Содержание этой страницы пока доступно только на грузинском. ქართულად →

Neo peques ს იმუნო+ სიროფი 150მლ
Neo peques

ს იმუნო+ სიროფი 150მლ

Цена 43.02 ₾ 43.90 ₾-2% в 1 аптечной сети

Описание

კლინიკურ - ფარმაკოლოგიური ჯგუფი : იმუნიტეტის მასტიმულირებელი საშუალება / ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი

შემადგენლობა: აცეროლას ექსტრაქტი ( Malpighia glabra L.) რეიშის სოკოს (Ganoderma lucidum) ექსტრაქტი ბეტა გლუკანის შემცველობით, ვიტამინი C ( Ascorbic acid) და თუთია (Zinc). არ შეიცავს გლუტენს და ლაქტოზას

ფარმაკოლოგიური თვისებები:

სასუნთქი გზების ინფექციის მკურნალობასა და პრევენციაში პრეპარატის ერთდროულ მონაწილეობას განაპირობებს შემადგენლობაში არსებული რეიშის სოკოს და აცეროლას ექსტრაქტების სინერგიული კომბინაცია.

რეიშის სოკო (Ganoderma lucidum) - ცნობილია თავისი იმუნომოდულაციური ეფექტით. მის შემადგენლობაში არსებული β-გლუკანი და ტრიტერპენოიდები განაპირობებენ როგორც ჰუმორული, ასევე უჯრედული იმუნიტეტის ხელშეწყობას:

β-გლუკანი - მაკროფაგების, ბუნებრივი კილერების აქტივაციისა და T და B-ლიმფოციტების დიფერენციაციის გაძლიერებით, ხელს უწყობს ფაგოციტოზის გააქტიურებას და ციტოკინების სინთეზის გაძლიერებას, რომლებიც აუცილებელია იმუნური ჰომეოსტაზის შესანარჩუნებლად.

ტრიტერპენოიდები კი ავლენენ ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას. ანთების მედიატორების დათრგუნვის ხარჯზე იცავენ ქსოვილებს დაზიანებისგან.

აცეროლა (Malpighia glabra L.) - რომელიც ბუნებრივი ვიტამინი C -ს წყაროს წარმოადგენს, მონაწილეობს ანთების საწინააღმდეგო მოქმედებაში. აძლიერებს T და B ულიმფოციტების დიფერენციაციას და პროლიფერაციას, ხელს უწყობს ფაგოციტოზის გაძლიერებას და ანტისხეულების წარმოქნას. პოლიფენოლებისა და კაროტინების შემცველობის გამო ააქტივებს იმუნურ უჯრედებს, აძლიერებს ლორწოვანის ბარიერულ ფუნქციას და აძლიერებს იმუნიტეტს.

ვიტამინი C - ასტიმულირებს ნეიტროფილების მიგრაციას, აძლიერებს ფაგოციტოზს, მონაწილეობს T და B ლიმფოციტების პროლიფერაციის და დიფერენციაციის გაძლიერებაში და შედეგეად ანტისხეულების გამომუშავების დაჩქარებაში.

თუთია Zn - ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიკროელემენტია იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. უზრუნველყობს T და B უჯრედების

მომწიფებას, ფუნქციონირებას, აქტივაციას, ციტოკინების ფუნქციონირებას და სეკრეციას.

ნეო პეკეს იმუნო + საუკეთესო შემადგენლობიდან გამომდინარე წარმოადგენს იმუნომასტიმულურებელ საშუალებას და ეფექტურია რესპირატორული სისტემის ინფექციის როგორც მწვავე პროცესის მართვისთვის ასევე ამ პროცესის საპრევენციოდ. მისი მიღებისას ძლიერდება იმუნური სისტემა სასუნთქი გზების ინფექციის წინააღმდეგ

ჩვენება :

Ø სასუნთქი გზების მწვავე ინფექციის პროფილაქტიკა და მკურნალობა

Ø ბაქტერიული სასუნთქი გზების ინფექციის გართულების პრევენცია

მიღების წესი და დოზირების მეთოდი:

0-2 წელი: 5 მლ 1X დღეში;

2-5 წელი: 5 მლ 2X დღეში ან 10 მლ 1X დღეში ;

5 წლის ზემოთ ბავშვები- 10 მლ 2X დღეში.

მიიღება კვებისგან დამოუკიდებლად. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 1 თვე. კურსის განმეორებას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ

გამოშვების ფორმა:

150 მლ სიროფი მზომი ჭიქით, ტკბილი, არომატის გარეშე №1.

შენახვის პირობები და ვადები:

პრეპარატი ინახება თავდახურულ მდგომარეობაში 5-300C ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ფლაკონი გამოიყენება გახსნიდან 1 თვის მანძილზე

პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია ფლაკონზე და კოლოფზე

Источник: Impex (myimpex.ge)

Похожие товары

-12% Neo Peques მოსამსიროფი 150მლ 43.90 ₾ 38.63 ₾ -1% Neo peques ს Omega-3-თევზის ქონი სიროფი 150მლ 43.70 ₾ 42.83 ₾ -12% Neo peques ს Crecimiento-ზრდის და სიმაღლის სიროფი 150მლ 43.90 ₾ 38.63 ₾ -2% Neo peques ს კალციუმი+გამი საღეჭი ტაბლეტი 5გრ N30 39.88 ₾ 39.08 ₾ -2% Neo peques ს ომეგა 3 DHA გამი N30 43.88 ₾ 43.00 ₾ -15% Calcerone კალცერონი 20 შუშხუნა ტაბლეტი 27.00 ₾ 22.95 ₾ в 2 аптечных сетях -2% Ramno D3 რამნო D3 2000სე 30 ტაბლეტი 38.85 ₾ 38.07 ₾ в 2 аптечных сетях Solgar ვიტამინი E 100სე 50 კაფსულა 49.00 ₾

Вопросы и ответы

Задать вопрос

Пока никто не спрашивал. Есть опыт или вопрос? Будьте первым.