Содержание этой страницы пока доступно только на грузинском. ქართულად →

Nordics ირიგატორი IA55O
Nordics

ირიგატორი IA55O

Цена 205.00 ₾ в 1 аптечной сети

Описание

ირიგატორი ნორდიკს - Nordics

ძლიერი წყლის ჭავლის დახმარებით IA550 მარტივად წმენდს ძნელად მისადგომ ადგილებს, მათ შორის კბილთაშორის სივრცეებსა და ღრძილის ხაზს, სადაც ჩვეულებრივი ჯაგრისი და ძაფი ხშირად ვერ აღწევს.

ირიგატორს აქვს 4 სამუშაო რეჟიმი, რომლებიც ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ მოვლას უზრუნველყოფს:
  • Daily Routine – ყოველდღიური და კომფორტული გამოყენებისთვის
  • Standard Mode – ეფექტურობისა და კომფორტის ოპტიმალური ბალანსი
  • Intensive Mode – ნადებისა და საკვების ნარჩენების ინტენსიური მოცილებისთვის
  • Jet Mode – ძლიერი და მიზანმიმართული წყლის ჭავლი რთულად მისადგომი ადგილების გასაწმენდად
კომპლექტში შედის 5 სპეციალიზებული თავაკი
  • 2 სტანდარტული თავაკი – ყოველდღიური წმენდისთვის
  • 1 ორთოდონტიული თავაკი – ბრეკეტების, ხიდებისა და სხვა ორთოდონტიული კონსტრუქციების მოსავლელად
  • 1 პაროდონტალური თავაკი – მგრძნობიარე ღრძილებისა და ღრძილის ჯიბეების ნაზი წმენდისთვის
  • 1 ენის საწმენდი თავაკი – ბაქტერიების შემცირებისა და სუნთქვის გასახალისებლად
თავაკის შეცვლა რეკომენდირებულია

6 თვეში ერთხელ

კომპაქტური, უკაბელო დიზაინის, მრავალფუნქციური რეჟიმებისა და სხვადასხვა თავაკის წყალობით, IA550 იდეალური არჩევანია სახლის პირობებში პირის ღრუს პროფესიონალური ჰიგიენის დასაცავად.

გარანტია

2 წელი

წყლის რეზერვუარის მოცულობა-

340მლ

გამოყენების წესი

წყლის ჭავლი მიმართეთ კბილებისა და ღრძილების მიმართ სწორად (90°-იანი კუთხით), ნელა გადაადგილდით კბილების გასწვრივ და თანმიმდევრულად გაწმინდეთ თითოეული კბილი. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ღრძილის ხაზს. მოწყობილობა ეფექტურად წმენდს კბილებს, ორთოდონტიულ კაპებს, გვირგვინებსა და პროთეზებს.

ბრენდის შესახებ ინფორმაცია

Nordics არის ბულგარული პრემიუმ-კლასის ორალური ჰიგიენის ბრენდი, 10 წელზე მეტი გამოცდილებით. ბრენდი აერთიანებს ბუნებრივ ინგრედიენტებსა და სამეცნიერო კვლევებზე დაფუძნებულ ინოვაციურ მიდგომას, რათა უზრუნველყოს პირის ღრუს ეფექტური და უსაფრთხო მოვლა.

Источник: PSP (psp.ge)

Похожие товары

Вопросы и ответы

Задать вопрос

Пока никто не спрашивал. Есть опыт или вопрос? Будьте первым.