Содержание этой страницы пока доступно только на грузинском. ქართულად →

სანლაიფი D3 - Sunlife D3 1000სე 60 ტაბლეტი

სანლაიფი D3 - Sunlife D3 1000სე 60 ტაბლეტი

Цена 36.04 ₾ 40.00 ₾-9% в 1 аптечной сети

Описание

სანლაიფი D3 1000 ს.ე.

მინი ტაბლეტები

საკვები დანამატი

მნიშვნელოვანია იმუნური სისტემის, კუნთოვანი ქსოვილების და ძვლებისთვის

შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს 1000 ს.ე. (25 მკგ) D3 ვიტამინს (ქოლეკალციფეროლი).

ფოსფორისა და კალციუმის ცვლაზე მოქმედი საშუალებები. ძვლის ქსოვილში ნივთიერებათა ცვლის მარეგულირებელი საშუალებები

D3 ვიტამინი ორგანიზმისთვის განსაკუთრებით აუცილებელია კალციუმისა და ფოსფატების ასათვისებლად, განსაზღვრავს ძვლებისა და კბილების ჯანმრთელობას. D ვიტამინის ნაკლებობა იწვევს ძვლის მინერალიზაციის შემცირებას (ოსტეოპოროზი), ძვლის მოტეხილობას. D3 უზრუნველყოფს ნერვ-კუნთოვანი და იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, ამაღლებს ორგანიზმის მდგრადობას ინფექციებისა და ვირუსებისადმი. ზრდის ორგანიზმში სეროტონინის დონეს.

D3 ვიტამინი ორგანიზმში არეგულირებს ორასამდე გენის ფუნქციას, აუცილებელია ზრდის და განვითარებისთვის. მისი ნაკლებობისას შეიძლება განვითარდეს სიმსუქნე, დიაბეტი, ჰიპერტენზია, დეპრესია, ფიბრომიალგია, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, ოსტეოპოროზი და ნეიროდეგენერაციული დაავადებები, მათ შორის ალცჰაიმერის დაავადება.

ასაკის მატებასთან ერთად კანი კარგავს მზის სხივების D ვიტამინად გარდაქმნის უნარს. ამიტომაც აუცილებელია მისი დამატებით მიღება

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

მიღების წესი და დოზირების რეჟიმი: მიიღება წყლის ან ცივი სასმელის მიყოლებით, სადილის დროს. 1 ტაბლეტი ერთხელ დღეში. დოზირება შესაძლებელია შეიცვალოს ექიმის დანიშნულების მიხედვით.

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.

შენახვის წესი: ინახება ბავშვებისაგან მიუწვდომელ, მშრალ, ბნელ ადგილას, 30ºC ტემპერატურამდე პირობებში.

გამოშვების ფორმა: 60 ტაბლეტი შეფუთვაში.

Источник: PSP (psp.ge)

Похожие товары

-15% Calcerone კალცერონი 20 შუშხუნა ტაბლეტი 27.00 ₾ 22.95 ₾ в 2 аптечных сетях -2% Ramno D3 რამნო D3 2000სე 30 ტაბლეტი 38.85 ₾ 38.07 ₾ в 2 аптечных сетях -50% Solgar ვიტამინი E 100სე 50 კაფსულა 49.00 ₾ 24.50 ₾ -9% Max-D-Vit მაქს-დ-ვიტი 24 საწუწნი ტაბლეტი 31.25 ₾ 28.16 ₾ -2% Equidral პაკეტი 8გრ N10 39.00 ₾ 38.22 ₾ -9% ბილივიტი - Bilivit 30 კაფსულა 36.70 ₾ 33.07 ₾ -50% Solgar ვიტამინი C 500მგ 50 კაფსულა 78.00 ₾ 39.00 ₾ -4% Imunostabil იმუნოსტაბილი 200მლ ხსნარი 7.27 ₾ 6.91 ₾

Вопросы и ответы

Задать вопрос

Пока никто не спрашивал. Есть опыт или вопрос? Будьте первым.