Otofa 2.6%
Over the counter · OTC Registered GMP

Otofa 2.6%

Drops, №1 · Active ingredient: Rifamycin

Compare prices
Lowest price 16.70 ₾ at 4 pharmacy chains

Leaflet

საერთაშორისო სახელწოდება: რიფამიცინი

სამკურნალო ფორმა: ყურის წვეთები

შემადგენლობა და რაოდენობრივი შემცველობა 100 მლ-ში
მოქმედი ნივთიერებებები: ნატრიუმის რიფამიცინი - 2.6გ, რაც შეესაბამება 2 000 000ME
სხვა კომპონენტები: მაკროგოლი 400, ასკორბინმჟავა, ნატიუმის ედეტატი, კალიუმის მეტაბისულფატი, ლითიუმის ჰიდროქსიდი, გასუფთავებული წყალი
აღწერილობა: მოწითალო-ნარინჯისფერი გამჭვირვალე სითხე

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

რიფამიცინის ჯგუფის ანტიობიოტიკი

ფარმაკოლოგიური თვისებები:

რიფამიცინის ჯგუფის ანტიობიოტიკი ადგილობრივი მოხმარებისთვის ოტოლარინგოლოგიაში. რიფამიცინს მოქმედების მექანიზმი განპირობებულია დნმ-დამოკიდებული რნმ-პოლიმერაზის სტაბილური კომპლექსის წარმოქმნით, რაც ეწინააღმდეგება ბაქტერიების ზრდას. აქტიურია თითქმის ყველა გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიები მიმართ, რომლებიც იწვევენ შუა ყურის ინფექციურ-ანთებით დაავადებებს.

ჩვენება:

მწავე გარეთა ოტიტი; ქრონიკული შუა ოტიტის გამწვავება (დაფის აფკის მდგრადი პერფორაციის დროსაც კი) შუა ყურის ოპერაციული ჩარევის შემდგომი მდგომარეობის დროს;

უკუჩვენება:

რიფამიცინის მიმართ მომატებული მგრძნობელობა; ორსულობის პერიოდში საჭიროა სიფრთხილე

გამოყენების წესი და დოზირება:

მოზრდილებში: 5 წვეთი თითო ყურში 3 ჯერ დღეში ან პრეპარატს ასხმენ ყურში რამოდენიმე წუთის განმავლობაში დღეღამეში ორჯერ.
პრეპარატუ შეიძლება გამოყენებულ იქნეს დაფის ღრუს გამორეცხვის მიზნით აქტიური კანულის მეშვეობით.
ბავშვებში: 3 წვეთი თითო ყურში 3 ჯერ დღეში ან პრეპარატს ასხმენ ყურში რამოდენიმე წუთის განმავლობაში დღეღამეში ორჯერ.
მკურნალობის ხანგრძლივობა – არაუმეტეს 7 დღისა.
ყურის წვეთების გამოყენებამდე რეკომენდირებულია ფლაკონის ხელებში შეთბობა, ყურში ცივი სითხის ჩაწვეთებით გამოწვეული უსიამოვნო შეგრძნებების თავიდან აცილების მიზნით.

გვერდითი მოვლენები:

ადგილობრივი რეაქციები: დაფის აფკის სჰევარდისფერება, (რომელიც ხილულია ოტოსკოპიის დროს). იშვიათად კანი ალერგიული რეაქციები.

ჰიპერდოზირება:

სისხლის მიმოქცევაში პრეპარატის დაბალი აბსორბციის გამო ნაკლებ სავარაუდოა ჰიპერდოზირების განვითარება.

განსაკუთრებული მითითებანი:

მოერიდეთ პრეპარატის ტანსაცმელზე მოხვედრას, ვინაიდან იგი ტოვებს ლაქებს.

გამოშვების ფორმა:

ყურის წვეთები
ყვითელი შუშის ფლაკონი ტევადობით 10მლ საწვეთურთან კომპლექტში მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები:

ტემპერატურა არაუმეტეს 25ºC-ისა.
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას

აფთიაქიდან გაცემის წესი:

გაიცემა ექიმის რეცეპტით

მწარმოებელი:

ლაბორატორია ბუშარა-რეკორდატი, საფრანგეთი

Source: PSP (psp.ge)

Registration

Data from the regulatory agency's registry. Last synced: 11.11.2026.

Registered on: 26.11.2021

Registry data

Registration numberრ-033873
Valid until26.11.2026
Registration holderLaboratoires BOUCHARA-RECORDATI (საფრანგეთი)
ManufacturerPHARMASTER, France
DispensingOver the counter (III group)
Form, dose, pack2.6% 10ml ear drops, solution amber coloured glass vial №1 with dropper
Pharmacotherapeutic groupოტოლოგიური საშუალებები, ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები
Registration procedureეროვნული
GMP certificateYes · valid until 28.04.2028

Q&A

Ask a question

Nobody has asked yet. Have an experience or a question? Be the first.

This information is for reference and does not replace advice from a doctor or pharmacist.