Ginenorm 0.1 g/100 ml
Syrup / suspension, №5 · Active ingredient: Ibuprofen
Leaflet
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
0.1% ხსნარი ვაგინალური გამოყენებისათვის.
თითოეული 100 მლ ფლაკონი შეიცავს:
მოქმედი ნივთიერება: იბუპროფენის იზობუტანოლამონიუმი 0,1 გ (ექვივალენტურია იბუპროფენის 0.0698 გრამისა)
შემავსებელი ნივთიერებები: მეთილ-ეთილ-პროპილ-ბუტილი 2-ფენოქსიეთანოლ -პ- ჰიდრობენზოატი, პოლისორბატი 20, პროპილენის გლიკოლი, მცენარეული ესენცია, დეიონიზირებული წყალი.
ჩვენებები
ყველანაირი წარმოშობის და ტიპის ვულვოვაგინიტი და ცერვიკოვაგინიტი.
წინასაოპერაციო და პოსტოპერაციული მკურნალობა გინეკოლოგიური ქირურგიის დროს.
მიღების წესები და დოზები
1 ან 2 ვაგინალური გამორეცხვა დღეში.
გამოყენების წესი:
გააჩერეთ ბოთლი ცხელი წყლის ორთქლზე და შეათბეთ ოთახის ტემპერატურამდე.
1. სახურავის მოსაშორებლად ბოთლს მიაწექით გვერდიდან.
2. დამცავი შეფუთვიდან ამოიღეთ სტერილური კათეტერი და მოარგეთ ბოთლს მჭიდროდ.
3. გამოიყენეთ ისე, რომ ხსნარმა მოახდინოს მისი გამწმენდი და თერაპიული მოქმედება.
4. ფრთხილად მოათავსეთ კათეტერი საშოში და მოუჭირეთ ხელი ბოთლს მის დაცარიელებამდე.
5. გაიჩერეთ სითხე საშოში რამდენიმე წუთის განმავლობაში, რათა ხსნარმა მოახდინოს მისი თერაპიული მოქმედება. გაითვალისიწნეთ ექიმის სხვა რჩევები.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პროდუქტის შემადგენელ რომელიმე კომპონენტზე ან ქიმიურად მსგავს ნივთიერებაზე.
პროდუქტი არ გამოიყენება ბავშვებში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ექიმის აზრით მისი გამოყენება აუცილებელია.
ჩვეულებრივ არ არის რეკომენდებული ორსულობის ან ბავშვის ძუძუდან მოშორების პერიოდში.
სიფრთხილის ზომები გამოყენების დროს:
პროდუქტი არ უნდა იქნას გამოყენებული სერიოზული, სპეციფიური ან არასპეციფიური ვულვოვაგინიტის დროს.
ორსულობა და ლაქტაცია
არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ლაქტაციის დროს.
განსაკუთრებული მითითებები
NშAP-ის გამოყენებასას იშვიათ შემთხვევებში გამოვლინდა კანის სერიოზული გაღიზიანების, მათ შორის ექსფოლიატიური დერმატიტის, სტივენს-ჯონსონის სინდრომის და კანის ტოქსიკური ნეკროზის ფაქტები. თერაპიის ადრეულ ეტაპზე პაციენტები ექვემდებარებიან მეტ რისკს: უმეტეს შემთხვევებში რეაქციის მომატება აღინიშნებოდა მკურნალობის პირველ თვეს. გინენორმის გამოყენება უნდა შეწყდეს კანზე გამონაყარის, ლორწოვანი გარსის გაღიზიანების ან სხვა სახის მომატებული მგრძნობელობის ნიშნების გამოვლენისთანავე.
პროდუქტის ადგილობრივ გამოყენებას, განსაკუთრებით ხანგრძლივი დროის განმავლობაში, შეუძლია გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობა.
მას ასევე შეუძლია გამოიწვიოს დაგვიანებული ალერგიული რეაქციები, კანის გაღიზიანება. ამ შემთხვევებში შეწყვიტეთ თერაპია და დაიწყეთ შესამაბისი მკურნალობა.
ჭარბი დოზირება
არ მოიპოვება ინფორმაცია დოზის გადაჭარბების მაჩვენებლების შესახებ.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება არ აღინიშნება, რადგან პრეპარატის ადგილობრივი გამოყენება არ იწვევს რაიმე სისტემატურ მოქმედებას.
შენახვის პირობები და ვადები
პროდუქტის გამოყენება არ უნდა მოხდეს შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
მის შენახვასთან დაკავშირებით არ არსებობს რაიმე კონკრეტული მითითებები. შეინახეთ მედიკამენტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
Registration
Data from the regulatory agency's registry. Last synced: 11.11.2026.
Registered on: 16.12.2025
Analogs · Ibuprofen 0.1 g/100 ml
Sorted: cheapest first| Name | Manufacturer | Pack | From |
|---|---|---|---|
| Ginenorm | Laboratorio Chimico Farmaceutico “A. Sella” S.r.l., Italy | №5 | 50.06 ₾ |
Registry data
Q&A
Ask a questionNobody has asked yet. Have an experience or a question? Be the first.
This information is for reference and does not replace advice from a doctor or pharmacist.