Содержание этой страницы пока доступно только на грузинском. ქართულად →

Pileje ლაქტიბიენ ბუკოდენტალი 30 ტაბლეტი
Pileje

ლაქტიბიენ ბუკოდენტალი 30 ტაბლეტი

Цена 19.00 ₾ 38.00 ₾-50% в 1 аптечной сети

Описание

ლაქტიბიენ ბუკოდენტალი 30 ტაბლეტი პილეჟე - Pileje

პირის ღრუს, კბილებისა და ღრძილების ჯანმრთელობის მხარდასაჭერად!

პილეჟე ლაქტიბიენ ბუკოდენტალი არის პირის ღრუს ჯანმრთელობისთვის განკუთვნილი საკვები დანამატი, რომელიც აერთიანებს სპეციალურად შერჩეულ პრობიოტიკურ შტამს - Lacticaseibacillus paracasei LA802-ს და C და D ვიტამინებს.

კომპლექსი შექმნილია პირის ღრუს მიკრობული ბალანსის, კბილებისა და ღრძილების ნორმალური მდგომარეობის მხარდასაჭერად.

Lactobacillus paracasei LA 802 - სპეციალურად შერჩეული პრობიოტიკური შტამია, რომელიც განკუთვნილია პირის ღრუს მიკრობიოტის მხარდასაჭერად.

ვიტამინი C - უზრუნველყოფს კოლაგენის ფორმირებას, რაც მნიშვნელოვანი კბილებისა და ღრძილების ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

ვიტამინი D - ხელს უწყობს კბილების ნორმალური მდგომარეობის შენარჩუნებას.

რეკომენდებულია:

პირის ღრუს ყოველდღიური ჰიგიენის დამატებითი მხარდაჭერისთვის, კბილებისა და ღრძილების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და პირის ღრუს მიკრობული ბალანსის მხარდასაჭერად.

შემადგენლობა:

საკვები დანამატის დღიური დოზის 1 საწუწნი ტაბლეტი შეიცავს: Lacticaseibacillus paracasei LA802 - 1 მლრდ ცოცხალი მიკროორგანიზმი, ვიტამინი C - 24 მგ, ვიტამინი D3 - 1,5 მკგ.

დამხმარე ნივთიერებები:ფრუქტო-ოლიგოსაქარიდები, ვარდკაჭაჭას ინულინი, მიკროკრისტალური ცელულოზა, რძემჟავა ფერმენტები (ლაქტოზა, რძის ცილები), ვიტამინი C, მაგნიუმის ცხიმოვანი მჟავების მარილები, ბუნებრივი პიტნის არომატიზატორი (0,3%), სტევიასგან მიღებული სტევიოლგლიკოზიდები, ვიტამინი D3.

ალერგენი: შეიცავს რძის ცილებსა და ლაქტოზას.

არ შეიცავს: გლუტენს, ტიტანის დიოქსიდს, საღებავებს, კონსერვანტებს.

დოზირება:

მოზრდილებსა და 6 წლის ასაკიდან ბავშვებში მიიღება 1 საწუწნი ტაბლეტი ჭამის შემდეგ, სასურველია კბილების გახეხვის შემდეგ; რეკომენდებულია მაქსიმუმ 2 ტაბლეტი დღეში.

შენახვის პირობები:

შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატი არ ცვლის მრავალფეროვან და დაბალანსებულ კვებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესს.

გამოშვების ფორმა: N30 საწუწნი ტაბლეტი პიტნის არომატით.

მწარმოებელი: ლაბორატორია პილეჟე, საფრანგეთი.

PiLeJe დაარსდა 1989 წელს, საფრანგეთში, ექიმებისა და მეცნიერების ჯგუფის მიერ, რომლებსაც სურდათ პერსონალიზებული მკურნალობის სისტემის შექმნა.

ბრენდის მთავარი მიზანი იყო პრობიოტიკებისა და ნატურალური ინგრედიენტების საფუძველზე ისეთი პროდუქტების შემუშავება, რომლებიც ხელს შეუწყობდა ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და დაავადებების პრევენციას.
PiLeJe დღეს ცნობილია, როგორც ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი ნუტრიციოლოგიაში და ფოკუსირებულია ინდივიდუალური საჭიროებების პროდუქტების შექმნაზე.

Источник: PSP (psp.ge)

Похожие товары

-49% Pileje იმუშოკი 15 ტაბლეტი 44.91 ₾ 22.46 ₾ -50% Pileje ფემინებიენ CBU ფლეში 20 ტაბლეტი 35.00 ₾ 17.50 ₾ -50% Pileje ლაქტიბიენ რეფერენსი 30 კაფსულა 65.00 ₾ 32.50 ₾ -50% Pileje ფიტოსტანდარტი არტიშოკ 30 ტაბლეტი 45.00 ₾ 22.50 ₾ -50% Pileje დაიჯებიენ რეფლუქსი RFX 20 ტაბლეტი 38.00 ₾ 19.00 ₾ -50% Pileje ნეირობიენი 60 კაფსულა 69.13 ₾ 34.56 ₾ -50% Pileje ფიტოსტანდარტი ეშოლცია 30 ტაბლეტი 45.00 ₾ 22.50 ₾ -50% Pileje ბიოფილმ ინულინი 14 ფხვნილი 60.00 ₾ 30.00 ₾

Вопросы и ответы

Задать вопрос

Пока никто не спрашивал. Есть опыт или вопрос? Будьте первым.