Содержание этой страницы пока доступно только на грузинском. ქართულად →

მაგიტრონი - Magitron 50 ტაბლეტი

მაგიტრონი - Magitron 50 ტაბლეტი

Цена 23.43 ₾ 26.00 ₾-9% в 1 аптечной сети

Описание

შემადგენლობა

1 ტაბლეტი (550 მგ) შეიცავს:
ვიტამინ B6-ს (პირიდოქსინი) - 5 მგ (250%), მაგნიუმს - 60 მგ (20%).
(...%) - რეკომენდებული დღიური დოზის %.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, პოლივინილპიროლიდონი, მაგნიუმის სტეარატი, სორბიტოლი.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
თეთრი ფერის, მოგრძო ფორმის, ორმხრივ ამოზნექილი ზედაპირის მქონე შემოგარსული ტაბლეტები.

იხილეთ ბლოგი: მაგიტრონი – კომბინირებული პრეპარატი დაღლილობასა და სტრესთან საბრძოლველად

ფარმაკოლოგიური თვისებები
მოქმედება:
მაგიტრონი - კომბინირებული პრეპარატია, რომლის მოქმედება განპირობებულია მასში შემავალი კომპონენტების თვისებებით. ვიტამინი B6 აადვილებს მაგნიუმის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მაგნიუმი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიკროელემენტია, ის მონაწილეობს იმუნურ მექანიზმებში, ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობას ალერგიული და ანთებითი პროცესების მიმართ, ააქტივებს ფერმენტულ პროცესებს, ხელს უწყობს მაღალენერგიული ნაერთების _ ნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმების სინთეზსა და მეტაბოლიზმს.
მაგნიუმს გააჩნია დამამშვიდებელი და სტრესის საწინააღმდეგო მოქმედება, იგი ამცირებს ნერვ-კუნთოვან გადაცემას, გლუვი და განივზოლიანი ბოჭკოების აგზნებადობას, დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, ხელს უშლის იშემიის განვითარებას, იცავს სისხლძარღვის კედელს, ეწინააღმდეგება შემაერთებელ ქსოვილში ცვლილებების განვითარებას და არტერიოსკლეროზის ჩამოყალიბებას.
მაგნიუმი მონაწილეობს კალიუმისა და კალციუმის იონების ტრანსმემბრანულ ტრანსპორტირებაში, იგი აუცილებელია ინსულინისა და ზოგიერთი სხვა ჰორმონის სინთეზისათვის.
მაგიტრონი განკუთვნილია მოზრდილთათვის მაგნიუმისა და ვიტამინი B6-ის დღიური დანაკლისის შესავსებად.

მიღების წესები და დოზები
მიიღება დღეში 1-2 ტაბლეტი მცირე რაოდენობის წყალთან ერთად. დაუშვებელია რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება.

გამოყენების რეკომენდაცია:
- ქრონიკული, გონებრივი და ფიზიკური დაღლილობა;
- სტრესი;
- აგზნებადობა.

განსაკუთრებული მითითებები
აღნიშნული საშუალება არ არის წამალი.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი. შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ მაგიტრონის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა ურეცეპტოდ.

Источник: PSP (psp.ge)

Похожие товары

-15% Calcerone კალცერონი 20 შუშხუნა ტაბლეტი 27.00 ₾ 22.95 ₾ в 2 аптечных сетях -2% Ramno D3 რამნო D3 2000სე 30 ტაბლეტი 38.85 ₾ 38.07 ₾ в 2 аптечных сетях Solgar ვიტამინი E 100სე 50 კაფსულა 49.00 ₾ -9% Max-D-Vit მაქს-დ-ვიტი 24 საწუწნი ტაბლეტი 31.25 ₾ 28.16 ₾ -2% Equidral პაკეტი 8გრ N10 39.00 ₾ 38.22 ₾ -4% Imunostabil იმუნოსტაბილი 200მლ ხსნარი 7.27 ₾ 6.91 ₾ -9% ტროფოკარდი - Trofocard 60.77მგ 30 ტაბლეტი 45.00 ₾ 40.55 ₾ -9% ბილივიტი - Bilivit 30 კაფსულა 36.70 ₾ 33.07 ₾

Вопросы и ответы

Задать вопрос

Пока никто не спрашивал. Есть опыт или вопрос? Будьте первым.