Описание
ნაკრები Dolcenera სალი დი ისკია - Sali di ischia
სასაჩუქრე ნაკრები განკუთვნილია ყველა ტიპისთვის. სურნელოვანი წყალი და ლოსიონი განკუთვნილია სხეულის დატენიანებისა და სურნელის მინიჭებისთვის. აქვს თბილი, ყვავილოვან-ხისებრი არომატი - დამამშვიდებელი და ყოვლისმომცველი სურნელი. პარფიუმერული წყალი მსუბუქი და სურნელოვანია - იდეალურია ხშირი გამოყენებისთვის. სხეულის ლოსიონი: ეს არის დამატენიანებელი კრემი პარფიუმერული წყლის მსგავსი დახვეწილი არომატით; მარტივად შეიწოვება და ატენიანებს კანს.
კანის ტიპიგანკუთვნილია ყველა ტიპისთვის.
გამოყენების წესი- გამოიყენება საჭიროებისამებრ სიხშირით.
- დაიტანეთ ლოსიონი კანზე, ნაზად შეიზილეთ სრულ შეწოვამდე.
- მიიპკურეთ სხეულზე სურნელოვანი წყალი - სასურველია პულსაციის ადგილებზე.
არგანის ზეთი: არგანია სპინოზას ზეთი არის მკვებავი ნივთიერებებით მდიდარი მცენარეული ზეთი, რომელიც მიიღება მაროკოული არგანის ხის კაკლებიდან. ხასიათდება ღრმა დატენიანებით, კანის ბარიერის მხარდაჭერითა და დაბერების საწინააღმდეგო თვისებებით. გააჩნია ანტიოქსიდანტური და დამამშვიდებელი ფუნქციები ფორების დახშობის გარეშე. მდიდარია აუცილებელი ცხიმოვანი მჟავებით, E ვიტამინით, სტეროლებით და პოლიფენოლებით. შეიცავს ოლეინის და ლინოლის მჟავებს, რომლებიც ღრმად ატენიანებენ კანს და ხელს უშლიან წყლის დაკარგვას. შეუძლია კანის ბარიერის აღდგენა - აძლიერებს ლიპიდურ ბარიერს, კანს იცავს გარემოს დაზიანებისა და სიმშრალისგან. მდიდარია E ვიტამინით (ტოკოფეროლი) და პოლიფენოლებით, რაც ხელს უწყობს თავისუფალი რადიკალების წინააღმდეგ ბრძოლას და ნაადრევი დაბერების პრევენციას. აქვს დამამშვიდებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება - ხელს უწყობს სიწითლის, გაღიზიანების და ანთების შემცირებას მშრალ ან რეაქტიულ კანში. შეუძლია ჭრილობების შეხორცების მხარდაჭერა - ხელს უწყობს მიკროდაზიანებების შეხორცებას (მაგ. დახეთქილ ან გადახეხილ კანზე). მისი რეგულარული გამოყენებით მცირდება წვრილი ნაოჭები.
მიხაკის ზეთი:ძლიერი ეთერზეთი, რომელიც მიიღება მიხაკის ხის გამხმარი ყვავილის კვირტებისგან. სხეულის მოვლის საშუალებებში ის გამოიყენება მცირე, კონტროლირებადი რაოდენობით ძლიერი მოქმედებისა და გამორჩეული არომატის გამო. აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება: იცავს თავისუფალი რადიკალებისგან, ხელს უშლის დაბერების პროცესს. აქვს ანტიბაქტერიული/სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება: ხელს უწყობს კანის გაწმენდას, აკნეს ან სუნის გამომწვევი ბაქტერიების კონტროლს. სისხლის ცირკულაციის გამაძლიერებელი ეფექტი: ხელს უწყობს კანის ჯანსაღი ტონის შენარჩუნებას და შეხორცების პროცესს. დამამშვიდებელი (ტკივილგამაყუჩებელი) ეფექტი: ამცირებს ტკივილს და ანთებას. სურნელი: პროდუქტს სძენს თბილ-ცხარე ნოტებს.
ილანგ-ილანგის ყვავილის ზეთი: არომატული ეთერზეთი, რომელიც მიიღება კანანგა ოდორატას ხის ყვავილებიდან, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაშია გავრცელებული. სხეულის მოვლის საშუალებებში ის ფასდება მდიდრული სურნელით და კანისთვის სასარგებლო მრავალფუნქციური თვისებებით. გააჩნია ცხიმის ბალანსირების მოქმედება: იცავს კანს ჭარბი ცხიმის გამოყოფისგან და ზედმეტი გამოშრობისგან. აქვს დამამშვიდებელი ეფექტი: ამცირებს გაღიზიანებას, ეფექტურია მგრძნობიარე კანისთვის. ანტიმიკრობული მოქმედება: ხელს უშლის გამონაყარის გაჩენას და უსიამოვნო სუნს. აქვს დაბერების საწინააღმდეგო და რეგენერაციული მოქმედება: ხელს უწყობს კანის განახლებას, ელასტიურობას და ახალგაზრდულ იერს. არომატი განწყობისთვის: აქვს მდიდრული ყვავილოვანი სურნელი; ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ამსუბუქებს შფოთვას, ამაღლებს განწყობას.
