Содержание этой страницы пока доступно только на грузинском. ქართულად →

Sali di ischia სახის შრატი ცხიმიანი კანისთვის 30 მლ
Sali di ischia

სახის შრატი ცხიმიანი კანისთვის 30 მლ

Цена 41.97 ₾ 83.95 ₾-50% в 1 аптечной сети

Описание

სახის შრატი ცხიმიანი კანისთვის სალი დი ისკია - Sali di ischia

სპეციფიკური, ცხიმიანი, კომბინირებული, კომედონების და გამონაყარის მქონე პრობლემური კანისთვის. სპეციალური ფორმულა, რომელიც მდიდარია მაღალკონცენტრირებული აქტიური ინგრედიენტებით, თერმული მარილების დეტოქსიკაციურ, შემკვრელ თვისებებთან ერთად ახდენს გამწმენდ და ცხიმის რეგულირების ეფექტს არაჯანსაღ და პრობლემურ კანზე, რომელსაც აქვს ნაკლოვანებები, გამონაყარი და კომედონები. კანს ანიჭებს ერთგვაროვან და ჯანსაღ იერს. მსუბუქი ტექსტურა მყისიერად შეიწოვება, კანს ანიჭებს სიგლუვეს და ტენიანობას. წარმოადგენს შესანიშნავ ბაზას თანაბარი და ხანგრძლივი მაკიაჟისთვის.

კანის ტიპი

განკუთვნილია სპეციფიკური, ცხიმიანი, კომბინირებული, კომედონების და გამონაყარის მქონე პრობლემური კანისთვის.

გამოყენების წესი
  • გამოიყენება ყოველდღიურად, დილა-საღამოს.
  • წაისვით სახის შრატი დილით და საღამოს გაწმენდილ კანზე დამატენიანებელი კრემის წასმამდე.
  • განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ ისეთ ადგილებს, როგორიცაა ცხვირის არე, წარბებს შორის სივრცე და ნიკაპი.
  • შრატის მოხმარებამდე საფუძვლიანად დაისუფთავეთ სახის კანი.
  • სახის დაბანისას მოერიდეთ ცხელი წყლის გამოყენებას და კანზე უხეშ ზემოქმედებას.
  • დაიტანეთ სუფთა თითებით.
  • შრატის მოხმარების შემდეგ დაიტანეთ სახის და თვალის კრემი.
ინგრედიენტები / შემადგენლობა

სალიცილის მჟავა: ბეტა ჰიდროქსი მჟავა კერატოლიზური და კანის გამასწორებელი თვისებებით, აქვს ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. მნიშვნელოვნად ამცირებს მიკროკომედონების წარმოქმნას, რომლებიც წარმოადგენენ აკნეს ყველა სხვა ფორმის წინამორბედს.

შემწოვი მიკრო კაფსულები: აბალანსებენ ცხიმის არანორმალურ გამომუშავებას, რაც კანს გლუვ ეფექტს ანიჭებს.

თერმული მარილები: დამამშვიდებელი და ანტიოქსიდანტური თვისებები.

არ შეიცავს პარაბენებს, პარაფინს, გმო-ს.

AQUA, DIMETHICONE, CYCLOPENTASILOXANE, POLYPROPYLENE, SILICA, BUTYLENE GLYCOL, LAURYL PEG-9 POLYDIMETHYLSILOXYETHYL DIMETHICONE, IMETHICONE/ VINYL DIMETHICONE CROSSPOLYMER, SODIUM CHLORIDE, PEG/PPG-19/19 DIMETHICONE, PHENOXYETHANOL, SALICYLIC ACID, ETHYLHEXYLGLYCERIN, PARFUM, HEXYL CINNAMAL, TOCOPHEROL, MAGNESIUM SULFATE, POTASSIUM BROMIDE, POTASSIUM IODIDE, SODIUM BICARBONATE.

მოცულობა

30 მლ.

სერია/ხაზის შესახებ ინფორმაცია

Sali di Ischia-ს სახის კანის მოვლის ხაზში გამოყენებულია ისკიას თერმული წყლის ძალა კანის დატენიანების, დამშვიდებისა და აღდგენისთვის. ასორტიმენტი მოიცავს ნაზ და ეფექტურ გამწმენდ საშუალებებს, ტონერებს სპირტის გარეშე, დამატენიანებლებს, სახის შრატებს, კრემებს და თვალის კრემებს - ყველა მათგანი განკუთვნილია საფუძვლიანი დატენიანებისთვის, კანის ჯანსაღი ბალანსის დაცვისა და აღდგენისთვის.

ბრენდის/მწარმოებლის შესახებ ინფორმაცია

Sali di Ischia არის იტალიური კოსმეტიკური ბრენდი თავის მოვლის მრავალფეროვანი საშუალებებით, რომლებიც შთაგონებულია კუნძულ ისკიას ხმელთაშუა ზღვისა და თერმული წყლებით. ბრენდი ფოკუსირებულია ისეთი პროდუქტების შექმნაზე, რომლებიც ხელს უწყობს ჯანმრთელობას და სილამაზეს. ხასიათდება თბილი სურნელით, რბილი ტექსტურებით და ბუნებრივი მცენარეული შემადგენლობით. ბრენდის პროდუქტები ასოცირდება კანის მოვლის პროფესიონალურ პროცედურებთან. ასორტიმენტში წარმოდგენილია პროდუქციის ფართო არჩევანი სახის, ტანის, თმის, ფეხის მოვლისთვის, აგრეთვე სუნამოები და სასაჩუქრე ნაკრებები, სახლის სუნამოები და პროფესიონალური სამასაჟე პროდუქტები. ბრენდი შთაგონებას იღებს ხმელთაშუა ზღვის კულტურიდან და ისკიას თერმული წყლებიდან, რომლებიც ხასიათდება დამატენიანებელი, დამამშვიდებელი და ანტიოქსიდანტური თვისებებით. ბრენდის ფორმულები არ შეიცავს პარაბენებს, გმო-ს, SLS/SLES-ს, პარაფინს. კომპონენტები მოიპოვება ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, ასევე გადამუშავებადი შეფუთვები ასახავს მის მაღალ ეკოლოგიურ ცნობიერებას.

Источник: PSP (psp.ge)

Похожие товары

-49% Sali di ischia მიცელარული წყალი 200 მლ 24.95 ₾ 12.48 ₾ -49% Sali di ischia მიცელარული წყალი ორფაზიანი 200 მლ 51.95 ₾ 25.98 ₾ -49% Sali di ischia თვალის კრემი ფილერი 30 მლ 57.95 ₾ 28.98 ₾ -49% Sali di ischia მიცელარული წყალი 3-1 250 მლ 46.95 ₾ 23.48 ₾ -49% Sali di ischia სახის გამწმენდი და ტონერი 250 მლ 57.95 ₾ 28.98 ₾ -50% Sali di ischia სახის სკრაბი 150 მლ 41.95 ₾ 20.97 ₾ -50% Sali di ischia სახის შრატი ლოკოკინას 30 მლ 59.95 ₾ 29.97 ₾ -50% Sali di ischia სახის შრატი ნიაცინამიდის 20% 30 მლ 59.95 ₾ 29.97 ₾

Вопросы и ответы

Задать вопрос

Пока никто не спрашивал. Есть опыт или вопрос? Будьте первым.