Содержание этой страницы пока доступно только на грузинском. ქართულად →

Orthomol ტენდო
Orthomol

ტენდო

Цена 270.00 ₾ в 1 аптечной сети

Описание

ორთომოლი - მსოფლიო ლიდერი ორთომოლეკულურ მედიცინაში!

ორთომოლ® ტენდო

მყესოვანი და იოგოვანი აპარატის მხარდასაჭერად!

ორთომოლ® ტენდო ინოვაციური კვებითი დანამატია, რომელიც შეიქმნა კუნთოვანი, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის, შემაერთებელი ქსოვილის, იოგების, მყესების მხარდასაჭერად.

ორთომოლ® ტენდოში შემავალი მიკრონუტრიენტების თვისებები:

გლუკოზამინის და ქონდროიტინის სულფატი გამოიყენება სახსრების ჯანმრთელობის, სინოვიალური სითხის წარმოქმნისა და სახსრების მოქნილობის მხარდასაჭერად.

ჰიალურონის მჟავა ხელს უწყობს სახსრის შიდა ზედაპირის დატენიანებას და კომფორტის უზრუნველყოფას, რაც მნიშვნელოვანია სახსრის სწორი ფუნქციონირებისთვის.

კოლაგენის ჰიდროლიზატი წარმოადგენს სტრუქტურულ ცილას, რომელიც მონაწილეობს შემაერთებელი ქსოვილების, მათ შორის სახსრებისა და ხრტილების ბუნებრივ მხარდაჭერაში.

ვიტამინი A + E + თუთია + ვიტამინი C მონაწილეობს ჰიალურონის და ქონდროიტინის სინთეზში, კოლაგენის ფორმირებაში.

B ჯგუფის ვიტამინები + მაგნიუმი + ვიტამინი D აუმჯობესებს ძვლოვანი ქსოვილის და იოგოვანი აპარატის მთლიანობის აღდგენას ტრავმების შემდეგ.

სელენი + ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავები ხელს უწყობს უჯრედების ელასტიურობის შენარჩუნებას.

მანგანუმი + სპილენძი + მოლიბდენი + ბრომელენი + ვაშლის ბიოფლავონოიდების ექსტრაქტი + ციტრუსის ბიოფლავონოიდები + შერეული კაროტინოიდები + პაპაინი მონაწილეობს მყესების და იოგოვანი აპარატის ფორმირებაში.

იხილეთ ბლოგი: როგორ შევინარჩუნოთ საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ჯანმრთელობა ორთომოლთან ერთად

რეკომენდებულია მყესების, იოგების, კუნთების მხარდასაჭერად! უკუჩვენება:

ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი, 18 წლამდე ასაკი.

შემადგენლობა: დღიური დოზა 1 პაკეტი (გრანულები 17გ) + 1 ტაბლეტი და 2 კაფსულა (1.9გ) შეიცავს:

შემადგენლობა დღიური დოზა %NRV** გლუკოზამინის სულფატი 800 მგ ქონდროიტინის სულფატი 300 მგ ჰიალურონის მჟავა 50 მგ კოლაგენის ჰიდროლიზატი 5000 მგ ლუთეინი 800 მკგ ლიკოპენი 200 მკგ ვაშლის ექსტრაქტი 50 მგ ასტაქსანტინი 200 მკგ ანანასის ექსტრაქტიდან მიღებული ფერმენტი ბრომელინი 104 მგ პაპაიას ექსტრაქტიდან მიღებული ფერმენტი პაპაინი 67 მგ ციტრუსის ბიოფლავონოიდები 25 მგ ომეგა 3 - ის ცხიმოვანი მჟავები 750 მგ EPA 500 მგ DHA 200 მგ ვიტამინები: ვიტამინი A 1,042 მკგ RE° 130 ბეტა კაროტინი 667 მკგ RE° ვიტამინი D 15 მკგ (600 სე°°) 300 ვიტამინი E 70 მგ TE°°° 583 ვიტამინი C 530 მგ 663 თიამინი B1 4 მგ 364 რიბოფლავინი B2 5 მგ 357 ნიაცინი 30 მგ NE* 188 ვიტამინი B6 5 მგ 357 ფოლის მჟავა 400 მკგ 200 ვიტამინი B12 9 მკგ 360 ბიოტინი 150 მკგ 300 პანტოთენი 18 მგ 300 მინერალები: მაგნიუმი 100 მგ 27 თუთია 5 მგ 50 სპილენძი 1 მგ 100 მანგანუმი 2 მგ 100 სელენი 50 მკგ 91 მოლიბდენი 50 მკგ 100


