Содержание этой страницы пока доступно только на грузинском. ქართულად →

Medicube სახის ინტენსიური შრატი PDRN Pink Collagen Exosome Shot 7500, 30 მლ
Medicube

სახის ინტენსიური შრატი PDRN Pink Collagen Exosome Shot 7500, 30 მლ

Цена 88.90 ₾ в 1 аптечной сети

Описание

Medicube - მედიქუბი სახის ინტენსიური შრატი PDRN Pink Collagen Exosome Shot 7500, 30 მლ - ინტენსიური მოქმედების სახის შრატი, რომელიც შექმნილია კანის ტექსტურის გასაუმჯობესებლად, გაფართოებული ფორების ხილვადობის შესამცირებლად, ელასტიკურობისა და ბუნებრივი ბზინვარების შესანარჩუნებლად.

7500 ვერსია გამოირჩევა ინტენსიური მოქმედებით და განსაკუთრებით შესაფერისია მიკროსპიკულების შემცველ პროდუქტებთან უკვე შეჩვეული მომხმარებლებისთვის. რეგულარული გამოყენებისას კანი გამოიყურება უფრო გლუვად, დატენიანებულად და ელასტიურად, ფორები ნაკლებად შესამჩნევია, ხოლო სახეს აქვს ერთგვაროვანი ტონი და ბუნებრივი ბზინვარება. შრატი ხელს უწყობს ე.წ. Glass Skin ეფექტის მიღწევას - კანის განსაკუთრებულ სიგლუვესა და ჯანსაღ, ბუნებრივ ბზინვარებას.

ფორმულა აერთიანებს მაღალი სისუფთავის ორაგულის PDRN-ს, ეგზოსომებს, დაბალმოლეკულურ კოლაგენსა და მიკროსპიკულების ინოვაციურ ტექნოლოგიას. PDRN ხელს უწყობს კანის ბუნებრივი დამცავი ბარიერის შენარჩუნებასა და მოვლილი იერის გაუმჯობესებას. ეგზოსომები ხელს უწყობს კანის არათანაბარი ტექსტურის გაუმჯობესებასა და ფორების ნაკლებად შესამჩნევ იერს. დაბალმოლეკულური კოლაგენი ხელს უწყობს კანის ელასტიკურობისა და ბუნებრივი ბზინვარების შენარჩუნებას, ხოლო ნიაცინამიდი - კანის ტონის გათანაბრებასა და პიგმენტური ლაქების ხილვადობის შემცირებას.
ფორმულაში არსებული მიკროსპიკულები წარმოადგენს მიკროსკოპულ, ნემსისებრ ნაწილაკებს, რომლებიც ხელს უწყობს აქტიური ინგრედიენტების უკეთ შეწოვას. შრატი ასევე შეიცავს ჰიალურონის მჟავის სხვადასხვა ფორმას, გლიცერინსა და პანთენოლს, რომლებიც ხელს უწყობს კანის დატენიანებას, დარბილებასა და ტენიანობის შენარჩუნებას.

კანის ტიპი: ნორმალური, კომბინირებული, ცხიმიანი და მშრალი კანი, განსაკუთრებით არათანაბარი ტექსტურისა და ტონის, გაფართოებული ფორებისა და პიგმენტური ლაქების მქონე. მგრძნობიარე კანის შემთხვევაში საჭიროა სიფრთხილე.

ძირითადი ინგრედიენტები: ორაგულის PDRN (Sodium DNA), ეგზოსომები (Lactobacillus Extracellular Vesicles, Milk Exosomes), კოლაგენი, მიკროსპიკულები (Hydrolyzed Sponge), ნიაცინამიდი, პანთენოლი, ჰიალურონის მჟავის კომპლექსი, გლიცერინი, ადენოზინი, პეპტიდები და რეტინოლი.
გამოყენების წესი: სახის გაწმენდის შემდეგ, მოვლის რუტინის პირველ ეტაპზე, დაიტანეთ შრატის მცირე რაოდენობა სახეზე, თვალებისა და ტუჩების მიდამოს გამოტოვებით. ნაზად გადაინაწილეთ და ხელისგულებით მსუბუქად დააწექით კანს. შემდეგ გამოიყენეთ დამატენიანებელი კრემი. პროდუქტი ჩამობანას არ საჭიროებს. გამოყენების სიხშირე შეარჩიეთ კანის მგრძნობელობისა და ამტანობის მიხედვით.

გაფრთხილება: გამოყენებისას შესაძლებელია ჩხვლეტის, სიწითლის, ქავილის ან სითბოს შეგრძნება, რაც მიკროსპიკულების მოქმედებას უკავშირდება. მგრძნობიარე კანის შემთხვევაში რეკომენდებულია წინასწარი ტესტირება მცირე მონაკვეთზე. მიკროსპიკულების შემცველ პროდუქტებთან გამოუცდელი მომხმარებლებისთვის არ არის რეკომენდებული AGE-R მოწყობილობებთან ერთად გამოყენება. პროდუქტი შეიცავს რეტინოლს; ორსულობისას მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული.

Источник: Impex (myimpex.ge)

Похожие товары

Medicube თვალის კრემი Deep Lifting პეპტიდებით, 30 მლ 85.90 ₾ Medicube თვალის კრემი PDRN Pink პეპტიდებთ, 30მლ * 72.90 ₾ Medicube სახის გელ -კრემი Collagen Jelly, 50 მლ 62.00 ₾ Medicube სახის დამამშვიდებელი ტონერი PDRN Pink Cica, 250 მლ 77.90 ₾ Medicube სახის დამატენიანებელი კრემი Triple Collagen 4.0, 50 მლ 124.90 ₾ Medicube სახის დამატენიანებელი ტონერი Triple Collagen 4.0, 140 მლ 75.90 ₾ Medicube სახის ღამის ნიღაბი Collagen Wrapping, 75 მლ 84.90 ₾ Medicube სახის შრატი Deep Vita A რეტინოლით, 30 მლ 88.90 ₾

Вопросы и ответы

Задать вопрос

Пока никто не спрашивал. Есть опыт или вопрос? Будьте первым.