Содержание этой страницы пока доступно только на грузинском. ქართულად →

Solgar აციდოფილუსი 60კაფსულა
Solgar

აციდოფილუსი 60კაფსულა

Цена 73.62 ₾ в 1 аптечной сети

Описание

აციდოფილუსი 60კაფსულა სოლგარი - Solgar

შემადგენლობა:

კომპლექსის შემადგენლობაში შედის 500 მილიონი მიკროორგანიზმი:

ლაქტობაქტერიები - L. acidophilus, LA-5 – 250 მილიონი ცოცხალი მიკროორგანიზმი

ბიფიდობაქტერიები - B. lactis, BB-12 – 250 მილიონი ცოცხალი მიკროორგანიზმი

ფარმაკოდინამიკური თვისებები:

• აქვეითებენ PH-ს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში (ლაქტობაქტერიების მიერ რძის მჟავის გამომუშავების, ხოლო ბიფიდობაქტერიების მიერ რძის მჟავის გარდა ძმარმჟავის და ქარვის მჟავის გამომუშავების შედეგად)

• გამოიმუშავებენ პათოგენური ბაქტერიებისათვის ტოქსიურ მეტაბოლიტებს (H2O2)

• აპროდუცირებენ ბაქტერიონებს (ანტიბაქტერიულ ნივთიერებებს)

(LA-5 გამოიმუშავებს ფართო სპექტრის მოქმედების ბაქტერიოცინს, აციდონინს, რომელიც ახდენს ბაქტერიებისა და სოკოების ზრდის ინჰიბირებას)

• მოიხმარენ პათოგენური ბაქტერიებისათვის განკუთვნილ საკვებ ნივთიერებებს

• აბლოკირებენ ადჰეზიურ რეცეპტორებს, რითაც ხელს უშლიან პოტენციურად პათოგენური მიკროორგანიზმების კოლონიზაციას

• ახორციელებენ იმუნური სისტემის სპეციფიური და არასპეციფიური რგოლების სტიმულირებას

გამოყენება (კომპლექსურ თერაპიაში):

• დისბაქტერიოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა

• მწვავე და ქრონიკული გასტროენტეროკოლიტი და კოლიტი, დიარეა, ყაბზობა, მეტეორიზმი, ღებინება, მუცლის ტკივილი

• კუჭ-ნაქლავის ტრაქტის ინფექციური დაავადებები

• ანტიბიოტიკოთერაპიის, ქიმიოთერაპიის შედეგად განვითარებული დისბაქტერიოზი

• ალერგიული დაავადებების კომპლექსური თერაპია

დამატებითი ინგრედიენტები: აციდოფილუს ადვანს პლუს კომპლექსი (მალტოდექსტრინი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის ალგინატი, მიკროორგანიზმების კულტურა, სილიკა გელი, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი) მიკროკრისტალური ცელულოზა, მცენარეული ცელულოზა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი.

არ შეიცავს ალერგენებს!

არ შეიცავს: გლუტეინს, სახამებელს, რძის პროდუქტებს, სოიოს, შაქარს, საფუარს, დამატკბობლებს, ხელოვნურ არომატიზატორებს, კონსერვანტებს და მღებავ ნივთიერებებს.

დოზირება:

მიიღება მოზრდილებში 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში, სასურველია საკვების მიღების დროს.

ორსულობის, ლაქტაციის პერიოდში ან გვერდითი მოვლენების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე ან მაცივარში. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: 60 მცენარეული კაფსულა.

მწარმოებელი: სოლგარი, აშშ.

ასევე, იხილეთ : Solgar - სოლგარი აციდოფილუსი 40+ 60კაფსულა

Источник: PSP (psp.ge)

Похожие товары

Вопросы и ответы

Задать вопрос

Пока никто не спрашивал. Есть опыт или вопрос? Будьте первым.