გინენორმი 0.1 გ/100 მლ
ურეცეპტოდ · OTC რეგისტრირებული GMP

გინენორმი 0.1 გ/100 მლ

სიროფი / სუსპენზია, №5 · მოქმედი ნივთიერება: Ibuprofen

ფასების შედარება ანალოგები
ყველაზე დაბალი ფასი 50.06 ₾ 3 აფთიაქში

ინსტრუქცია

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

0.1% ხსნარი ვაგინალური გამოყენებისათვის.
თითოეული 100 მლ ფლაკონი შეიცავს:
მოქმედი ნივთიერება: იბუპროფენის იზობუტანოლამონიუმი 0,1 გ (ექვივალენტურია იბუპროფენის 0.0698 გრამისა)
შემავსებელი ნივთიერებები: მეთილ-ეთილ-პროპილ-ბუტილი 2-ფენოქსიეთანოლ -პ- ჰიდრობენზოატი, პოლისორბატი 20, პროპილენის გლიკოლი, მცენარეული ესენცია, დეიონიზირებული წყალი.

ჩვენებები
ყველანაირი წარმოშობის და ტიპის ვულვოვაგინიტი და ცერვიკოვაგინიტი.
წინასაოპერაციო და პოსტოპერაციული მკურნალობა გინეკოლოგიური ქირურგიის დროს.

მიღების წესები და დოზები
1 ან 2 ვაგინალური გამორეცხვა დღეში.
გამოყენების წესი:
გააჩერეთ ბოთლი ცხელი წყლის ორთქლზე და შეათბეთ ოთახის ტემპერატურამდე.
1. სახურავის მოსაშორებლად ბოთლს მიაწექით გვერდიდან.
2. დამცავი შეფუთვიდან ამოიღეთ სტერილური კათეტერი და მოარგეთ ბოთლს მჭიდროდ.
3. გამოიყენეთ ისე, რომ ხსნარმა მოახდინოს მისი გამწმენდი და თერაპიული მოქმედება.
4. ფრთხილად მოათავსეთ კათეტერი საშოში და მოუჭირეთ ხელი ბოთლს მის დაცარიელებამდე.
5. გაიჩერეთ სითხე საშოში რამდენიმე წუთის განმავლობაში, რათა ხსნარმა მოახდინოს მისი თერაპიული მოქმედება. გაითვალისიწნეთ ექიმის სხვა რჩევები.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პროდუქტის შემადგენელ რომელიმე კომპონენტზე ან ქიმიურად მსგავს ნივთიერებაზე.
პროდუქტი არ გამოიყენება ბავშვებში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ექიმის აზრით მისი გამოყენება აუცილებელია.
ჩვეულებრივ არ არის რეკომენდებული ორსულობის ან ბავშვის ძუძუდან მოშორების პერიოდში.

სიფრთხილის ზომები გამოყენების დროს:
პროდუქტი არ უნდა იქნას გამოყენებული სერიოზული, სპეციფიური ან არასპეციფიური ვულვოვაგინიტის დროს.

ორსულობა და ლაქტაცია
არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ლაქტაციის დროს.

განსაკუთრებული მითითებები
NშAP-ის გამოყენებასას იშვიათ შემთხვევებში გამოვლინდა კანის სერიოზული გაღიზიანების, მათ შორის ექსფოლიატიური დერმატიტის, სტივენს-ჯონსონის სინდრომის და კანის ტოქსიკური ნეკროზის ფაქტები. თერაპიის ადრეულ ეტაპზე პაციენტები ექვემდებარებიან მეტ რისკს: უმეტეს შემთხვევებში რეაქციის მომატება აღინიშნებოდა მკურნალობის პირველ თვეს. გინენორმის გამოყენება უნდა შეწყდეს კანზე გამონაყარის, ლორწოვანი გარსის გაღიზიანების ან სხვა სახის მომატებული მგრძნობელობის ნიშნების გამოვლენისთანავე.
პროდუქტის ადგილობრივ გამოყენებას, განსაკუთრებით ხანგრძლივი დროის განმავლობაში, შეუძლია გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობა.
მას ასევე შეუძლია გამოიწვიოს დაგვიანებული ალერგიული რეაქციები, კანის გაღიზიანება. ამ შემთხვევებში შეწყვიტეთ თერაპია და დაიწყეთ შესამაბისი მკურნალობა.

ჭარბი დოზირება
არ მოიპოვება ინფორმაცია დოზის გადაჭარბების მაჩვენებლების შესახებ.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება არ აღინიშნება, რადგან პრეპარატის ადგილობრივი გამოყენება არ იწვევს რაიმე სისტემატურ მოქმედებას.

შენახვის პირობები და ვადები
პროდუქტის გამოყენება არ უნდა მოხდეს შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
მის შენახვასთან დაკავშირებით არ არსებობს რაიმე კონკრეტული მითითებები. შეინახეთ მედიკამენტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

წყარო: PSP (psp.ge)

რეგისტრაცია

მონაცემები მარეგულირებელი სააგენტოს რეესტრიდან. ბოლო სინქრონიზაცია: 11.11.2026.

რეგისტრაციის თარიღი: 16.12.2025

ანალოგები · Ibuprofen 0.1 გ/100 მლ

დალაგებულია: იაფიდან
დასახელება მწარმოებელი შეფუთვა ფასი-დან
გინენორმი Laboratorio Chimico Farmaceutico “A. Sella” S.r.l., იტალია №5 50.06 ₾

რეესტრის მონაცემები

სარეგისტრაციო ნომერირ-044481
მოქმედების ვადა16.12.2030
რეგისტრაციის მფლობელიAesculapius Farmaceutici S.r.l (იტალია)
მწარმოებელიLaboratorio Chimico Farmaceutico “A. Sella” S.r.l., იტალია
გაცემის წესიურეცეპტოდ (III ჯგუფი)
ფორმა, დოზა, შეფუთვა0.1გ/100მლ 100მლ ვაგინალური ხსნარი დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის ფლაკონი №5
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფიგინეკოლოგიური სხვა საშუალებები, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ვაგინალური გამოყენებისთვის
რეგისტრაციის რეჟიმიეროვნული
GMP სერტიფიკატიაქვს · ვადა 23.05.2028

კითხვა-პასუხი

კითხვის დასმა

ჯერ არავის უკითხავს. გაქვთ გამოცდილება ან კითხვა? დასვით პირველმა.

ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.