Содержание этой страницы пока доступно только на грузинском. ქართულად →

Pileje პროტეოშოკი PLJ 12 კაფსულა
Pileje

პროტეოშოკი PLJ 12 კაფსულა

Цена 15.95 ₾ 31.89 ₾-49% в 1 аптечной сети

Описание

პროტეოშოკი PLJ 12 კაფსულა პილეჟე - Pileje

ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო, რეგენერაციული მოქმედება ნატურალური კომპლექსი სწრაფი რეაბილიტაციისთვის

პროტეოშოკი მცენარეული წარმოშობის ნატურალური კომბინირებული საშუალებაა, რომლის მოქმედება დამყარებულია მისი შემადგენელი კომპონენტების ერთობლივ მოქმედებაზე.

ნივთიერება პორფირალ HSP პილეჟეს დაპატენტებული აქვს და ამ პროდუქტს უნიკალურს ხდის. ის - შეიცავს სითბური შოკის ცილებს (Heat Shock Proteins), რომლებიც წარმოადგენს ბუნებრივ, ორგანიზმის დამცავ ცილას და გამომუშავდება მხოლოდ გარემო მაღალი ტემპერატურის პირობებში - საუნა, ორთქლის აბაზანები .

პორფირალი HSP – დაპატენტებული უნიკალური ნივთიერება, მიღებულია წყალმცენარე Porphyra umbilicalis - ისგან. მას აქვს ძლიერი ანტიოქსიდანტური მოქმედება - იცავს უჯრედებს დაზიანებისგან, ასევე აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული, იმუნომასტიმულირებელი მოქმედება, უჯრედების სწრაფი აღდგენა-რეგენერაციის უნარი, აუმჯობესებს იმუნურ სისტემას და ეხმარება ორგანიზმს ადვილად გაუმკლავდეს სხვადასხვა დაავადებებს.

ბორაგოს ზეთი გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით, ორგანიზმს ამარაგებს შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავებით, ხელს უწყობს უჯრედების განახლებასა და აღდგენას, არეგულირებს იმუნურ სისტემას, შეიცავს გამა ლინოლის მჟავას - GLA, რომელსაც აქვს ანთების საწინააღმდეგო მძლავრი მოქმედება.

ჩვენებები

• სპორტული და საყოფაცხოვრებო ტრავმა და დაზიანება

• ქირურგიული ჩარევის შემდგომი რეაბილიტაცია

• სტომატოლოგიური ჩარევები (იმპლანტაცია, კბილის რთული ექსტრაქცია, მათ შორის სიბრძნის კბილის)

შემადგენლობა

1 კაფსულა შეიცავს - Porphyral HSP®* - დაპატენტებული ფორმულა 250 მგ; ბორაგოს ზეთი - 240 მგ. ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები - 61 მგ; მონოუჯერი ცხიმოვანი მჟავები - 71 მგ; პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები - 132 მგ; გამა ლინოლის მჟავა - 48 მგ; ვიტამინ E – 1.8 მგ.

მიღება და დოზირება

მიიღება მოზრდილებში - 1–4 კაფსულა დღეში. მიღების ხანგრძლივობა: 3–12 დღე.

შენახვის პირობები

შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გაფრთხილება:

18 წლამდე, ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში პროდუქტის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.

საკვები დანამატი არ ცვლის მრავალფეროვან და დაბალანსებულ კვებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესს.

გამოშვების ფორმა: N12 კაფსულა.

მწარმოებელი: ლაბორატორია პილეჟე - PiLeJe Laboratoire - საფრანგეთი.

PiLeJe დაარსდა 1989 წელს, საფრანგეთში, ექიმებისა და მეცნიერების ჯგუფის მიერ, რომლებსაც სურდათ პერსონალიზებული მკურნალობის სისტემის შექმნა.

ბრენდის მთავარი მიზანი იყო პრობიოტიკებისა და ნატურალური ინგრედიენტების საფუძველზე ისეთი პროდუქტების შემუშავება, რომლებიც ხელს შეუწყობდა ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და დაავადებების პრევენციას.

PiLeJe დღეს ცნობილია, როგორც ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი ნუტრიციოლოგიაში და ფოკუსირებულია ინდივიდუალური საჭიროებების პროდუქტების შექმნაზე.

Источник: PSP (psp.ge)

Похожие товары

-50% Pileje ფიტოსტანდარტი კვიპაროს 30 ტაბლეტი 39.00 ₾ 19.50 ₾ Pranarom სპირულინა ბიო 150 ტაბლეტი 50.00 ₾ -50% Amvilab კეტო ბიო 30 კაფსულა 42.50 ₾ 21.25 ₾ Solgar ნივრის ზეთი 100კაფსულა 41.95 ₾ Doppelherz ჩაი დიდგულა ვიტამინი C და Zn 10 პაკეტი 25.00 ₾ Doppelherz ჩაი ლიმონი ვიტამინი C და Zn 10 საშეტი 25.00 ₾ Doppelherz ჩაი სალბი თაფლი და მენთოლი 10 პაკეტი 25.00 ₾ Doppelherz ჩაი შტოში ვიტამინი C და Zn 10 პაკეტი 25.00 ₾

Вопросы и ответы

Задать вопрос

Пока никто не спрашивал. Есть опыт или вопрос? Будьте первым.