Описание
"წამწამების მოვლის ნაკრები, სხვადასხვა დანიშნულების სამი საშუალებით. 1) შრატი შეიცავს არგანის ზეთს ღრმა დატენიანებისთვის და E ვიტამინს წამწამების მოსავლელად და მტვრევის პრევენციის ხელშესაწყობად. 2) პრაიმერი ქმნის ბაზას, რომელიც ხელს უწყობს სიგრძის, მოცულობისა და აპრეხის გაძლიერებას, 3) ტუში კი აპრეხს და აგრძელებს წამწამებს ხელოვნური წამწამების ეფექტისთვის. ვეგანურია,ა PETA-ს მიერ დამტკიცებული, შეფუთვაში კი ერთჯერადი პლასტმასი არ გამოიყენება.
ნაკრების შემადგენლობა:
• წამწამების შრატი - გამჭვირვალე: 10 მლ
• წამწამების პრაიმერი - თეთრი, ბოჭკოებით: 10 მლ
• წამწამების ასაპრეხი ტუში - Curl & Flex Black: 10 მლ
ძირითადი ინგრედიენტები:
• არგანის ზეთი (Argania Spinosa Kernel Oil, წამწამების შრატში): ღრმად ატენიანებს
• ვიტამინი E (Tocopheryl Acetate, წამწამების შრატში): ხელს უწყობს წამწამების მოვლასა და მტვრევის პრევენციას
გამოყენების წესი:
წამწამების შრატი წაისვით სუფთა წამწამებზე მათი ზრდის ხაზის გასწვრივ და აცადეთ სრულად გაშრობა. შემდეგ წაისვით პრაიმერის თანაბარი ფენა ძირიდან ბოლომდე. ბოლოს ზემოთ მიმართული მოძრაობით წაისვით ასაპრეხი ტუში. ყოველი ფენა გააშრეთ შემდეგის წასმამდე.არ გამოიყენოთ დაზიანებულ კანზე. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და გრილ ადგილას. "
Похожие товары
Вопросы и ответы
Задать вопросПока никто не спрашивал. Есть опыт или вопрос? Будьте первым.