Описание
ლაქტის მჟავა 10%+HA ორდინარი - Ordinary
ფორმულა შეიცავს 10% რძემჟავას (Lactic Acid), რომელიც ნაზად, თუმცა ეფექტურად აქერცლავს კანს, აშორებს ზედაპირზე დაგროვილ მკვდარ უჯრედებს და ხელს უწყობს კანის ტექსტურისა და ტონის გაუმჯობესებას. რეგულარული გამოყენება აძლიერებს კანის ნათელ და ბზინვარე იერს.
ფორმულაში შემავალი ჰიალურონის მჟავა ხელს უწყობს კანის დატენიანებას, ხოლო Tasmanian Pepperberry Extract ცნობილია თავისი ანტი-ირიტაციული თვისებებით და ხელს უწყობს ექსფოლიაციის დროს კანის დისკომფორტის შემცირებას.
კანის ტიპიგანკუთვნილია ყველა ტიპის კანისთვის.
გამოყენების წესი- დაიტანეთ მცირე რაოდენობა სახეზე დღეში ერთხელ, სასურველია საღამოს.
- მოარიდეთ თვალების გარშემო არეს.
- გამოყენების შემდეგ დღის განმავლობაში აუცილებლად გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალება, რადგან ექსფოლიაციის შემდეგ კანი შესაძლოა უფრო მგრძნობიარე იყოს მზის მიმართ.
- Lactic Acid 10% (რძემჟავა) – ხელს უწყობს კანის აქერცვლას, ტექსტურის გასწორებას და კანის ტონის გათანაბრებას.
- Hyaluronic Acid (ჰიალურონის მჟავა) – ხელს უწყობს კანის დატენიანებას.
- Tasmanian Pepperberry Extract – ცნობილია ანტი-ირიტაციული თვისებებით.
- პროდუქტი არის ვეგანური,
- cruelty-free,
- გლუტენის გარეშე,
- ალკოჰოლის გარეშე,
- ზეთის გარეშე და
- სილიკონის გარეშე.
The Ordinary არის კანადური ბრენდი. ბრენდი ცნობილია თავისი გამჭვირვალე, ეფექტური, მეცნიერულად დადასტურებული ფორმულებით, პარაბენებისა და არასაჭირო დანამატების გარეშე და ორიენტირებულია ხარისხზე.
მოცულობა30 მლ.
Похожие товары
Вопросы и ответы
Задать вопросПока никто не спрашивал. Есть опыт или вопрос? Будьте первым.