Описание
ზეთი Prodigieuse Florale ნუქსი - NUXE
100%-ით ნატურალური მცენარეული ზეთები: ცუკაბის, არგანის, მაკადამიის, ბორაგოს, კამელიას, თხილის და ტკბილი ნუშის ზეთები – მკვებავი, დამატენიანებელი, ელასტიურობის მიმნიჭებელი და დამარბილებელი მოქმედებით. მარგალიტის ნაწილაკები – ბზინვარების მიმნიჭებელი ეფექტით. 95% ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტები, არ შეიცავს პარაბენებს, მინერალურ ზეთებს და საღებავებს. ვეგანური.
სახე: კვებავს, აღადგენს და ხსნის დეჰიდრატაციის ნიშნებს, მატებს კანს მოვარდისფრო ოქროსფერ ბზინვარებას.
ტანი: კვებავს და არბილებს, აღადგენს და იცავს კანს სიმშრალისგან, ანიჭებს კანს მოვარდისრო ოქროსფერ ბზინვარებას.
თმა: ანიჭებს ელასტიურობას, აღადგენს მთელ სიგრძეზე ღერის სტრუქტურას, არბილებს და სძენს ჯანსაღ ბზინვარებას.
დამატებითი მოქმედების ეფექტისწრაფად შეიწოვება და არ ტოვებს ცხიმოვან კვალს
გრეიფრუტის, თეთრი მუშკისა და კამელიას ნოტები ანიჭებს კანს სასიამოვნო, ჰარმონიულ სურნელს
გამოყენების წესი- გამოყენებამდე შეანჯღრიეთ
- სახეზე: დაიტანეთ ფუნჯით ან თითის წვერებით, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ იმ ადგილებს სადაც შუქი ანათებს (ცხვირი, ლოყები, შუბლი)
- ტანზე: დაიტანეთ 2–3 წვეთი ხელებზე და გადაინაწილეთ სხეულის იმ ზონებზე, რისი გამოკვეთაც გსურთ
- თმაზე: დაიტანეთ მცირე რაოდენობით ზეთი ხელის გულებზე და წაისვით თმის სიგრძეზე ზემოდან ქვემოთ
50 მლ.
ბრენდის შესახებ ინფორმაციაNuxe ფრანგული კოსმეტიკის ბრენდია, რომელიც 1990 წელს ალიზა ჟაბესმა დააფუძნა. ყველაფერი კი ჟაბესის სილამაზისა და ბუნებრივი კოსმეტიკისადმი გატაცების შედეგად დაიწყო — მას სურდა, შეექმნა პროდუქტები, რომლებიც ბუნების სიძლიერესა და სამეცნიერო ინოვაციას იდეალურად დააკავშირებდა ერთმანეთს.
Похожие товары
Вопросы и ответы
Задать вопросПока никто не спрашивал. Есть опыт или вопрос? Будьте первым.