Содержание этой страницы пока доступно только на грузинском. ქართულად →

სტიმულიტი პლიუსი შამპუნი 270მლ

სტიმულიტი პლიუსი შამპუნი 270მლ

Цена 14.50 ₾ в 1 аптечной сети

Описание

“სტიმულიტი” წარმოადგენს თვისობრივად ახალი ტიპის შამპუნს, დამზადებულს უნიკალური ფორმულის მიხედვით, რის გამოც იგი პრინციპულად განსხვავდება სხვა დანარჩენი შამპუნებისაგან. მისი გამორჩეული კოსმეტიკური და თერაპიული ეფექტი განსაზღვრულია სამკურნალო მცენარეებისგან მიღებული ნატურალური ექსტრაქტებით, რომელთა რაოდენობა თითოეულ ფლაკონში 60%-ს აჭარბებს. “სტიმულიტი” - ეს შვიდი სხავადასხვა სამკურნალო მცენარის ზემოქმედებაა თქვენს თმებზე.

“სტიმულიტი” შესანიშნავი ალტერნატიული საშუალებაა იმ ფართოდ რეკლამირებული ქიმიური შამპუნების მაგივრად, რომელთა შემადგენელი სინთეტიური აგენტები ხშირად იწვევენ კანის გამოშრობას, თმის ღეროს სტრუქტურის გაუარესებას, რაც თმის ცვენისა და ქერტლიანობის ძირითადი მიზეზი ხდება.

დანიშნულება:

მცენარეული შამპუნი-ბალზამი “სტიმულიტი” გამოიყენება როგორც თმის ცვენის მკურნალობის პერიოდში, თერაპიული ეფექტის ფიქსირებისა და გაძლიერებისათვის, ასევე როგორც პროფილაქტიკური საშუალება თმის ცვენისა და ქერტლიანობის წინააღმდეგ.

სტიმულიტი” მისაღებია ნებისმიერი ტიპის კანისათვის, როგორც ძალზედ ცხიმიანი, ასევე გამომშრალი კანის შემთხვევაშიც. მას ახასიათდებს ნაზი, მასტიმულირებელი მოქმედება, თავის კანი მოჰყავს ნორმალურ მდგომარეობაში და აწესრიგებს თმის საფარში ნივთიერებათა ცვლის პროცესებს.

მოქმედება:

“სტიმულიტი” ხელს უწყობს თმის ცვენისა და ქერტლიანობის შეჩერებას; ამაგრებს თმის ძირებს, კვებავს და აჯანსაღებს თმის საფარს, კარგად ასუფთავებს თმებს და თავის კანს; ყველა სხვა შამპუნებისგან განსხვავებით გააჩნია გამორჩეული თვისებები: ჩამობანისას არ რჩება თმებზე, ბოლომდე შორდება თმის საფარს და ტოვებს სასიამოვნო შეგრძნებას; დაბანის შემდეგ, თმები ადვილად ლაგდება, იძენს მოცულობას, ხდება ფაფუკი და დამყოლი. “სტიმულიტს” ახასიათებს თმის კონდიციონერის კოსმეტიკური ეფექტი.

გამოყენების წესი:

თანმხლები მასაჟით,

სველ თმებზე შეიზილეთ შამპუნის მცირეოდენი რაოდენობა, შემდეგ გადაივლეთ წყალი; პროცედურა გაიმეორეთ 2-3-ჯერ; თმებზე დაგრჩებათ მშვენიერი სურნელი, რომელიც ასევე საფირმო რეცეპტურის საფუძველზე სპეციალურად არის შემუშავებული. “სტიმულიტით” თმების დაბანის შემდეგ სხვა სავლების გამოყენება არ არის საჭირო.

“სტიმულიტი”, როგორც ნამდვილი ნატურალური შამპუნი იკეთებს მცირეოდენ ნალექს. გამოყენების წინ შეანჯღრიეთ.

Источник: PSP (psp.ge)

Похожие товары

-40% Pantene ბამბუკის შამპუნი 250 მლ 19.99 ₾ 11.99 ₾ в 2 аптечных сетях -40% Head & Shoulders შამპუნი 2/1 200 მლ 13.99 ₾ 8.39 ₾ в 2 аптечных сетях -50% Bioderma შამპუნი FLUID Node 400 მლ 88.00 ₾ 44.00 ₾ в 2 аптечных сетях -39% Elseve შამპუნი არგინინის ძალა 250 მლ 14.86 ₾ 8.92 ₾ в 2 аптечных сетях -30% Klorane შამპუნი ქერა თმისთვის 200მლ 41.00 ₾ 28.70 ₾ в 2 аптечных сетях -20% Taft თმის ცვილი 75მლ 18.93 ₾ 15.14 ₾ в 2 аптечных сетях Pantene კონდიციონერი Bond 160 მლ Цена от 19.95 ₾ в 2 аптечных сетях Pantene კონდიციონერი Bond 300 მლ Цена от 29.95 ₾ в 2 аптечных сетях

Вопросы и ответы

Задать вопрос

Пока никто не спрашивал. Есть опыт или вопрос? Будьте первым.