Содержание этой страницы пока доступно только на грузинском. ქართულად →

სოლვიტალ - Solvitale პრეგნაფოლი 30 კაფსულა

სოლვიტალ - Solvitale პრეგნაფოლი 30 კაფსულა

Цена 41.04 ₾ 45.55 ₾-9% в 1 аптечной сети

Описание

Solvitale Pregnafol

30 კაფსულა

Საკვები დანამატი. სოლვიტალ პრეგნაფოლი შეიცავს კვატრიფოლს - მე-4 თაობის ფოლიუმის მჟავას. იგი ხელს უწყობს ორსულობის დროს უჯრედების დაყოფისა და ზრდის პროცესს, სისხლწარმოქმნას, ამინომჟავების სინთეზს, იმუნური სისტემის გაძლერებას და ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. კვატრიფოლი აბალანსებს დედის ფოლიუმზე გაზრდილს მოთხოვნას . ორსულებში ფოლის მჟავას დეფიციტი განაპირობებს ნაყოფში ნერვული მილის განვითარების მანკების წარმოშობას.
პროდუქტი განკუთვნილია რეპროდუქციული ასაკის ქალებისთვის.

სასურველი ეფექტი მიიღწევა კვატრიფოლის 400 მკგ მიღებით ორსულობამდე 1 თვით ადრე და ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში. კვატრიფოლი ხელს უწყობს ჰომოცისტეინის ნორმალურ მეტაბოლიზმს და მონაწილეობს უჯრედების დაყოფის პროცესში.

ასევე, იხილეთ : Amvilab - ამვილაბი ფოლის მჟავა 400მკგ 100 ტაბლეტი

პროდუქტი არ შეიცავს გმო-ს, ლაქტოზას, გლუტენს და სხვა ალერგენებს.

დამზადებულია ევროკავშირში (EU)

შემადგენლობა რეკომენდებული დღიური დოზა (1 კაფსულა) NRV* კვატრიფოლი ((6S)-5-მეთილტეტრაჰიდროფოლის მჟავა გლუკოზამინის მარილი). 400 მკგ 200%


*NRV - ცნობითი ინფორმაცია კვებითი ღირებულების შესახებ.

შემადგენლობა:

კვატრიფოლი ((6S)-5-მეთილტეტრაჰიდროფოლის მჟავა გლუკოზამინის მარილი). დამხმარე ნივთიერებები: ინულინი (ბოჭკოები), ჟელატინის კაფსულის გარსი, ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები .

დოზირება:

რეპროდუქციული ასაკის ქალებისთვის რეკომენდებული დღიური დოზაა 1 კაფსულა დღეში. დოზის გაზრდა შესაძლებელია ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაციის შემდეგ.

სიფრთხილის ზომები:

მომატებული მგრძნობელობა პროდუქტში შემავალი ინგრედიენტების მიმართ; საკვები დანამატი, არ უნდა იქნას გამოყენებული როგორც სრულფასოვანი და დაბალანსირებული კვების შემცვლელი; არ უნდა გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დღიურ დოზას; უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბნელ ადგილას, კარგად დახურულ ორიგინალ შეფუთვაში.

მასა: 17,9 გ

Источник: PSP (psp.ge)

Похожие товары

Вопросы и ответы

Задать вопрос

Пока никто не спрашивал. Есть опыт или вопрос? Будьте первым.