• ° RE = რეტინოლის ექვივალენტები

• °° IU = საერთაშორისო ერთეულები

• °°° ალფა-TE = ალფა-ტოკოფეროლის ექვივალენტები

• *NE = ნიაცინის ექვივალენტები

• ** NRV = ნუტრიენტების საცნობარო რაოდენობა ევროკავშირის 1169/2011 რეგულაციის მიხედვით

დამატებითი ინგრედიენტები: დექსტროზა, კოლაგენის ჰიდროლიზატი (ცხოველური) (26%), მალტოდექსტრინი, ლიმონმჟავა, D-გლუკოზამინის სულფატი (კიბორჩხალებიდან), თევზის ზეთი (5.2%), L-ასკორბინის მჟავა, მაგნიუმის კარბონატი, ქონდროიტინის სულფატი, ჟელატინი (საქონლის), დამატენიანებელი გლიცერინი, კალციუმის ფოსფატები, სილიციუმი, DL-ალფა ტოკოფეროლის აცეტატი, ანანასის ღეროს ექსტრაქტი, რომელიც შეიცავს ბრომელინს (Ananas comosus-დან) (0.7%), მიკროკრისტალური ცელულოზა, პაპაია (0,4%), ნატრიუმის ჰიალურონატი, ვაშლის ექსტრაქტი, თუთიის გლუკონატი, აცესულფამი K, ბიოფლავონოიდების შემცველი ციტრუსის ექსტრაქტი (Citrus sp.), ნიკოტინამიდი, ემულგატორი სოიოს ლეციტინი, კალციუმი, პანტოთენატი, კარბოქსიმეთილცელულოზა, დამცავი აგენტი ეთილცელულოზა, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი, მანგანუმის სულფატი, რიბოფლავინი, თიამინის მონონიტრატი, რკინის ოქსიდები, ბეტა-კაროტინი, მაგნიუმის მჟავა, ალტერნატიული ცხიმოვანი მარილები, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, რეტინილაცეტატი, კალციუმის კარბონატი, პტეროილმონოგლუტამინის მჟავა, ლიკოპენი, ციანკობალამინი.

ორთომოლ® ტენდოს მიღების წესი:

მიიღება ჭამამდე ნახევარი საათით ადრე 1 ტაბლეტი (ფერმენტი), ხოლო ჭამის შემდეგ 1 პაკეტი გრანულები (პაკეტის შიგთავსი იხსნება 150 - 200 მლ წყალში) + 2 კაფსულა მოზრდილებში. ყოველდღიური დოზის მიღება შესაძლებელია ერთად ან გადანაწილდეს დღის მანძილზე. ორთომოლ® ტენდოს მიღება შესაძლებელია ხანგრძლივად.

გაფრთხილება:

· ორთომოლ®ტენდო შეიცავს რიბოფლავინს (ვიტ. B2), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს შარდის ფერის ცვლილება

· გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დარღვევის მქონე პირებში ინიშნება ექიმის რეკომენდაციით

· არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება

· საკვები დანამატი არ გამოიყენოთ მრავალფეროვანი და დაბალანსებული საკვების და ჯანსაღი წესის შემცვლელად, არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას.

შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ, გრილ, 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის მინიმალური ვადა: შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვამდე.

გამოშვების ფორმა: №30 პაკეტი (გრანულები) + №30 პაკეტი (თითო პაკეტში 1 ტაბლეტი + 2 კაფსულა).

მწარმოებელი: Orthomol pharmazeutische Vertriebs GmbH, გერმანია

გერმანული კომპანია ორთომოლი® 30 წელზე მეტია აწარმოებს ახალი თაობის, ინოვაციურ, პრემიუმ ხაზის საკვები დანამატების ფართო ასორტიმენტს ორთომოლეკულური მედიცინის საფუძვლებზე.

Источник: PSP (psp.ge)

Похожие товары

Вопросы и ответы

Задать вопрос

Пока никто не спрашивал. Есть опыт или вопрос? Будьте первым.