Содержание этой страницы пока доступно только на грузинском. ქართულად →

სელენიუმ ფორტე - Selenium Forte 200მკგ 30 კაფსულა

სელენიუმ ფორტე - Selenium Forte 200მკგ 30 კაფსულა

Цена 31.12 ₾ 34.54 ₾-9% в 1 аптечной сети

Описание

შემადგენლობა: სელენი 200მკგ.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი : მიკროელემენტo, ანტიოქსიდანტი.

გამოყენების რეკომენდაცია

სელენიუმ ფორტე წარმოადგენს ანტიოქსიდანტურ ფერმენტ გლუტათიონ პეროქსიდაზას კოფაქტორს, რომლებიც ანეიტრალებენ ენდოგენურად და ეგზოგენურად წარმოქმნილ ყველაზე აგრესიულ თავისუფალ რადიკალებს და იცავს უჯრედს მათი მავნე ზემოქმედებისგან

სელენი შედის ფერმენტ- იოდთირონინ 5-დეიოდინაზას შემადგენლობაში, რომელიც აკონტროლებს ტრიოდთირონინის წარმოქმნას. ჰიპოთირეოზის დროს, სელენიუმ ფორტე არა მხოლოდ ააქტიურებს თირეოიდულ ჰორმონს, არამედ იცავს ფარისებრ ჯირკვალს თავისუფალი რადიკალებით დაზიანებისაგან.

სელენიუმ ფორტე ,როგორც ანტიოქსიდანტი ამცირებს სტრესის ჰორმონ-კორტიზოლის დონეს სისხლში და აუმჯობესებს გუნება-განწყობას.

სელენი ხელს უწყობს ინტერლეიკინ 2 (IL-2)-ის აქტივობის ზრდას და T-ჰელპერების ნორმალურ ზრდასა და განვითარებას.

შესაბამისად აუმჯობესებს იმუნურ სისტემას.

ჩვენებები:

_ ჰიპოთირეოზი ,იოდდეფიციტი

_ არასასურველი ეკოლოგიური გარემოს და მავნე ჩვევების უარყოფითი ზემოქმედების შემცირების მიზნით;

_ ორგანიზმის რეზისტენტულობის გაზრდა გაცივების საწინააღმდეგოდ;

_ მომატებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვების დროს;

_ აღდგენის პერიოდი ხანგრძლივი ან/და მძიმედ მიმდინარე დაავადებების შემდგომ, მათ შორის ინფექციური დაავადებებისას;

_ სხვადასხვა ეტიოლოგიის ასთენიური მდგომარეობის დროს;

_ არაბალანსირებული და არასრულყოფილი კვების დროს.

_ სელენის უკმარისობის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის;

გამოყენების წესი და დოზირება
სელენიუმ ფორტე ინიშნება დღეში ერთხელ, საუზმის დროს. მკურნალობის კურსი ერთი თვე
რეკომენდირებულია პროფილაქტიკური კურსის ჩატარება წელიწადში 2-3 ჯერ.

გვერდითი მოვლენები

პრეპარატის რეკომენდებული დოზებით გამოყენების დროს გვერდითი ეფექტები არ აღინიშნება.

უკუჩვენება
პრეპარატის უკუჩვენებას წარმოადგენს ჰიპერმგრძნობელობა მისი კომპონენტების მიმართ.

გამოშვების ფორმა
10 ტაბლეტი ბლისტერზე, 3 ბლისტერი კოლოფში.

შენახვის პირობა

ინახება მშრალ,გრილ, სინათლისგან დაცულ ადგილას.
მწარმოებელი

IRB Laboratoires Nutrisanté – 85612 Montaigu FRANCE, საფრანგეთი.

Источник: PSP (psp.ge)

Похожие товары

-15% Calcerone კალცერონი 20 შუშხუნა ტაბლეტი 27.00 ₾ 22.95 ₾ в 2 аптечных сетях -2% Ramno D3 რამნო D3 2000სე 30 ტაბლეტი 38.85 ₾ 38.07 ₾ в 2 аптечных сетях Solgar ვიტამინი E 100სე 50 კაფსულა 49.00 ₾ -9% Max-D-Vit მაქს-დ-ვიტი 24 საწუწნი ტაბლეტი 31.25 ₾ 28.16 ₾ -2% Equidral პაკეტი 8გრ N10 39.00 ₾ 38.22 ₾ -4% Imunostabil იმუნოსტაბილი 200მლ ხსნარი 7.27 ₾ 6.91 ₾ -9% Seledoks პლატინიუმი 30 კაფსულა 37.00 ₾ 33.34 ₾ -9% ტროფოკარდი - Trofocard 60.77მგ 30 ტაბლეტი 45.00 ₾ 40.55 ₾

Вопросы и ответы

Задать вопрос

Пока никто не спрашивал. Есть опыт или вопрос? Будьте первым.