Содержание этой страницы пока доступно только на грузинском. ქართულად →

Solgar კოემზიმ-Q10 200მგ 30 კაფსულა
Solgar

კოემზიმ-Q10 200მგ 30 კაფსულა

Цена 79.13 ₾ 158.25 ₾-49% в 1 аптечной сети

Описание

კოემზიმ-Q10 200მგ 30 კაფსულა სოლგარი - Solgar

მეგასორბი კოენზიმ -Q 10 200მგ

რატომ სოლგარის მეგასორბი კოენზიმ -Q 10 ?

ამცირებს გულ-სისხლძარღვთა, კუჭ-ნაწლავის, საყრდენ-მამოძრავებელი და ნერვული სისტემის მძიმე დაავადებების განვითარების ალბათობას.

· აძლიერებს იმუნიტეტს;

· ზრდის ამტანობას, ხსნის დაღლილობას;

· ზრდის წონის კორექციის პროგრამების ეფექტურობას;

· ახასიათებს მკვეთრად გამოხატული ანტიოქსიდანტური მოქმედება;

· ორგანიზმს უზრუნველყოფს ენერგიით;

ფარმაკოლოგიური თვისებები და მოქმედების მექანიზმები

კოენზიმ Q-10 (უბიქინონი) ენდოგენური ნივთიერებაა, რომელიც სინთეზდება ღვიძლში. იგი მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვაში, ცხიმში ხსნადობის გამო აღწევს ლიპოფილური მიტოქონდრიების მემბრანაში და მონაწილეობს ატფ - ის სინთეზში. კოენზიმ Q-10 აძლიერებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს, როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი იცავს მემბრანულ ლიპიდებს, ცილებს, დნმ -ს ჟანგბადის აქტიური ფორმების მავნე ზემოქმედებისგან. კოენზიმ Q-10 ამცირებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების და ტრიგლიცერიდების კონცენტრაციას სისხლში. ზრდის ორგანიზმში არსებული ფერმენტების აქტივობას, ლეციტინის სინთეზის სტიმულაციის გზით, აუმჯობესებს ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციას.

კოენზიმ Q-10 ხელს უწყობს აცეტილქოლინის სინთეზს და ქოლინერგული პროცესების სტიმულაციას თავის ტვინში, ააქტიურებს ორგანიზმის თითოეულ უჯრედს და მათ დამცველობით თვისებას.

კოენზიმ Q-10 ძლიერი ბუნებრივი იმუნომოდულატორია, ზრდის ორგანიზმის ანტიმიკრობულ და ანტივირუსულ აქტივობას.

ხელს უწყობს ცხიმების წვას, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, არეგულირებს სხეულის წონას.

გამოყენება (კომპლექსურ თერაპიაში):

· კარდიოლოგია: გულის იშემიური დაავადებები (სტენოკარდია, გულის ქრონიკული უკმარისობა), ათეროსკლეროზი, ჰიპერტონია, კარდიომიოპათია, არითმია;

· ნევროლოგია: ინსულტი, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლა, ასთენია, შაკიკი, მიასთენია, პოლინეიროპათია, დემენცია, გაფანტული სკლეროზი;

· ენდოკრინოლოგია: შაქრიანი დიაბეტი, თირეოტოქსიკოზი, სიმსუქნე, გლუკოკორტიკოიდებით ხანგრძლივი მკურნალობა;

· ანდროლოგია: უშვილობა მამაკაცებში, სპერმატოგენეზის დარღვევა (ოლიგოსპერმია, სპერმააგლუტინაცია და ა.შ), ვარიკოცელე;

· გინეკოლოგია: ანტიფოსპოლიპიდური სინდრომი, ჰიპერპროლაქტინემია, კლიმაქტერული სინდრომი, ანემბრიონია, თვითნებითი აბორტი, ინფექციური დაავადებების შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი, სიმსუქნით გამოწვეული უშვილობა, ჰორმონალური დისბალანსი;

· ქირურგია: ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი, ფიზიკური ძალის მოსამატებლად დასუსტებულ ავადმყოფებში;

· გასტროენტეროლოგია: ქრონიკული ანაციდური გასტრიტი, ქრონიკული ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი, ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია;

· პულმონოლოგია: სასუნთქი სისტემის ქრონიკული ინფექციები;

· დერმატოვენეროლოგია: ფსორიაზი, სებორეა, სკლეროდერმიის კანის ფორმა;

· ნეფროლოგია და უროლოგია: გლომერულონეფრიტი, თირკმლის ცხიმოვანი დისტროფია, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა.

· ონკოლოგია: ქიმიო და სხივური თერაპიის შემდგომი პერიოდი, სარძევე ჯირიკვლის ავთვისებიანი სიმსივნეები;

შემადგენლობა:

კოენზიმ -Q 10 200მგ

დამატებითი ინგრედიენტები: ბრინჯის ქატოს ზეთი, ჟელატინი, მცენარეული გლიცერინი, სოიოს ლეციტინი, ეთერზეთები, ტიტანის დიოქსიდი (მღებავი ნივთიერება).

არ შეიცავს: გლუტენს, სახამებელს, რძის პროდუქტებს, სოიოს, საფუარს, შაქარს, სოდას, ხელოვნურ არომატიზატორებს, დამატკბობელს და კონსერვანტებს .

დოზირება:

1 კაფსულა 1 ან 2-ჯერ დღეში

გამოშვების ფორმა: 30 კაფსულა.

მწარმოებელი: სოლგარი, აშშ.

ასევე, იხილეთ: Amvilab - ამვილაბი კოენზიმ Q10 120მგ 30 კაფსულა

Источник: PSP (psp.ge)

Похожие товары

Вопросы и ответы

Задать вопрос

Пока никто не спрашивал. Есть опыт или вопрос? Будьте первым.