Содержание этой страницы пока доступно только на грузинском. ქართულად →

ვიტადელი - Vitadel წვეთები 20მლ

ვიტადელი - Vitadel წვეთები 20მლ

Цена 42.28 ₾ 46.92 ₾-9% в 1 аптечной сети

Описание

ვიტადელი/Vitadel

შემადგენლობა:

ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი)
ყოველი 1 წვეთი შეიცავს 400სე ვიტამინი D3-ს

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ვიტამინი D ცხიმში ხსნადი ვიტამინია, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავებში კალციუმის, ფოსფორის, რკინის, მაგნიუმისა და თუთიის შეწოვას. ადამიანის ორგამიზმისათვის ვიტამინი D-ს ყველაზე მნიშველოვანი და ადვილად შეწოვადი ფორმა ვიტამინი D3-ია (ქოლეკალციფეროლი). მას სხვაგვარად “მზის ვიტამინს” უწოდებენ, რადგან, იგი ერთადერთი სინთეზირდება კანში მზის ულტრაიისფერი სხივების მოქმედების შედეგად.

ვიტამინი D3 წარმოადგენს ანტირაქიტულ ფაქტორს. იგი განსაზღვრავს ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის ცვლის რეგულაციას და მონაწილეობს ძვლებისა და კბილების მინერალიზაციის პროცესში, ძვალ-სახსროვანი სისტემის ჩამოყალიბებაში, აუცილებელია პარათირეოიდული ჯირკვლის ფუნქციონირებისათვის. იგი აქტიურად არის ჩართული ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა პროცესებში.

ვიტამინი D3-ის დეფიციტი იწვევს: ახალშობილებსა და ბავშვებში რაქიტს, კბილის ემალის წარმოქმნის დარღვევას, ზრდის შეფერხებას, ძვალ-სახსროვანი და ნერვ-კუნთოვანი სისტემის პათოლოგიებს; მოზრდილებში იმუნური სისტემის დაქვეითებას, ოსტეომალაციას, ორსულებში შესაძლოა ტეტანიის სიმპტომების განვითარება.

ჩვენებები:

- D3-ს დეფიციტის პროფილაქტიკა
- რაქიტის პროფილაქტიკისა და კომპლექსური თერაპიის დროს
- ჰიპოკალცემიური ტეტანია
- ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებების პროფილაქტკისა და კომპლექსური თერაპიის დროს
- მალაბსორბცია
- ლაქტაზის აუტანლობა
- პოსტმენოპაუზური პერიოდი
- ვიტამინი D-ს დეფიციტით გამოწვეული სხვა დაავადებებისას, როგორც დამხმარე საშუალება

სადღეღამისო დოზირება:

1 წვეთი 1-ჯერ დღეში, ორი კვირიდან ბავშვებში.რეკომენდებულია ხანგრძლივი გამოყენებისათვის. 1ზე მეტი წვეთი რეკომენდებულია ზამთრის პერიოდში ან ინდივიდუალური საჭიროების შემთხვევაში ექიმის რეკომედაციით . მიღება უმჯობესია კვების დროს. ბავშვთა ასაკში შესაძლოა მისი შერევა რძეში.

გვერდითი მოვლენები:
დღიური რეკომენდებული დოზით მიღების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები არ ახასიათებს.
ურთიერთქმედება სხვა საშუალებებთან:
მოცემული დოზით არ გააჩნია პოტენციური ურთიერთქმედების უნარი.
გამოშვების ფორმა:
წვეთები, 20 მლ ფლაკონი საწვეთურით არ შეიცავს ლაქტოზას, გლუტეინს არომატიზატორებს, საღებავებსა და კონსერვანტებს.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25 ° C ტემპერატურაზე.

აფთიაქიდან გაცემის წესი:
გაიცემა ურეცეპტოდ. საკვები დანამატი

ქარხანა

Leda pharma

თურქეთი

Источник: PSP (psp.ge)

Похожие товары

-15% Calcerone კალცერონი 20 შუშხუნა ტაბლეტი 27.00 ₾ 22.95 ₾ в 2 аптечных сетях -2% Ramno D3 რამნო D3 2000სე 30 ტაბლეტი 38.85 ₾ 38.07 ₾ в 2 аптечных сетях Solgar ვიტამინი E 100სე 50 კაფსულა 49.00 ₾ -9% Max-D-Vit მაქს-დ-ვიტი 24 საწუწნი ტაბლეტი 31.25 ₾ 28.16 ₾ -2% Equidral პაკეტი 8გრ N10 39.00 ₾ 38.22 ₾ -4% Imunostabil იმუნოსტაბილი 200მლ ხსნარი 7.27 ₾ 6.91 ₾ -9% ტროფოკარდი - Trofocard 60.77მგ 30 ტაბლეტი 45.00 ₾ 40.55 ₾ -9% ბილივიტი - Bilivit 30 კაფსულა 36.70 ₾ 33.07 ₾

Вопросы и ответы

Задать вопрос

Пока никто не спрашивал. Есть опыт или вопрос? Будьте первым.