Содержание этой страницы пока доступно только на грузинском. ქართულად →

Puressentiel მწერების ნაკბენის დამამშვიდებელი როლერი 11 ეთერზეთი 5მლ
Puressentiel

მწერების ნაკბენის დამამშვიდებელი როლერი 11 ეთერზეთი 5მლ

Цена 15.50 ₾ 31.00 ₾-50% в 1 аптечной сети

Описание

მწერების ნაკბენის დამამშვიდებელი როლერი 11 ეთერზეთი 5მლ ფიურესენშელი - Puressentiel

100%-ით ბუნებრივი დამამშვიდებელი საშუალება, რომელიც განკუთვნილია მწერების ნაკბენის შედეგად გამოწვეული ქავილის, გაღიზიანების და სიწითლის სწრაფად შესამსუბუქებლად. შეიცავს 11 ეთერზეთს დამამშვიდებელი, ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებებით. მოსახერხებელი ფორმა უზრუნველყოფს წერტილოვან და ჰიგიენურ გამოყენებას ნებისმიერ დროს.

რეკომენდებულია

მწერების ნაკბენით (კოღო, კრაზანა, ფუტკარი, ცხენის ბუზი, ობობა, რწყილი) გამოწვეული ქავილის, გაღიზიანებისა და კანის სიწითლის შესამსუბუქებლად.

ასევე გამოიყენება მცენარეებთან კონტაქტით გამოწვეული კანის გაღიზიანებისა და მსუბუქი ანთებითი რეაქციების დროს.

შემადგენლობა

რავინცარას, ციტრონელას, ლავანდის, გერანის, პიტნის, ევკალიპტის, ლავანდულას, პალმაროზას, ნიოლის, ჩაის ხის, მზესუმზირის ეთერზეთები.

გამოყენების წესი

გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ და წაისვით როლერი ნაკბენ ადგილას, გამოიყენება მოზრდილებში დღეში 3-ჯერ ან მეტჯერ (საჭიროებიდან გამომდინარე), 3 წლიდან ბავშვებში დღეში 2-ჯერ, არაუმეტეს 3 დღის განმავლობაში.

გაფრთხილება: არ გამოიყენება თვალის და პირის ღრუს ირგვლივ. არ გამოიყენება 3 წლამდე ასაკის ბავშვებში, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

უკუჩვენება

ალერგიული რეაქცია შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

არ შეიცავს: კონსერვანტებს და სინთეზურ სუნამოებს.

შენახვის პირობები

შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. გამოშვების ფორმა: როლერი 5 მლ.

ვარგისობის ვადა: პროდუქტის გახსნიდან 12 თვე.

მწარმოებელი: Laboratoire PURESSENTIEL/ ლაბორატორია ფიურესენშელ. საფრანგეთი.

Puressentiel - ფრანგული პრემიუმ ბრენდია - ლიდერი არომათერაპიის მიმართულებით. კომპანია სპეციალიზირებულია გამაჯანსაღებელი პროდუქტების წარმოებაში, რომლებიც დამზადებულია 100%-ით სუფთა, ბუნებრივი, მაღალი ხარისხის ეთერზეთებსა და მცენარეული ექსტრაქტებზე. არ შეიცავს სინთეზურ კონსერვანტებს, საღებავებს, არომატიზატორებს ან ქიმიურ ინგრედიენტებს. კომპანია ფლობს არაერთ საერთაშორისო სერთიფიკატს, რაც ადასტურებს პროდუქციის ორგანულობას და ბუნებრიობას, ეფექტურობას და უსაფღთხოებას, ხარისხს და მაღალ სანდოობას. კომპანიის მისიაა „გახადოს ბუნება ყველასთვის ხელმისაწვდომი“.

საერთაშორისო სტანდარტები:

• ISO 9001 და ISO 13485 - მოიცავს ჯანმრთელობის და სილამაზის ბუნებრივი პროდუქტების წარმოებას
• ISO 14021 - ბრენდის გამჭირვალობის ქარტია შედგენილია სტანდარტის შესაბამისად, რომელიც არეგულირებს გარემოსდაცვით დეკლარაციებს
• UN Global Compact - 2022 წლიდან ფიურესენშელი შეუერთდა გაეროს გლობალური შეთანხმების კორპორაციული პასუხისმგებლობის ინიციატივას და
იღებს ვალდებულებას დაიცვას მისი პრინციპები ადამიანის უფლებების და გარემოს დაცვის მიმართულებით

• B corp სერტიფიკატი - აფასებს და ამოწმებს კომპანიების სოციალურ და გარემოსდაცვით ეფექტურობას ხუთ ძირითად სფეროში: მმართველობა, თანამშრომლები, საზოგადოება, გარემო და მომხმარებლები. როგორც B Corp სერტიფიცირებული კომპანია, ფიურესენშელი იღებს ვალდებულებას, რომ მისი ყოველდღიური მოქმედებები მოემსახუროს ყველას, საერთო კეთილდღეობას
• Ecocert სერტიფიკატი - სერთიფიცირებული მომწოდებლები, რომლებიც აწარმოებენ ბიო პროდუქციას და გამოირჩევიან მაღალი სანდოობით და ხარისხით
• VEGAN, CRUELTY FREE - არ იტესტება ცხოველებზე და პროდუქტები სრულად თავისუფალია ცხოველური წარმოშობის კომპონენტებისგან

Источник: PSP (psp.ge)

Похожие товары

-50% Puressentiel მწერების ნაკბენის საწინააღმდეგო სპრეი 75მლ 46.00 ₾ 23.00 ₾ -50% Puressentiel გამწენდი ანტიბაქტერიული გელი 3 ეთერზეთით 80მლ 22.00 ₾ 11.00 ₾ -50% Puressentiel გამწმენდი ანტიბაქტერიული გელი მგრძნობიარე კანისთვის 80მლ 25.00 ₾ 12.50 ₾ -50% Puressentiel გამწმენდი ანტიბაქტერიული გელი 25მლ 16.00 ₾ 8.00 ₾ -50% Puressentiel მწერების ნაკბენის დამამშვიდებელი კრემი 40მლ 40.00 ₾ 20.00 ₾ -50% Puressentiel მწერების ნაკბენის დამამშვიდებელი კრემი ბავშვების 30მლ 40.00 ₾ 20.00 ₾ -50% Puressentiel მწერების ნაკბენის საწინააღმდეგო სპრეი ბავშვების 60მლ 50.00 ₾ 25.00 ₾ Kalina კოღ. პიკნინ ბეიბ. საწ. სპრეი ბავშ. 120მლ 11.95 ₾

Вопросы и ответы

Задать вопрос

Пока никто не спрашивал. Есть опыт или вопрос? Будьте первым.