Содержание этой страницы пока доступно только на грузинском. ქართულად →

ნაფი -Naf სპრეი 20მლ

ნაფი -Naf სპრეი 20მლ

Цена 49.61 ₾ 55.05 ₾-9% в 1 аптечной сети

Описание

ნაფ (NaF)სპრეი

შემადგენლობა

ნატრიუმის ფტორიდი (NaF ), ქსილიტოლი.

ასევე, იხილეთ : ფტოროვიტი ფლ. 15მლ

კლინიკურ - ფარმაკოლოგიური ჯგუფი

მიკროელემენტები / კარიესის საწინააღმდეგო საშუალება / ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ნაფ (NaF)სპრეი - ევროპული ხარისხის, კომფორტული გამოყენების ორალური სპრეიa, რომელიც ორგანიზმში ფტორის ნორმალური დონის შენარჩუნებით ახდენს კბილის კარიესის პრევენციასა და მკურნალობას.

ნატრიუმის ფტორიდი (NaF):ფტორი ზრდის კარიესის მიმართ კბილის წინააღმდეგობის უნარს:

• ხელს უწყობს რემინერალიზაციის პროცესს;

• მონაწილეობს ფტორაპატიტის (Ca5(PO4)3F) წარმოქმნაში;

• ავლენს ბაქტერიოციდულ მოქმედებას კარიესის წარმოქმნაში მონაწილე მჟავაწარმომქმნელი ბაქტერიების (Sreptococus Mutans) მიმართ;

• ხელს უშლის კბილის ნალექში არსებული ბაქტერიების მიერ შაქრის გადამუშავების და მჟავების გამოყოფის პროცესს.

ქსილიტოლი: ერთადერთი ნახშირწყალია საკვები შაქრის იდენტური გემოთი.

• სხვა დამატკბილებლებისგან განსხვავებით იცავს კბილებს კარიესისგან და მინერალების დეფიციტისგან;

• ეფექტურია კარიესით გამოწვეული ბზარების გამოსწორებისათვის;

• ასუფთავებს კბილებს ნალექისგან და აძლიერებს მინანქრის დაცვას;

• სხვა შაქრებისგან განსხვავებით არ იწვევს დუღილის რეაქციას და ხელს უშლის პირის ღრუში ბაქტერიების გამრავლებას.

ჩვენება

კბილის ამოჭრის დაგვიანება;
კბილის კარიესი;
კბილის ემალის ჰიპერმგრძნობელობა;
თმის ცვენა და მტვრევადობა.

მიღების წესი და დოზირების მეთოდი

2 კვირიდან – 2 წლამდე ასაკში: 1 გაფრქვევა დღეში (0.25 მგ F-);

2-4 წლის ასაკში: 2 გაფრქვევა დღეში (0.5 მგ F-);

4 წლის ზემოთ და მოზრდილებში: 4 გაფრქვევა დღეში (1 მგ F-).

მიიღება კვებისგან დამოუკიდებლად. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობაზე გადაწყვეტილებას იღებს მკურნალი ექიმი.

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტის მიმართ.

გამოშვების ფორმა

ორალური სპრეი 20 მლ, შაქრის არომატით.

შენახვის პირობები და ვადები

პრეპარატი ინახება 25°C ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ფლაკონი გამოიყენება გახსნიდან 6 თვის მანძილზე

პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია ფლაკონზე და კოლოფზე.

Источник: PSP (psp.ge)

Похожие товары

-50% Colgate კბილის ჯაგრისი Max White 11.53 ₾ 5.76 ₾ в 2 аптечных сетях Splat კბილის პასტა Coffee Out 75მლ Цена от 11.15 ₾ в 2 аптечных сетях Colgate კბილის პასტა Optic White Purple 75 მლ Цена от 14.75 ₾ в 2 аптечных сетях -25% Lacalut კბილის პასტა აქტივი 50მლ. 14.80 ₾ 11.10 ₾ в 2 аптечных сетях Splat კბილის პასტა - აქტივი 40მლ Цена от 5.00 ₾ в 2 аптечных сетях -49% Colgate კბილის ჯაგრისი NEO 10.55 ₾ 5.28 ₾ в 2 аптечных сетях Splat კბილის პასტა და ჯაგრისი ბიოკალციუმი 40მლ Цена от 5.00 ₾ в 2 аптечных сетях -40% Sensodyne კბილის პასტა დაცვა და აღდგენა 75მლ. 17.99 ₾ 10.79 ₾ в 2 аптечных сетях

Вопросы и ответы

Задать вопрос

Пока никто не спрашивал. Есть опыт или вопрос? Будьте первым.