Описание
წებოვანი საფენი ზედა ყბის
ზედა ყბის ლორწოვანის დაცვა ნაწოლებისა და ანთებითი პროცესებისგან. დამზადებულია თხელი, რბილი მასალისგან, რომელიც შეიცავს ნატრიუმის ალგინატს. უზრუნველყოფს ეფექტურ დაცვას ტკივილისა და დისკომფორტისგან. გამოიყენება ზედა ყბის მთლიანი პროთეზისთვის.
გამოყენების წესი
1. შეამოწმეთ ზომა: მოარგეთ საფენი პროთეზს, თუ პროთეზი პატარა ზომისაა, მაკრატლით მოაჭერით გვერდები
2. დაასველეთ საფენი: წებოვანი საფენი მოათავსეთ თბილ წყალში 10 წმ-ის განმავლობაში და ფრთხილად გაწურეთ
3. მოათავსეთ საფენი სველ პროთეზზე ორივე მხრიდან, პროთეზის უკანა ნაწილი 2 მმ-ის ფარგლებში უნდა იყოს საფენისგან თავისუფალი
4. დააწექით თითით საფენს, რომ მჭიდროდ მოთავსდეს პროთეზზე
შემადგენლობა
ნატრიუმის ალგინატი, ვისკოზის ბოჭკო, პოლიპროპილენის ბოჭკო.
უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
გვერდითი მოვლენები: იშვიათად შეიძლება განვითარდეს პირის ღრუს ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, ასეთ შემთხვევაში მიმართეთ თქვენს სტომატოლოგს.
გაფრთხილება
გამოიყენება მხოლოდ მთლიანი პროთეზისთვის ჯანსაღ ლორწოვან გარსზე.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
Похожие товары
Вопросы и ответы
Задать вопросПока никто не спрашивал. Есть опыт или вопрос? Будьте первым.