Содержание этой страницы пока доступно только на грузинском. ქართულად →

Marsianchik ინულინით ტყის კენკრა საღ.აბი N30
Marsianchik

ინულინით ტყის კენკრა საღ.აბი N30

Цена 38.75 ₾ 39.54 ₾-1% в 1 аптечной сети

Описание

მარსიანჩიკი ინულინით ჯანსაღი ზრდისთვის

შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს - ინულინი500 მგ.; ვიტამინი A 200 მკგ.; ვიტამინი B1 0.3 მგ.; ვიტამინი B2 0.4 მგ.; ვიტამინი B3 4 მგ.; ვიტამინი B5 1.5 მგ.; ვიტამინი B6 1 მგ.; ვიტამინი B12 1 მკგ.; ვიტამინი C 50 მგ.; ვიტამინი D 5 მკგ.; ვიტამინი E 4 მგ.; ფოლიუმის მჟავა 90 მკგ.; ბიოტინი 22.5 მკგ.; იოდი 70 მკგ.; Zn (თუთია) 2.5 მგ.; Fe (რკინა) 3.5 მგ.; Se (სელენი) 10 მკგ.

ინულინი - პრებიოტიკების საკვანძო თვისება კუჭნაწლავის ტრაქტის მიკროორგანიზმების, განსაკუთრებით ლაქტობაცილების და ბიფიდობაქტერიების სელექტიური გაზრდის უნარია.

ბიფიდობაქტერიები პატოგენური ბაქტერიების ანტაგონისტებია და უმნიშვნელოვანესი როლი აქვთ ნაწლავის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.

პრებიოტიკებს გააჩნია გამოხატული ანტიალერგიული მოქმედებაც. ლაქტო- და ბიფიდო ბაქტერიების ნაკლებობა ხელს უწყობს ალერგიული რეაქციის განვითარებას, ხოლო პრებიოტიკების მიღება ხელს უშლის ამ პროცესს.

ინულინი ეფექტურად ხსნის შეკრულობას. მონაწილეობს მინერალების მეტაბოლიზმში. ზრდის Ca-ის და Mg-ის შეწოვას. ასევე, მონაწილეობს ძვლოვანი ქსოვილის სწორი ფორმირების პროცესში და იმუნური სისტემის გაძლიერებაში..

პოლივიტამინები და მინერალები - პოლივიტამინური კომპლექსი იდეალურადაა დაბალანსებული ბავშვის ოპტიმური ზრდა-განვითარებისთვის. ორი აუცილებელი ელემენტის - თუთიის და სელენის შემცველობა ინულინთან კომბინაციაში უზრუნველყოფს მდგრადი იმუნიტეტის ჩამოყალიბებას, ხოლო ვიტამინ C და E-თან კომბინაცია, დაცვას ოქსიდაციური სტრესისგან. რკინა და იოდი გონებრივი განვითარების აუცილებელი კომპონენტებია, ხოლო ვიტამინი D და Ca - ძვლის ჩამოყალიბებისთვის. B ჯგუფის ვიტამინები ფოლიუმის მჟავასთან ერთად მონაწილეობს მრავალი უჯრედის გაყოფის და ქსოვილების ფორმირების პროცესში, ხოლო ვიტამინი A შეუცვლელია მხედველობის ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებისთვის.

ჩვენებები: 3 წლიდან ბავშვებში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის ნარმალიზება; დისბაქტერიოზი; შეკრულობა; ჰიპო და ავიატამინოზები; მიკრო და მაკროელემენტების დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა ბავშვებში და მოზარდებში; სწორი ზრდა-განვითარებისათვის; იმუნური სისტემის გაძლიერება; სოკოვანი, ბაქტერიული და ვირუსული ინფექციებისას კომპელქსურ თერაპიაში (ფლუკონაზოლთან, ანტიბიოტიკებთან და სხვა).

გვერდითი მოვლენები: მოცემული დოზებით არ ახასიათებს. უკუჩვენება: ინულინის მიმართ მომატებული მგრძნობელობა. ურთიერთქმედებასხვასაშუალებებთან: მოცემული დოზით არ გააჩნია პოტენციური ურთიერთქმედების უნარი.

დოზირება: 3 წლიდან ბავშვებში 1 აბი 1 - ჯერ დღეში დასაღეჭად. ინიშნება ხანგრძლიავად ან ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით.

შეფუთვა: საღეჭიაბი №30, ტყის კენკრის არომატით, საკვები დანამატი.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25*С ტემპერატურაზე.

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.

Источник: Impex (myimpex.ge)

Похожие товары

-15% Calcerone კალცერონი 20 შუშხუნა ტაბლეტი 27.00 ₾ 22.95 ₾ в 2 аптечных сетях -2% Ramno D3 რამნო D3 2000სე 30 ტაბლეტი 38.85 ₾ 38.07 ₾ в 2 аптечных сетях -50% Solgar ვიტამინი E 100სე 50 კაფსულა 49.00 ₾ 24.50 ₾ -9% Max-D-Vit მაქს-დ-ვიტი 24 საწუწნი ტაბლეტი 31.25 ₾ 28.16 ₾ -2% Equidral პაკეტი 8გრ N10 39.00 ₾ 38.22 ₾ -50% Solgar ვიტამინი C 500მგ 50 კაფსულა 78.00 ₾ 39.00 ₾ -4% Imunostabil იმუნოსტაბილი 200მლ ხსნარი 7.27 ₾ 6.91 ₾ -9% Seledoks პლატინიუმი 30 კაფსულა 37.00 ₾ 33.34 ₾

Вопросы и ответы

Задать вопрос

Пока никто не спрашивал. Есть опыт или вопрос? Будьте первым.