს წებოვანას. საკვები დანამატი.

გაიცემა რეცეპტის გარეშე.

Источник: Impex (myimpex.ge)

Похожие товары

Вопросы и ответы

Задать вопрос

Пока никто не спрашивал. Есть опыт или вопрос? Будьте первым.