არ შეიცავს პარაბენებს, პარაფინს, გმო-ს.
1. პარფიუმერული წყალი - Alcohol Denat., Aqua (Water), Parfum (Fragrance), Tetramethyl Acetyloctahydronaphthalenes, Benzyl Benzoate, Vanillin, Coumarin, Linalool, Eugenia Caryophyllus (Clove) Bud Oil, Eugenol, β‑Caryophyllene, Cinnamal, Cananga Odorata (Ylang‑Ylang) Flower Oil, Anethole, Citral, Pinene, Limonene, Terpinolene, Rose Ketones.
2. ტანის ლოსიონი - Aqua, Cetearyl Alcohol, Glyceryl Stearate, Tripelargonin, Ethylhexyl Stearate, Ceteareth‑25, Glycerin, Phenoxyethanol, Argania Spinosa (Argan) Oil, Hydrolyzed Keratin, Parfum, Xanthan Gum, Ethylhexylglycerin, Tetrasodium EDTA, BHT, Citric Acid, Linalool, Citronellol, D‑Limonene, Potassium Bromide, Sodium Chloride, Potassium Iodide, Magnesium Sulfate, Sodium Bicarbonate.
მოცულობა200+125 მლ.
სერია/ხაზის შესახებ ინფორმაციაSali di Ischia-ს სხეულის მოვლის ხაზში შემოთავაზებულია ისკიას თერმული წყლების სამკურნალო ძალის შერწყმა კანის მოვლის თანამედროვე ინოვაციებსა და გამოცდილებასთან. იგი იდეალურია ყველასთვის, ვისაც სურს სხეულის მოვლის სრულყოფილი რუტინა პროდუქტებით, რომელიც გამდიდრებულია თერმული წყლით, ნაზი არომატული და მკვებავი ინგრედიენტებით. ბრენდის სხეულის მოვლის ხაზი შთაგონებულია კუნძულის ვულკანური ფლორით, სამკურნალო ტალახით, თერმული წყლებითა და მინერალური მარილებით, რაც მიზნად ისახავს კანის სიჯანსაღის ხელშეწყობას. პროდუქტები გაჯერებულია ხმელთაშუა ზღვის მცენარეული ექსტრაქტებით და ეთერზეთებით, რომელთაც გააჩნია მკვებავი, ანტიოქსიდანტური, დამამშვიდებელი და აღმდგენი მოქმედება. ეს გახლავთ სპა - სახლის პირობებში.
ბრენდის/მწარმოებლის შესახებ ინფორმაციაSali di Ischia არის იტალიური კოსმეტიკური ბრენდი თავის მოვლის მრავალფეროვანი საშუალებებით, რომლებიც შთაგონებულია კუნძულ ისკიას ხმელთაშუა ზღვისა და თერმული წყლებით. ბრენდი ფოკუსირებულია ისეთი პროდუქტების შექმნაზე, რომლებიც ხელს უწყობს ჯანმრთელობას და სილამაზეს. ხასიათდება თბილი სურნელით, რბილი ტექსტურებით და ბუნებრივი მცენარეული შემადგენლობით. ბრენდის პროდუქტები ასოცირდება კანის მოვლის პროფესიონალურ პროცედურებთან. ასორტიმენტში წარმოდგენილია პროდუქციის ფართო არჩევანი სახის, ტანის, თმის, ფეხის მოვლისთვის, აგრეთვე სუნამოები და სასაჩუქრე ნაკრებები, სახლის სუნამოები და პროფესიონალური სამასაჟე პროდუქტები.
ბრენდი შთაგონებას იღებს ხმელთაშუა ზღვის კულტურიდან და ისკიას თერმული წყლებიდან, რომლებიც ხასიათდება დამატენიანებელი, დამამშვიდებელი და ანტიოქსიდანტური თვისებებით.
ბრენდის ფორმულები არ შეიცავს პარაბენებს, გმო-ს, SLS/SLES-ს, პარაფინს. კომპონენტები მოიპოვება ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, ასევე გადამუშავებადი შეფუთვები ასახავს მის მაღალ ეკოლოგიურ ცნობიერებას.
Похожие товары
Вопросы и ответы
Задать вопросПока никто не спрашивал. Есть опыт или вопрос? Будьте первым.